ზეთისხილის პლანტაციის გაშენება, ჯიშები, მავნებლები
ზეთისხილის გასაშენებლად კარგია ვაკე და 30-მდე. დაქანების ფერდობები. უპირატესობა ენიჭება უფრო ნაკლებად დაქანებულ ფერდობებს. გაშენების ზონაში აქტიურ ტემპერატურათა ჯამი უნდა იყოს 3600-40000, მინიმალური ტემპერატურა -12-150 C.
მნიშვნელოვანია, გაითვალისწინოთ, რომ ზეთისხილი ვერ ეგუება ჭარბ ნალექებს.
ზეთისხილის გასაშენებლად შერჩეურლ ვაკე და 120-მდე დაქანებულ ფერდობებზე ტარდება პლანტაჟი 45-60 სმ სიღრმეზე, დიდი დაქანების ფერდობებზე უნდა მოეწყოს 3-4 მ. სიგანის ტერასები. ორმოები მზადდება 50X50 სმ. რგვა ტარდება 6×8, 8×8, 10×10, 12×12, 10×14 მ. კვების არეებით, ჯიშების ზრდის სიძლიერის, ნიადაგური პირობებისა და ექსპოზიციის მიხედვით.
ახალგაზრდა ასაკში, როდესაც მცენარე განივითარებს 6 ან 8 ძირითად ტოტს და შტამბის სიმაღლე მიაღწევს 140-180 სმ-ს აწარმოებენ ხის ვარჯის გამოყვანას, პერიოდულად მიმართავენ გასხვლას. ზეთისხილის ნარგაობაში შეაქვთ ორგანული და მინერალური სასუქი NPK (ამოფოსკა) 1-1,5 კგ. ძირზე.
კირით ღარიბ ნიადაგებში შეიძლება გამოვიყენოთ მოკირიანება ნიადაგის ქიმიური ანალიზის შედეგების მიხედვით. ზეთისხილის კულტურის გაშენებით დაინტერესებულ პირებს, ბენეფიციარებს, კომპანიებს აქვთ შესაძლებლობა ინტერნეტქსელის საშუალებით შეიძინონ ზეთისხილის სტანდარტული ნერგები და ჩვენს მიერ შემოთავაზებული ტექნოლოგიით გააშენონ იგი საკარმიდამო ნაკვეთებზე, როგორც ინდივიდუალური, ასევე სამრეწველო პლანტაციების სახით.
ზეთსხილის ჯიშები
ზეთისხილის მრავალი ევროპული ჯიში ცნობილი, თუმცა სამრეწველო დანიშნულება დაახლოებით 12-ს აქვს. მათ შორის საუკეთესო ჯიშებად ითვლება: მანზალინო, სევილიანო, ასკოლანო, მისიონი, გორდალი, ფარგა.
მანზოლინო _ ესპანური ჯიშია, უხვმოსავლიანი, ხე საშუალო სიდიდისაა. ნაყოფი დიდი ზომისაა, წონით 6-7 გრ. გამოიყენება როგორც სასუფრედ, ისე ზეთის მისაღებად.
სევილიანო-ესპანური ჯიშია, ხე საშუალო სიმაღლისაა, ნაყოფი დიდი ზომის, წონით 6-10 გრ. კანი თხელი, დამწიფებისას პრიალა, შავი ფერის. ძირითადად გამოიყენება ზეთის მისაღებად. ასევე მწვანე და მწიფე ნაყოფიდან მწნილის დასამზადებლად.
ასკოლანო _ იტალიური ჯიშია, იძლევა ყლევაზე დიდი ზომის ელიფსური ფორმის ნაყოფებს, კანის ღია შეფერვით. ამიტომ ამ ჯიშს ზოგჯერ ,,თეთრ ზეთისხილს“ უწოდებენ. ნაყოფს აქვს ნაკლებ სიმწარე, რბილობი ნაზია. დაკონსერვების დროს მაღალი ხარისხის პროდუქტს იძლევა.
გასულ საუკუნეში ყოფილ საბჭოთა კავშირის ტერიტორიებზე (საქართველო, აზერბაიჯანი, ყირიმი) ზეთისხილის გავრცელებას სერიოზული ყურადღება ექცეოდა. შესაბამისად შერჩეული იყო ჯიშები ცალკეული რეგიონებისათვის დამახასიათებელი ნიადაგურ-კლიმატური პირობების გათვალისწინებით.
თბილისური _ ზეთისხილის ეს ჯიში გავრცელებული იყო ახალ ათონში, სოხუმსა და ყირიმში. ჯიში ხასიათდებოდა დაბალი და მაღალი ტემპერატურებისადმი კარგი ამტანობით, უხვი მსხმოიარობითა და დაავადებათა და მავნებლის მიმართ გამძლეობით.
სოხუმური _ გვხვდება სოხუმსა და ახალ ათონში, ხასიათდება მაღალი ტემპერატურებისადმი, უხვი ნალექებისა და მავნებლებისადმი კარგი გამძლეობით.
ახალ-ათონური _ გვხვდება ახალ ათონში, სოხუმსა და ყირიმში, ხასიათდება დიდი ნალექების, მაღალი ფარდობითი ტენიანობის პირობებში უხვი მსხმოიარობით.
თოლგომური _ უმეტესად გავრცელებულია ახალ ათონში, ხასიათდება მაღალი და დაბალი ტემპერატურებისადმი კარგი ამტანობით, მსხვილი ნაყოფებით და ზეთის მაღალი შემცველობით.
ოთური – გვხვდება ახალ ათონში, სოხუმის, თერჯოლის და ბაღდადის რაიონებში. ხასიათდება მსხვილი ნაყოფით, ზეთის მაღალი შემცველობით, ყინვისა და გვალვის ამტანობით.
ყირიმული ჯიშებიდან ცნობილია ნიკიტის ბოტანიკურ ბაღში გამოყვანილი _ ნიკიტის 1, ნიკიტის 2, ნიკიტის 5, ნიკიტის 6, ყირიმული 12;
აზერბაიჯანული ჯიშებიდან _ შავი ზეითუნი, აზერბაიჯან ზეითუნი, შირინ-ზეითუნი, ყარა-ზეითუნი, არმული ზეითუნი.
ჩვენში გავრცელებული ზეთისხილის მავნებლებიდან აღსანშნავია: ზეთისხილის ჩრჩილი, ცრუ ფარიანა და ფოთლის რწყილი. ჩრჩილის მატლები იკვებებიან ფოთლებით, კოკრებით, ყვავილებითა და ნაყოფის კურკის გულით. ცრუფარიანა ძლიერ აზიანებს ზეთისხილის ფოთლებს.
გავრცელებულია სოკოები: ფოთლის სილაქავე, რომელსაც იწვევს პარაზიტი სოკო. ავადმყოფობა ჩნდება ფოთლის ზედაპირზე, შემდგომში ეს ლაქები იზრდება. ტენიანი კლიმატი ხელს უწყობს ამ ავადმყოფობას. ასევე ზეთისხილზე აღნიშნულია ანტრაკნოზი, კიბო და სხვა დაავადებები, რომლებიც სერიოზულ ზიანს აყენებენ ნარგაობებს და ნაყოფს. დღეისათვის არსებობს ამ ავადმყოფობათა და დაავადებათა წინააღმდეგ ბრძოლის ქიმიური საშუალებები, რომელთა დროული და მიზანმიმართული გამოყენება ძალზე ეფექტურია.
საქართველოს ნიადაგურ კლიმატური პირობები გვაძლევს იმის სრულ გარანტიას, რომ როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოს მიკროზონებში კვლავ აღორძინდეს ეს ღვთაებრივი კულტურა…