ზაფრანა, სანელებლების მეფე
ხავერდა, ყვითელი ყვავილი, იმერული ზაფრანა (ლათ. Tagetes) — მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეა, რომელიც რთულყვავილოვანთა ოჯახის წარმომადგენელია.
ზაფრანას სახეობებიდან ფართოდაა გავრცელებული წვრილი და მსხვილყვავილიანი ფორმები.
ზაფრანა ითესება, როდესაც ნიადაგი საკმაოდ გათბება, აპრილის მეორე ნახევრიდან მაისის ბოლომდე, ჰა-ზე თესვის ნორმა 2,2 კგ-ია, საუკეთესო კვების არეა: 50×40 სმ, 60×40 სმ . მწვანე მასის მოსავალი ჰა-ზე 1,5-2 ტონაა, ყვავილების 2-2,5 ტ, ზაფრანას მოკრეფილი ყვავილედები და მისი მწვანე მასა უნდა გაშრეს ჩრდილში და შეინახოს თხელ ფენებად გაშლილი ან ძაფზე აგებით– გირლანდების სახით.
უნიკალური არომატისა და გემოს გარდა ზაფრანა საუკეთესო სანელებელია. მას იყენებდნენ როგორც საგანგებო და ძვირფას საჩუქარს, მიართმევდნენ იმპერატორებს, მეფეებსა და მღვდელმთავრებს.
ზაფრანა გამოირჩევა ორგანიზმისთვის სამკურნალო თვისებებით:
ეფექტიანია ანთებითი პროცესების, გაციების, ასთმის დროს.
ზაფრანის მეშვეობით, ასევე, შეიძლება, გათავისუფლდეთ უძილობისა და დეპრესიული განწყობისგან. იგი შეიცავს კალციუმს, კალიუმს, რკინას, მაგნიუმს, მანგანუმს, ყველა მათგანი აუცილებელია ორგანიზმისთვის.
ზაფრანას ასევე აქტიურად იყენებენ დამწვრობის სამკურნალოდ. ის ძლიერი ანტიოქსიდანტია, ანადგურებს მავნე ბაქტერიებს, რომლებიც ასაკთან ერთად უფრო და უფრო მრავლად წარმოიქმნება ადამიანის ორგანიზმში.
ზაფრანის მცირე რაოდენობით გამოყენება აუმჯობესებს საჭმლის მონელებას.
ხალხური მედიცინა მას იყენებს, როგორც ტკივილგამაყუჩებელ, შარდმდენ, ოფლმდენ, კრუნჩხვის საწინააღმდეგო და საგულე საშუალებას. რეკომენდებულია მადის გასაუმჯობესებლად, ღვიძლისა და კუჭის დაავადებათა სამკურნალოდ, ძლიერი ხველის შეტევების მოსახსნელად. ზაფრანის სასარგებლო თვისებები ვრცელდება კანზეც, განსაკუთრებით ეს ეხება მშრალ კანს, რომელიც უფრო ზამთრის პერიოდში შრება. ამ შემთხვევაში დაგეხმარებათ ზაფრანის ნიღაბი, რომლის წყალობით, კანი იღებს ძლიერ ვიტამინურ მუხტს და ხდება ნაზი და ხავერდოვანი.
ერთი სადილის კოვზ ზაფრანას დაასხით იმ რაოდენობის თბილი ანადუღარი წყალი, რომ ფაფისებური კონსისტენციის გამოვიდეს. დაიდეთ სახეზე 30 წუთით და შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
ზაფრანის ნაყენი ბუნებრივი ანტიბიოტიკია. წმენდს სისხლს. ასტიმულირებს სისხლის ახალი უჯრედების წარმოქმნას, ხელს უწყობს ქსოვილების გაახალგაზრდავებას:
50 გრამ ზაფრანას დავამატოთ ერთი ლიტრი ადუღებული ცხელი წყალი, გავაჩეროთ 24 საათი, გადავწუროთ და მივიღოთ 50 გრამი დღეში ორჯერ ჭამის შემდეგ.
წყარო: http://www.elkana.org.ge