აგროსიახლეები

ვაშლის ექსპორტი აზერბაიჯანიდან _ პირველი კვარტლის მონაცემები

2025 წლის იანვარ-მარტში აზერბაიჯანმა ექსპორტზე 28 985.69 ტონა ვაშლი გაიტანა, რაც  2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 16.6%-ით მეტია.
ამის შესახებ, როგორც Caliber.Az იტყობინება, სახელმწიფო საბაჟო კომიტეტმა განაცხადა.

ამავდროულად ექსპორტირებული ვაშლის ღირებულება 17.1%-ით გაიზარდა და 19 მილიონ 340.58 ათას აშშ დოლარამდე, ხოლო, მთლიანი ექსპორტის წილმა კი 0.3% შეადგინა (2024 წლის იანვარი-მარტი – 0.28%).

2024 წელს აზერბაიჯანიდან 61,9 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების 97 ათას 786 ტონა ვაშლია ექსპორტზე გატანილი.

ცნობისათვის: საქსტატის მონაცემებით 2024 წლის 1 აგვისტოდან 2025 წლის 23 აპრილის მონაცემებით, საქართველოდან 17.2 ათასი ტონა ვაშლის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 10.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.