აგრარული განათლებადარგებიმევენახეობა-მეღვინეობა

ვაზის ყვავილობა

ვაზის ყვავილობის ფაზა იწყება ყვავილის ჩაჩის მოხსნით და ჩამოცვენით. პირველად აყვავილდება საშუალო მდებარეობის ყვავილედი და ყვავილედის ყუნწთან ახლომდებარე ყვავილები.
ერთ რქაზე არსებული ორი ყვავილედიდან ქვედა მუხლზე არსებული უფრო ადრე ყვავილობს.

ყვავილობის ფაზა გრძელდება 5-14 დღემდე. თითოეულ ჯიშს ყვავილობის პერიოდი განსხვავებული აქვს.

ყვავილობის პერიოდის თანხვედრას განსკუთრებული მნიშვნელობა აქვს, როცა ფუნქციონალურად მდედრობითი ჯიშებისათვის (თავკვერი, ასურეთული შავი) გამანაყოფიერებელი ჯიშების შერჩევა ხდება.

ყვავილედის ყველა ნასკვი როდი ვითარდება.

ყველა ჯიშს გამონასკვის თავისი მაჩვენებელი აქვს.

ამის მიხედვით მტევანი შეიძლება იყოს მეჩხერი, კუმში, ძლიერ კუმში.

ნასკვების მაქსიმალური ცვენა იწყება განაყოფიერების მე-9 დღეს.

დაბალ ტემპერატურაზე, გრილ, ხანგრძლივ წვიმიან ამინდში შეიძლება ჩამოცვივდეს მთლიანი ნასკვები და მოსავალი განადგურდეს.

40-60% ყვავილთცვენა ვაზისათვის ითვლება ნორამლურ მოვლენად. ვაზის ყვავილობა საქართველოს პირობებში მიმდინარეობს 20-25 მაისიდან 10-12 ივნისამდე.

ვაჟა გოცირიძე,

ანა გოდაბრელიძე