აგროსიახლეები

ალგეთის ეროვნულ პარკში 200 ფრთა ადგილობრივი სახეობის კაკაბი გაუშვეს

ალგეთის ეროვნულ პარკში, წინასწარ შერჩეულ ადგილზე, დაცული ტერიტორიების და ველური ბუნების სააგენტოს სპეციალისტებმა, კაკბის პოპულაციის აღდგენის მიზნით, 200 ფრთა ადგილობრივი სახეობა ველურ ბუნებაში გაუშვეს.
კაკაბი ველური ბუნების სახეობაა და ძირითადად აღმოსავლეთ საქართველოშია გავრცელებული. მისისაყვარელი საცხოვრებელი ადგილებია უტყეო, კლდიანი და ძეძვით დაფარული გორაკები; კაკაბი ფართოდ იყო გავრცელებული თბილისის ირგვლივგანლაგებულ მთებსა და გორაკებზეც.

470186131 967174268776664 8883927485027387103 N

აღსანიშნავია, რომ დაცული ტერიტორიებზე სახეობების აღდგენა და კონსერვაცია დაცული ტერიტორიების სააგენტოს საქმიანობის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია და ამ მიმართულებით არაერთი პროექტი ხორციელდება. ასევე,მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ 2016 წლიდან ველური ბუნების ეროვნული სააგენტო ადგილობრივი ველური სახეობის ფაუნის გამრავლების და ბუნებაში აღდგენის პროექტს ახორციელებს. პროექტის ფარგლებში, ყოველწლიურად, კოლხური ხოხბის, კაკბისა და პორფირიონის (ხონთქრის ქათამი) პოპულაცია იზრდება.