აგრარული განათლებადარგებიმედია ფერმერებისთვის TVმევენახეობა-მეღვინეობა

ვაზის გასხვლის პრინციპები

სხვლის მიზანი ყოველწლიური რეგულარული და ხარისხიანი მოსავლის მიღება და რქის დროული მომწიფებისათვის პირობების შექმნაა.
 სხვლის ოპერაციის ჩატარების დროს  შემდეგი ასპექტები უნდა გავითვალისწინოთ.

• დატოვებული კვირტების რაოდენობა (განსაზღვრავს მოსავლიანი ყლორტების რაოდენობას);

• განვითარებული ყლორტების რაოდენობა (რაც უფრო მეტი ყლორტია განვითარებული, მით უფრო სუსტია ცალკეული ყლოტრტების სიძლიერე);

• რქის ვერტიკალური მდგომარეობის ცვლილება (რისთვისაც შემოღებულია „შეყელვა“);

• ვაზისთვის გარკვეული ფორმის მიცემა.

ვაზის გასხვლასთან დაკავშირებული ყველა ეს საკითხი პირდაპირ დამოკიდებულებაშია ჯიშის ზრდის სიძლიერის, კვების არის და კონკრეტულ გარემო პირობებთან.

გასხვლის მიზანი

 პირველი საკითხი, რომელიც სხვლის დროს გადაიჭრება არის შტამბის გამოყვანა. შტამბი განსაზღვრავს სავეგეტაციო ნაწილების დაშორებას ნიადაგის ზედაპირიდან, რომელიც სხვადასხვა ეკოლოგიური პირობებისთვის სხვადასხვაგვარია.

მეორე საკითხი მდგომარეობს მრავალწლიანი ნაწილების გამოყვანა-განლაგებაში. ასეთი ნაწილები ახასიათებს ჯამისებრსა და კორდონულ ფორმებს, რომლებსაც მრავალი სახეცვლილება აქვთ.

სხვლის მესამე საკითის გადაწყვეტა დაკავშირებულია მოსავლიანი ვაზის თვისებების დეტალური შესწავლის საფუძველზე ფესვთა სისტემის და მიწისზედა ორგანოების განვითარებას შორის წონასწორობის დამყარებაზე, რომელიც უზრუნველყოფს ყოველწლიურად დიდი და ხარისხიანი მოსავლის მიღებას და სასხლავი ობიექტის მომზადებას შემდეგი წლისთვის.

წყარო: „სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო კვლევითი ცენტრი“