აგრარული განათლებადარგებიმეცხოველეობა

ვეტერინარული პრეპარატების გამოყენება, მოცდის პერიოდი

ვეტერინარული პრეპარატების დანიშვნამ უნდა უზრუნველყოს ავადმყოფი ცხოველის გამოჯანმრთელება ან პროფილაქტიკის მიზნით დაავადებისგან თავის არიდება. ფერმერი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს ვეტერინარული პრეპარატების გამოყენებას, ეს მისი ვალდებულებაა. მათი გამოყენება იგეგმება ვეტერინარი ექიმის ზედამხედველობით. მაგალითად, თუ ეს ეხება ანტიბიოტიკებს, ის უნდა იყოს დასაბუთებული ბაქტერიების ამოთესვით და მასზე ანტიბიოტიკების მგრძნობელობის დადგენით. მნიშვნელოვანია, გამოყენებული ანტიბიოტიკის ლოდინის პერიოდების ცოდნა, რა დროსაც ნამკურნალევი პირუტყვის ქსოვილი და მისგან მიღებული პროდუქტი (რძე) შეიცავს მის ნარჩენებს.
ვეტერინარული პრეპარატების გამოყენებისას რეკომენდებულია ფერმაში სპეციალური ჩანაწერების წარმოება, სადაც მითითებული იქნება გამოყენებული საშუალებების დასახელება, ლოდინის პერიოდი და დამუშავებული საქონლის საყურის ნომერი. თვალსაჩინოებისთვის მკურნალობაში მყოფი პირუტყვი მოინიშნება რაიმე სახის ნიშანით (დროებითი მარკერი, ლენტი და სხვა) (სურათი), შესაძლებლობის შემთხვევაში ხდება, ნამკურნალევი ცხოველის სხვებისგან განცალკევება.

ძროხა ძროხა ლადფჯლასკდჯფ

ნამკურნალევი საქონლის მარკირების მეთოდები (A დროებითი მარკერი, B ლენტი)

გასათვალისწინებელია, რომ რძის ადუღება/პასტერიზაცია ვერ აუვნებლებს რძეში გადასულ ანტიბიოტიკებსა და ზოგიერთ სხვა ვეტერინარულ პრეპარატებს. მაგალითად, ადუღების შემდეგ 80-90% ანტიბიოტიკების ნარჩენები ისევ რჩება რძეში. ანტიბიოტიკების შემცველი რძისგან წარმოებული რძის პროდუქტის მოხმარებისას ადამიანის ორგანიზმში ხვდება ვეტ. პრეპარატის ნარჩენები, რაც უარყოფითად აისახება ადამიანის ჯანმრთელობაზე (მაგ. იწვევს ანტიმიკრობულ რეზისტენტობას).

ლოდინის (მოცდის) პერიოდი ეს არის ვეტერინარული პრეპარატის ბოლო დოზის მიღებასა და ამ ცხოველებიდან მიღებული სასურსათო პროდუქტების წარმოებას შორის პერიოდი, რა დროსაც დაუშვებელია ცხოველის რძის ან ხორცის ადამიანის მიერ სურსათად მოხმარება, ვინაიდან ცხოველის ორგანიზმიდან ჯერ კიდევ არ არის გამოდევნილი ვეტ. პრეპარატის ნარჩენები და მათი შემცველობა აღემატება კანონმდებლობით განსაზღვრულ ნორმას.

ვეტერინარული პრეპარატის ორგანიზმში მოხვედრისთანავე ხდება მისი შეწოვა, განაწილება და ქსოვილებში ჩალაგება/განთავსება. პრეპარატის მოქმედების მექანიზმიდან გამომდინარე, რამდენიმე ხანში, იწყება მისი ნაწილობრივი გამოყოფა გამომყოფი სისტემების (ძირითადად, თირკმელებით) საშუალებით. სხვადასხვა პრეპარატი ხასიათდება გამოყოფის სხვადასხვა ხანგრძლივობით. სწორედ ამიტომ, ვეტერინარული პრეპარატების გამოყენებისას შესაბამისი ლოდინის პერიოდის დაუცველობა განაპირობებს ცხოველსა და ამ ცხოველიდან მიღებულ სურსათში ვეტე- რინარული პრეპარატების ნარჩენების დაგროვებას.

ადამიანის ორგანიზმში მოხვედრილმა მაქსიმალურ დასაშვებ ზღვარზე მეტმა ქიმიურმა ნივთიერებებმა, დროთა განმავლობაში, შესაძლოა გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები, კარცენოგენული (ონკოპათოლოგიები), მუტაგენური (გენში მუტაციური ცვლილებები), ტერატოგენული (სიმახინჯეები) მოქმედებები, ნერვული აშლილობები, მეტაბოლური, რესპირატორული და სისხლის მიმოქცევის სისტემის დაავადებები, აგრეთვე, ბაქტერიების რეზისტენტული შტამების წარმოქმნა და გავრცელება.

ვეტ. პრეპარატების ნარჩენების ორგანიზმზე უარყოფითად ზემოქმედების ხარისხიდან გამომდინარე საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულია ის ვეტერინარული პრეპარატები, რომელთა გამოყენება აკრძალულიб ან შეზღუდულია (დაიშვება გარკვეული გამონაკლისებით):

  • საქართველოს მთავრობის დადგენილება №22-ის შესაბამისად, განსაზღვრულია აკრძალული ფარმაკოლოგიურად აქტიური ნივთიერებები და დამაბინძურებლები;
  • საქართველოს მთავრობის N10 დადგენილების შესაბამისად, აკრძალულია, აგრეთვე, ბეტააგონისტების, ჰორმონული და თირეოსტატიკური ნივთიერებების (სუბსტანციების) გამოყენება, ასეთი ნივთიერებებით ნამკურნალევი ცხოველის ადამიანის მიერ სურსათად მოხმარებისათვის დაკვლა, ასევე, ცხოველებიდან მიღებული სურსათის ბაზარზე განთავსება და გადამუშავება.

გარდა ვეტერინარული პრეპარატებისა რძეში შესაძლებელია მოხვდეს სხვა ნივთიერებები:

ტოქსიკური ელემენტების ნარჩენი ნივთიერებები ძროხის ორგანიზმში _ რძეში, ძირითადად, შეიძლება იმ საკვებიდან მოხვდეს, რომელიც დამუშავებულია მცენარეთა დაცვის ქიმიური საშუალებებით _ ინსექტიციდებით და ჰერბიციდებით.

ქლორორგანული და ფოსფორორგანული ნაერთები რძეში – მცენარეთა დაცვის სხვა საშუალებებთან შედარებით, უფრო მდგრად ნივთიერებებად ითვლება. ქლორორგანული და ფოსფორორგანული ნაერთები მიღებული საკვებ მცენარებებთან ერთად, ცვლილების გარეშე აკუმულირდება სხეულში დაგროვილ ცხიმოვან ქსოვილებში და გამოიყოფა რძესთან ერთად. რძეში მათი კონცენტრაცია პირდაპირპროპორციულია საკვებში მათი შემცველობისა.

ტყვია, ვერცხლისწყალი და კადმიუმი რძეში – ძროხის ორგანიზმში საკვებით ხვდება, თავის მხრივ, საწარმოებისა და ავტობანების ზონაში საკვები მცენარეები ტყვიით შეიძლება დაბინძურდეს უშუალოდ გარემოში მისი ნარჩენებით ან გამონაბოლქვით.

სარეცხი და სადეზინფექციო საშუალებების ნარჩენები რძეში – რძეში ნარჩენი ნივთიერებების აღმოსაჩენი მეთოდების გამოყენებისას, ანტიბიოტიკებისა და სულფანილამიდების გარდა, დადებითი რეაქცია შეიძლება მოგვცეს სადეზინფექციო საშუალებებმა და   კონსერვანტებმა. რძეში სადეზინფექციო საშუალებების მინიმალური კონცენტრაციით არსებობისასაც კი იცვლება მისი სუნი და გემო.

რძეში სოდის და ამიაკისა არსებობა

  • სოდა – მჟავიანობის შესამცირებლად და რძის შედედების თავიდან ასაცილებლად, მას შეიძლება დაუმატონ სოდა, თუმცა, ამ დროს ქვეითდება რძის კვებითი ღირებულება, მასში ვითარდება ლპობის მიკროორგანიზმები, რომლებიც წარმოქმნის ადამიანისათვის მავნე ნივთიერებებს. რძეში სოდის არსებობის განსასაზღვრად იყენებენ ინდიკატორებს (Phenolphthalein indicator).
  • ამიაკი – (NH3) აზოტის შემცველი ნივთიერებების ხრწნით წარმოიქმნება;
  • ამიაკი დიდი რაოდენობითაა იმ შენობებში, საიდანაც თავის დროზე არ გააქვთ ნაკელი და საფენი, ხოლო ვენტილაცია არარეგულარულად და არასწორად ტარდება. ანტისანიტარიულ პირობებში (ბოსელში) რძის მიღებისა და შენახვისას, შესაძლოა რძის მიერ ამიაკის აბსორბირება (შეწოვა);
  • რძეში ამიაკი შეიძლება წარმოიქმნას ლპობის ბაქტერიების ცხოველქმედების შედეგადაც.