დარგებიმეფუტკრეობა

 ზამთრობის შედეგები  და მისი გავლენა ფუტკრის გამრავლებაზე

ეს მაჩვენებლები ფუტკრის ოჯახის პროდუქტიულობის  განმსაზღვრელია.
ფუტკრისათვის ზამთრობის პერიოდში უზრუნველყოფილი უნდა იყოს ნორმალური საარსებო პირობები:

სკაში სითბური რეჟიმის დაცვა, საფუტკრის მოწყობა  ქარისაგან დაცულ, მზიან ადგილზე, მოზამთრე გუნდში ძირითადად ახალგაზრდა მუშა ფუტკრის ყოლა, ჯანსაღი, არახნიერი დედა ფუტკარი, საკვების უხვი მარაგი და სხვ.

ადრე გაზაფხულზე მარაგის აუცილებელი რაოდენობა 6 კგ-ზე ნაკლები არ უნდა იყოს. ადრინდელი რეკომენდაციები (თაფლიანი ჩარჩოები გაზაფხულზე მისაცემად) კარგია, მაგრამ შექმნილი კონკურენტული ვითარება გვაიძულებს, ვაწარმოოთ სასაქონლო თაფლის მაქსიმუმი (ნათქვამი ეხება უპირველესად პროფესიონალ მეფუტკრეებს).

დღევანდელ პირობებში  სრულიად შესაძლებელია კონდიციური ხელოვნური საკვებით მარაგის შევსება როგორც გუნდად შეკრული ფუტკრისათვის, ისე ადრესაგაზაფხულო პერიოდში. ამასთან ფუტკრის წამახალისებელი კვება (საჭიროა დედა ფუტკრის კვერცხდების სტიმულაციისათვის) ყოველ  3-4 დღეში  ერთხელ,  თითოეულ ჯერზე  უნდა მიეცეს 350-400 თხელი (50%-იანი) სიროფი, რათა ფუტკარს შეექმნას ღალის იმიტაცია. ამ პერიოდში დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ფუტკარს ჩვეულებრივი შაქრის სიროფით ვკვებავთ, თუ ინვერსიული საკვებით.

ბუდის სივრცე  უნდა შევქმნათ სკაში გუნდის სიძლიერის გათვალისწინებით, აუცილებლად გამოვიყენოთ სათბუნებელი ბალიშ-ტილო, რომ ფუტკარს არ მოუხდეს ზედმეტი სივრცის გათბობა, რაც ერთნაირად საზარალოა ფუტკრის ნაადრევი ცვეთისა და საკვების ჭარბად ხარჯვის გამო.

ანჯამები ლკალდკფჯალსდ ანჯამები 222222222222222222222

ხშირი კვებისას საჭირო შრომითი დანახარჯები საგრძნობლად შეიძლება შევამციროთ, თუ სკის სახურავს კორპუსზე დავამაგრებთ საფანჯრე ანჯამებით და სპეციალური სარჭით (მაძღარაშვილი, 1975; იხ. სურ.), რაც გამორიცხავს ზედმეტ მოძრაობას  და ერთიორად ამცირებს დროის დანახარჯს სახურავის გადახდა-დაფარებაზე.

             გ. მაძღარაშვილი,  . ყიფიანი