დარგებიმებაღეობაფერმერი ფერმერს

ჟოლოს ახალი ჯიშები

ჟოლო (Rubus idaeus) —  ვარდისებრთა ოჯახის მცენარეა. ფოთოლმცვივანი ბუჩქბალახია, მისი სიმაღლეს 1-3 მ აღწევს. მიწისქვეშა ნაწილი მრავალწლოვანი ფესურაა, მიწისზედა — ერთ და ორწლოვანი მწვანე, წითელი ან იისფერი ყლორტია, რომელიც დაფარულია სხვადასხვა სიდიდისა და ფორმის ქაცვებით. ფოთოლი სამყურა ან ფრთისებრ რთულია, ყვავილი — ორსქესიანი, თეთრი, ნაყოფი — კენკრა, ფერად ყვითელი, წითელი ან მუქი მეწამული. მრავლდება თესლით (ახალი ჯიშის მისაღებად) და ვეგეტატიურად. ცნობილია ჟოლოს 120-ზე მეტი სახეობა. ფართოდაა გავრცელებული ყველგან. იყენებენ საჭმელად — ნედლად და გადამუშავებულს. მედიცინაში გამხმარი ნაყოფის ნახარში ოფლმდენი საშუალებაა.

საქართველოში ძირითად გავრცელებულია ჟოლოს შემდეგი ჯიშები:

ნოვა;

 კაროლინა;

♦ ჰერიტეჯი;

 პატრიცია;

 ბიურისკინა;

 პოლკა;

 ჟოზეფინა;

 ჟაკლინი.

 რაშკა;

 ამერიკული ტულეიმინი.

მსხმოიარობის მიხედვით ჯიშები იყოფა ორ ჯგუფად: ზაფხულში მსხმოიარე (ნოვა, კილარნი, ენკორი და სხვა) და შემოდგომაზე მსხმოარე (კაროლინა, პოლკა, ოტმან ბლისი, ოტმან ბრიტენი). ზაფხულის ჯიშები მოსავალს იძლევა ივლისიდან აგვისტოს ბოლომდე, და შემოდგომის ჯიშები აგვისტოდან ოქტომბრის ბოლომდე. სასურველია თუ ბაღები იქნება ორივე ჯიშით შევსებული რომ მთელი წლის მანძილზე მოხდეს მოსავლის აღება.

გამოკითხული ფერმერების 90% აქვს კაროლინას ჯიში და თვლიან რომ ეს ჯიში ყველაზე მეტად ეგუება ადგილობრივ პირობებს და მოსავლიანობითაც სჯობს სხვა ჯიშებს. ასევე შედარებით გავრცელებული ჯიშებია ჟოზეფინა და ნოვა.

ქვემოთ მოცემულია ზოგიერთი ახლადწარმოდგენი პერსპექტიული ჯიშების ბიოლოგიურ-სამეურნეო თვისებების დახასიათება.

ტულეიმინი: წარმოდგენს ზაფხულში მსხმოიარე ჟოლოს ჯიშს რომელიც ფართოდაა გავრცელებული მთელს მსოფლიოში და ერთ-ერთი საუკეთესო ჯიშია. დამწიფებას იწყებს ივლისის დასაწყისში და გრძელდება ივლისის შუა რიცხვებამდე.

ჰერიტეჯი: მსხმოიარობაში შედის შემოდგომაზე. ეს ჯიში გამოირჩევა დაავადებების მიმართ შედარებითი გამძლეობით. სიმწიფე იწყება აგვისტოს მეორე ნახევარში და გრძელდება ოქტომბრის მეორე დეკადამდე.

კაროლინა: შემოდგომაზე მსხმოიარე რემონტატული ჯიშია, ის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ჯიშია სამცხე-ჯავახეთში. გამოსადეგია ასევე სათბურებში წარმოებისათვის. დამწიფებას იწყებს დამწიფებას ივლისის ბოლოს და გრძელდება ოქტომბრის შუა რიცხვებამდე.

„ჟოლოს ღირებულებათა ჯაჭვის ანალიზი“

წინამდებარე პუბლიკაცია გამოცემულია ევროკავშირის დახმარებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელია მხოლოდ “ფიფლ ინ ნიდ” და პი ემ სი კვლევითი ცენტრი და პუბლიკაციის შინაარსის ევროკავშირის პოზიციად აღქმა დაუშვებელია