აგრარული განათლებადარგებიმედია ფერმერებისთვის TVმევენახეობა-მეღვინეობა

ტალავერზე ვაზის გასხვლა

პირველი გასხვლა
ვაზის სავეგეტაციო პერიოდის გასახანგრძლივებლად განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ტალავერზე ჭრილობისგან დაუზიანებელი სწორი შტამბის აღზრდას და ჩამოყალიბებას.

ვაზი ზედმეტი ჭრილობებისაგან ზიანდება, ამიტომ მევენახის პირველი რიგის საზრუნავია გასხვლის დროს ჭრილობათა რიცხვის მინიმუმამდე შემცირება.

პირველი გასხვლის დროს მხედველობაში მიიღება რის სიგრძე და დიამეტრი. თუ რქის სიგრძე 3-4 მეტრია, დიამეტრი 8-10 მმ, ასეთი სიძლიერის ვაზი გაისხვლება გრძლად _ შტამბის (2-2,3მ) სიმაღლეზე, საიდანაც ძირითადად მხრების მისაღებად წვერის ორი ყლორტი მოპირდაპირე მხარეზე, ჰორიზონტალურად მიმართულებითი წესით აღიზრდება. შტამბზე კვირტები გამოფურჩქვნისთანავე  უნდა შეიცვალოს.

1-1,5 მეტრიანი რქის მქონე ვაზი ორ კვირტზე გაისხვლება,  საიდანაც ერთი ყლორტი მიმართულებითი წესით  გაიზრდება ისე, როგორც პირველი ვეგეტაციის  პერიოდში.

ვაზის შტამბის დამსხვილების მიზნით, ტალავერზე მისი თანდათანობით გამოყვანა მიზანშეწონილი არ არის, ვინაიდან ასეთი მიდგომით გვიანდება ფორმირება და ამავე დროს ზედმეტი ჭრილობები აფერხებს საკვების მოძრაობას. ერთდროულად გამოყვანილი შტამბი. ვაზის წესიერი მოვლის პირობებში ნორმალურად მსხვილდება.

მეორე გასხვლა

მეორე გასხვლის დროს, ძირითადი მხრების გამოსაყვანად წინა წელს აღზრდილი ნორმალური განვითარების რქები გაისხვლება გრძლად _ ვაზებს შორის არსებული მანძილის ნახევარი სიგრძის შესაბამისად, ისე რომ ორი მეზობელი ვაზის მხარი ერთიმეორისას სწვდებოდეს. რქის სუსტი განვითარების შემთხვევაში მხრის გამოყვანა თანდათანობით ხდება. მუდმივ მხარეზე სასხლავი რგოლების მისაღებად, 25-30 ან 40 სმ დაცილების ზედა მდებარეობის ყლორტები დამაგრების გარეშე თავისუფლად იზრდება, ხოლო მეორადი  მხრების მისაღებად _60 სმ. დაცილებით. კარგი მდებარეობის ყლორტები ერთ მხარეზე, ჰორიზონტალური მიმართულებით გაიზრდება. რგოლებს შორის მანძილი ვაზის ზრდის სიძლიერეზეა დამოკიდებული.

მესამე ვეგეტაციის პერიოდში ძირითადი მხრების და სასხლავი რგოლების მისაღებად  ვაზზე შეიძლება დარჩეს 10-15 ყლორტი. დანარჩენი კვირტები გამოფურჩქვნისთანავე ეცლება.

პირველი გასხვლის დროს 2 კვირტზე გასხლული  და მიმართულებით წესით გაზრდილი ვაზი თუ ნორმალური განვითარებისაა, გაისხვლება შტამბის სიმაღლეზე და წვერის ორი  ყლორტი მოპირდაპირე მხარეზე ჰორიზონტალურად გაიზრდება.

მესამე გასხვლა

პირველი რიგის ძირითად მხრებზე 25-30 ან 40 სმ დაცილებით მიზნობრივად დატოტვილი რქები, სასხლავი რგოლების მისაღებად 2-3 კვირტზე გაისხვლება, ხოლო 60 სმ დაცილებული, წინა წელს მეორე რიგის მხრების მისაღებად ჰორიზონტალურად გაზრდილი რქები 1,5-2 მეტრზე გრძლად გაისხვლება.

კვირტის გამოფურჩქვნის პერიოდში გრძლად გასხლულ რქებზე 25-3- ან 40 სმ დაცილებით სასხლავი რგოლების მისაღებად ვტოვებთ ზედა ყლორტებს, ხოლო დანარჩენი შეიცვლება.

ტალავერზე ვაზის აღზრდა-ფორმირებას პირველ ოთხ წელს ესაჭიროება განსაკუთრებული მზრუნველობა და კვალიფიციური შემსრულებელი. ამ პერიოდში უნდა მოხდეს ვაზისთვის განკუთვნილი ჰორიზონტალური სივრცის ათვისება.

მეოთხე და შემდგომი წლების გასხვლა-ფორმირება

ტალავერზე საბოლოოდ გაფორმებული ვაზზე ყლორტები დაუმაგრებელია. იგი ნორმალური დატვირთვის პირობებში ვერტიკალურად _ 1 მეტრამდე იზრდება. რქა კონუსურია. მისი ბაზალური ნაწილი _ 4-5 მუხლი მკვეთრად გამსხვილებულია. ამ კვირტებში მოსავალი სრულყოფილად არის ჩასახული. ამიტომ ტალავერზე გრძელი ნაყოფის დატოვება უცილებელი არ არის.

ვაზის ბიოლოგიურ თავისებურებათა გათვალისწინებით, მუდმივა მხარეზე 25-30 ან 40 სანტიმეტრის დაცილებით უნდა შექმნას და ჩამოყალიბდეს სასხლავი რგოლები2-3 კვირტიანი სამამულე რქის 4-5 კვირტიანი მოკლე განყოფის სახით, რომლის შეყელვა საჭირო არ არის.

ვაზის დატვირთვის რეგულირების მიზნით, თითოეული რგოლზე შეიძლება დავტოვოთ ერთი ან ორი სამამულე ან სამამულე და სანაყოფე ერთად. შემდეგ წლებში ვაზი ისევ თავსუფალი წესით ისხვლება.

სასხლავი რგოლების ამაღლების შემთხვევაში, ამონაყრის გამოყენებით პერიოდულად ხდება რგოლების შეცვლა-გაახალგაზრდავება.

ძველად ტალავერზე ვაზის საბოლოო ფორმირებისთვის საჭირო იყო 7-8 წელი და ზოგჯერ მეტიც. გასულ საუკუნეში საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის მევენახეობის კათედრაზე შემუშავდა ვაზის მიმართულებით გაზრდის მეთოდის გამოყენებით და ამჟამად რეკომენდებული გასხვლა-ფორმირების წესების დაცვით ტალავერზე ვაზის ფორმირება გაშენებით მე-4-5 წელს მთავრდება, თანაც უპირატესობა დაჩქარებულით წესით ფორმირებულ ტალავერს ეძლევა. ვიანიდან ვაზი ზედმეტი ჭრილობებისგან დაზღვეულია, თავიდანვე მძლავრად ვითარდება ფესვთა სისტემა და მიწისზედა ორგანოები, მეორე წელსვე იწყებს მსხმოიარობას და ამასთანავე მტკიცე საფუძველი იქნება გზის  საექსპლუატაციო პერიოდის გახანგრძლივებისთვის.

ჩატარებული ექსპერიმენტული კვლევის საფუძველზე მიღებულია მნიშვნელოვანი შედეგები: მაგალითად, ტალავერზე გაშენების მესამე წელიწადს 1მუსკატური რქაწითელის“ საჰექტარო მოსავალმა შეადგინა 53 ცენტნერი,  მეოთხე წელიწადს  _86, მეექვსე წელიწადს _ 158 ც., მეშვიდე წელიწადს _163 ., მერვე წელიწადს 185 ., ხოლო მეცხრე წელიწადს მოსავალი 204 ცენტნერამდე გაიზარდა.

ტალავერზე დაბლართან შედარებით ორჯერ მეტი მოსავალი და იმავე დროს პროდუქციის ხარისხობრივი მაჩვენებლების მიხედვით,  მათ  შორის არსებით განსხვავება არ იყო. ეს გარემოება აიხსნა იმით, რომ  ტალავერზე – ჰორიზონტალურ შპალერზე გაშლილი ფოთლები მზის ენერგიას მაქსიმალურად იყენებს 70-80 პროცენტს, ხოლო დაბლარზე _ ვერტიკალურ შპალერზე კი 25-30 პროცენტს.

„ვაზის მაღალშტამბიანი ფორმა ტალავერი“

გიგა მანჯავიძე

თბილისი 1983 წ.