ჟურნალი „ახალი აგრარული საქართველო“ 2024 წელი, მაისი (№5/140)
ჟურნალ „ახალი აგრარული საქართველოს“ 2024 წლის მაისის გამოცემის ელექტრონული ვერსია უკვე ხელმისაწვდომია მკითხველისთვის.
„ახალი აგრარული საქართველოს“ წინამდებარე გამოცემაში ტრადიციულად თქვენთვის ბევრ საინტერესო სტატიას და ინფორმაციას გაეცნობით. უაღრესად საყურადღებო და საინტერესოა პროფესორ პაატა კოღუაშვილის სტატია „აგროსასურსათო სექტორი, გამოწვევები და პერსპექტივები“, მებაღეებს დააინტერესებს ინფორმაცია ახალგაზრდა ბაღის განოყიერების შესახებ, მებოსტნეები გაეცნობიან თუ რა მნიშვნელობა აქვს თესლბრუნვას კულტურათა წარმოებაში, პომიდვრის მოთხოვნებს კლიმატური პირობების მიმართ ვეგეტაციის სხვადასხვა პერიოდში, რომელ სასუქი იძლევა მაქსიმალურ შედეგს, როდის და როგორ უნდა შევიტანოთ ის კარტოფილის ნათესში. დაინტერესებული ფერმერებისთვის, ვფიქრობთ საყურადღებო იქნება ინფორმაცია „პაპილომები (მეჭეჭები) მსხვილფეხა რქოსან პირუტყვში“, „საქართველოში გავრცელებული გარეული კურდღლის ბიოლოგიის შესახებ და სხვა…
კვლავ ვაგრძელებთ რუბრიკას_ „გაქვთ კითხვა აგრონომთან?“; „გაქვთ კითხვა ვეტერინართან?“.
გამოგვიგზავნეთ თქვენთვის საინტერესო თემები და კითხვები ჟურნალის ელექტრონულ ფოსტაზე: agroasca@gmail.com ან ფეისბუკგვერდის „აგრარული საქართველო“ მესენჯერში. კითხვებს უპასუხებენ გამოცდილი აგრონომები და ვეტერინარები.
ჟურნალი ტრადიციულად აქვეყნებს სამეცნიერო სტატიებს.
სტატიების წარმოდგენის და გამოქვეყნების წესის შესახებ სრულ ინფორმაციას ჟურნალ „ახალ აგრარულ საქართველოში“ და ჩვენს ვებ-გერდზე: agronews.ge-ზე (ავტორთა საყურადღებოდ) გაეცნობით.
ჟურნალი „ახალი აგრარული საქართველო“ ვრცელდება ხელმოწერით.
გამოიწერეთ ჟურნალი „ახალი აგრარული საქართველო“:
ჟურნალის ერთი წლით გამოწერა ღირს 36 ლარი, ნახევარი წლით_ 18 ლარი.
გამოწერა შესაძლებელია პრესის გავრცელების სააგენტოს ელვა. ჯი-ს მეშვეობით.
ტელ: 577 30 88 47; 032 238 26 73;
ასევე პსგ ი/მ „ნინო ტომარაძესთან“;
ტელ: 571 01 62 22;
ან ჟურნალ „ახალი აგრარული საქართველოს“ რედაქციაში;
ტელ: 599 16 18 31;
დაგვიკავშირდით მითითებული ტელეფონის ნომრებზე და თქვენ მარტივად შეძლებთ ჩვენი ჟურნალის გამოწერას და შეთანხმებულ მისამართზე მიღებას.