აგრარული განათლებააგროსიახლეებიმედია ფერმერებისთვის TVრუბრიკები

უსაფრთხოება მემცენარეობის პროდუქციის წარმოებისას – უსაფრთხოების მოთხოვნები პერსონალისადმი

აგრარულ სფეროში ავარიულობის მიზეზების ანალიზი გვიჩვენებს, რომ გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება შემსრულებელს და სამუშაოთა მწარმოებელს. დადგენილია, რომ განსაკუთრებით პასუხსაგებ და სახიფათო სამუშაოებებზე დაზარალებულთა მიზეზით ხდება უბედურ შემთხვევათა 80%, პრაქტიკულად ყველა სახის ტრაგედია გამოწვეულია შემსრულებელთა და სამუშაოთა ხელმძღვანელთა შეცდომი (სახიფათო) შედეგად.
ტექნიკაზე სამუშაოდ პერსონალის შერჩევისას მნიშვნელოვანია გათვალისწინებული იქნას ადამიანების მიდრეკილება შეასრულოს ესა თუ ის ფუნქცია, მისი ნერვული სისტემის მდგომარეობა, საჭირო პროფესიული დონე.

პერსონალისადმი უმთავრესი და უმნიშვნელოვანესი მოთხოვნაა-ფიზიკური და ფსიქოლოგიური ჯანმრთელობა, რომელიც ვლინდება სამედიცინო შემოწმებისას.

მომავალმა მუშაკმა უნდა იცოდეს ტექნოლოგია და სამუშაოთა სახეები, მასალათა თვისებები, ტექნიკის მოწყობილობა და ექსპლუატაციის უსაფრთხოების წესები, მისი რემონტის მეთოდები, მომსახურებისა და შენახვის ხერხები; სამუშაოების სპეციფიკა და შესრულების ვადები, რელიეფი, მეტეოპირობები; მუშაობისა და დასვენების რეჟიმი, უსაფრთხოების ტექნიკის წესები და ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებები; საწარმოო სანიტარია და შრომის ჰიგიენა; მოძრაობის მარშრუტები და ზონის თავისებურებანი და ა.შ.

როგორც წესი, შემსწავლელი იძენს ამ ცოდნას სასწავლო დაწესებულებაში, პროფსასწავლებლებში და წარმოებაში, პროფესიული მომზადების პერიოდში. მიღებული ცოდნის მოცულობის შემოწმება ხდება ატესტაციის მეშვეობით. მისი შედეგი ფიქსირდება დოკუმენტებში, რომლებიც გაიცემა სათანადო ორგანიზაციების მიერ.

პირები, რომლებიც ვერ გაივლიან ატესტაციას და არ აქვთ შესაბამისი პროფესიული ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტები, არ დაიშვებიან სამუშაოზე.

თვითმავალ მანქანებზე სამუშაოდ დაიშვებიან პირები, რომლებსაც გააჩნიათ შესაბამისი მოწმობა.

თვითმავალ მანქანებში იგულისხმება სატრანსპორტო საშუალებები, რომელთა დანიშნულებას არ წარმოადგენს საერთო მომსახურების გზებზე მოძრაობა: ტრაქტორები (გარდა მოტობლოკების), თვითმავალი საგზაო-სამშენებლო და სხვა მანქანები, რომელთა ძრავის სამუშაო მოცულობა აღემატება 50 სმ3 და არ მიეკუთვნება მოტოსატრანსპორტო საშუალებებს.

უსაფრთხოების მოთხოვნები მანქანებისა ტექნიკური მდგომარეობისადმი

მანქანები და მათ ბაზაზე რეალიზებული ტექნოლოგიები მთლიანად უნდა პასუხობდეს უსაფრთხოების მოთხოვნებს. ეს ეხება კონსტრუქციასა და ექსპლუატაციას. უსაფრთხოების საერთო მოთხოვნები მოცემულია სათანადო სტანდარტებში. ვინაიდან საქართველო არ წარმოადგენს ქვეყანას, რომელსაც გააჩნია სასოფლოსამეურნეო მანქანათმშენებლობა და არ არის დამუშავებული სათანადო სტანდარტები, ამიტომ მოცემულ ეტაპზე ვსარგებლობთ საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით.

უსაფრთხოების საერთო მოთხოვნები;

უსაფრთხოების საერთო მოთხოვნები მოცემულია სტანდარტებში:

ტრაქტორები და თვითმავალი სასოფლოსამეურნეო მანქანები;

სასოფლოსამეურნეო საკიდი და მისაბმელი მანქანები;

-ôტრაქტორების, თვითმავალი სამშენებლო საგზაო მანქანების, ერთღერძიანი საწევარას, საკარიერო თვითმცლელებისა და თვითმავალი სასოფლო-სამეურნეო მანქანების კაბინები და ოპერატორის სამუშაო ადგილი;

სარემონტოტექნოლოგიური მოწყობილობა;

მცირეგაბარიტიანი ტრაქტორები, მოტობლოკები და მოტოკულტივატორი და სხვა.

ამ სტანდარტების შესაბამისად  ტრაქტორები დამცავი კაბინებით უნდა იყოს აღჭურვილი უსაფრთხოების ქამრებით. კაბინაში მოხერხებულ და უსაფრთხო შესვლას უზრუნველყოფს კარების სიო სიგანით არანაკლებ 250 მმ-ისა ზღურბლის დონეზე, ხოლო მისგან 750, 1100 და 1350 მმ სიმაღლეზე-შესაბამისად 450, 470 და 550 მმ. ერთადგილიანი კაბინის სიგანე საჯდომის დონეზე არ უნდა იყოს 950 მმ-ის, ხოლო ორადგილიანისათვის 1400 მმ-ზე ნაკლები. კაბინის კარები აღიჭურვება კიდურა ნაპირებში ავტომატური საკეტიანი მოწყობილობით. კაბინიდან გამოსასვლელში ძრავის პირდაპირ ითვალისწინებენ ავარიულ გამოსასვლელს.

მიწიდან 550 მმ-ზე მეტი სიმაღლის დონეზე მძღოლის სამუშაო ადგილის, ან სხვა საყრდენი ზედაპირის განლაგებისას, აყენებენ კიბეებს, ან საკმარისი სიხისტისა და სიმტკიცის საფეხურებს, რომლებითაც გამორიცხულია ოპერატორის ფეხების გადაადგილება სახელურების მიმართ. ქვედა საფეხურის განლაგება არ უნდა იყოს საყრდენი ზედაპირიდან 400 მმ-ზე მეტ მანძილზე, ხოლო შემდგომ საფეხურებს შორის დაცილება შეადგენს 250…300 მმ-ს. სახელურები და საფეხურები არ უნდა გამოდიოდეს მანქანის დადგენილი გაბარიტებიდან. საფეხურების მინიმალური სიგანე 150 მმ, სიღრმე 100 მმ.

მოსრიალების შესამცირებლად კაბინის იატაკი, ან ტრაქტორის ბაქნები მზადდება დაღარული მასალისაგან. კაბინის ჭერს მექანიზატორის საჯდომის ზევით აქვთ დარბილებული გადასაკრავი. ტრაქტორების კაბინა აჭურვილია წინა და უკანა მინების მინასაწმენდებით, ხოლო სასოფლო-სამეურნეო მანქანების კაბინა-მხოლოდ წინა მინისათვის.

მინასაწმენდები უნდა მუშაობდეს ძრავის რეჟიმის მეშვეობით და მანქანის სიჩქარიდან დამოუკიდებლად. კაბინის პირდაპირი მზის სხივებისაგან დასაცავად ის აღიჭურვება დამცავი მოწყობილობებით, საჩეხის, ან ჟალუზების სახით.

კაბინას უნდა ჰქონდეს მიკროკლიმატის ნირმალიზაციის მოწყობილობა, რომელიც უზრუნველყოფს თანაბარი ტემპერატურის შენარჩუნებას; თბილ პერიოდში არანაკლებ 140 C და არაუმეტეს 280 C, ჰაერის ფარდობითი ტენიანობა 40…60%. ცხელ დღეებში, როცა გარეთა ჰაერის ტემპერატურა აღემატება 280C, კაბინაში ტემპერატურა არ უნდა ჭარბობდეს 310 C. ტრაქტორების კაბინები გარდა ამისა აღჭურვილია რეგულირებადი გათბობის სისტემით, რომელიც უზრუნველყოფს არანაკლებ 140 C ტემპერატურას. კაბინის შიგნითა განათებისათვის არის ავტომატური გამომრთველიანი პლაფონი.

ტრაქტორებსა და კომბაინებს უნდა ჰქონდეს ხმოვანი სიგნალი, რომელიც კაბინიდან ირთვება. სიგნალის ბგერის დონე უნდა იყოს 8 დბ-ით მეტი ტრაქტორის გარეთა ხმაურზე.

ტრაქტორები, თვითმავალი მანქანები და ავტომობილები უნდა იყოს დაკომპლექტებული დაზიანებულისათვის პირველადი დახმარების აფთიაქით და სასმელი წყლის თერმოსით.

ტრაქტორისა და თვითმავალი მანქანის მართვის ორგანოები უნდა იყოს განლაგებული ისე, რომ ისინი არ უშლიდნენ მძღოლს მისვლას სამუშაო ადგილთან, აგრეთვე უნდა ჰქონდეს მართვისას ფეხების თავისუფლად გადაადგილების საშუალება. ყველა ტრაქტორი და თვითმავალი მანქანები აღჭურვილია მუხრუჭებით, რომლებიც სამუშაო ადგილიდან იმართება.

დამუხრუჭების პროცესში საშუალო შენელება უნდა იყოს არანაკლებ 5,5 მ/წმ2, ცივი მუხრუჭების შემთხვევაში, და 1000-ზე მეტად გახურებული მუხრუჭების შემთხვევაში _ 2,8 მ/წმ2. დამუხრუჭების დროს არასწორხაზობრივი მოძრაობა არ უნდა აღემატებოდეს 0,5 მ-ს.

მართვის ორგანოების ტარები, სახელურები და თვლების ფერსოები, რომლებსაც ეხება ოპერატორის ხელები, უნდა იყოს დამზადებული დაბალი თბოგამტარიანობის მასალისაგან, ან დაფარული იყოს ამ მასალის 0,5 მმ სისქის ფენით.

საწვავის ავზების გაწყობისა და გაგრილების სისტემის ხაზები განლაგებული უნდა იყოს კაბინის გარეთ. მომსახურების მოხერხებულობისათვის საწვავის ავზის, რადიატორებისა და აკუმულატორების გაწყობის ხახები უნდა იყოს ოპერატორის ფეხების საყრდენიდან არაუმეტეს 1400 მმ, ხოლო დანარჩენი მომსახურების ადგილები არა უმეტეს 1800 მმ-სა. საწვავის რაოდენობის მაჩვენებლები დგება ტრაქტორის კაბინაში, ხოლო თვითმავალ მანქანაში-კაბინაში ან საწვავის ავზზე.

ოთარ ქარჩავა, ტექნიკის მეცნიერების დოქტორი