ვაზის ანუ მსხლის მილმხვევვი
მავნებლის გავრცელების არეალს წარმოადგენს მევენახეობა-მეხილეობის რეგიონები. ხოჭოს სიგრძე 5-9 მმ-ია, ფერი გარდამავალია, მწვანიდან ლურჯში. მილმხვევი ზამთრობს ნიადაგში.
აპრილში ხოჭო გამოდის მოზამთრეობიდან და იწყებს კვებას ჯერ ახლად დაბერილი კვირტებით, ხოლო შემდეგ ფოთლებით. დაახლოებით მაისის შუა რიცხვებში ხოჭო დებს კვერცხებს დამჭკნარ, „სიგარისებულად“ დახვეულ, მცენარეზე დაკიდებულ ფოთლებში.
ფოთლის ყუნწის წინასწარ შემოღრღნით ამგვარად თვით ხოჭო ახვევს. დახვეულ ფოთოლში ხოჭო 2-დან 8 ცალამდე კვერცხს დებს. დახვეული ფოთოლი მალე მიწაზე ვარდებადა ლპება, რაც შესანიშნავ საკვებს წარმოადგენს ახლად გამოჩეკილი მატლებისთვის.
მატლები ნიადაგში 6-8 სმ სიღრმეზე ჭუპდებიან. მათი უმეტესი ნაწილი გამოსაზამთრებლად ნიადაგშივე რჩება, ხოლო მცირე ნაწილი მიწიდან ამოდის და ვაზის ფოთლებით იკვებება. ისინი გამოსაზამთრებლად ხელახლა ჩადიან ნიადაგში. ეს მავნებელი წელიწადში მხოლოდ ერთ თაობას იზრდება.
ზიანი მოაქვს მხოლოდ ხოჭოს, რომელიც აზიანებს ჯერ კვირტებს და შემდეგ ფოთლებს. ხოჭო იშვიათად მტევანსაც აზიანებს. საერთოდ, ვაზის კულტურისთვის მისგან მიყენებული ზარალი დიდი არ არის.
ვაზის გარდა იგი აზიანებს მსხალს, კომშს, თხილს, ბალს, მუხას, ცაცხვს, ალვის ხეს, ვერხვსა და სხვ.
ბრძოლის ღონისძიებები:
♦ ვინაიდან ვაზის მილმხვევი ნიადაგში ზედაპირულად იზამთრებს, შემოდგომით ნიადაგი ვენახში ღრმად უნდა დამუშავდეს. ამ დროს ეს მავნებელი ნიადაგის სიღრმეში აღმოჩნდება და იღუპება.
♦ აპრილ-მაისში სიგარისებულად დახვეული ფოთლები უნდა შეგროვდეს და განადგურდეს (დაიწვას).