აგროსიახლეები

ჟურნალი „ახალი აგრარული საქართველო“, იანვარი, 2023 წ. № 01 (124)

დამოუკიდებელი აგრარული ჟურნალი „ახალი აგრარული საქართველო“ 2023 წელსაც ერთგულად მომსახურება ფერმერებს და მიაწვდის საინტერესო და მათთვის საჭირო ინფორმაციას. ჩვენი მკითხველისათვის, ვისაც ხელი არ მიუწვდება ჟურნალის ბეჭდურ გამოცემაზე, ჟურნალის ელექტრონული ვერსია უკვე გამოქვეყნებულია და ყველას შეუძლია გაეცნოს, რადგან ბოლო წლების განმავლობაში სულ უფრო რთულდება ბეჭდური პროდუქციის, ჟურნალის გავრცელება ქვეყნის მასშტაბით.
აქამდე თუ ეს პრობლემა რეგიონებს ეხებოდა და გამომწერთათვის კონკრეტულ მისამართზე ჟურნალის მიწოდება გართულებული იყო, ბევრგან კი შეუძლებელიც, დღეს უკვე დედაქალაქშიც კი ვერ ხერხდება ხელმომწერთათვის ნაბეჭდი ჟურნალის მიწოდება. დასანანია, მაგრამ ფაქტია, 21-ე საუკუნის საქართველოში ბეჭდური პერიოდული გამოცემებზე ხელმოწერის სერვისი თითქმის არ არსებობს, რაც ძალიან ცუდი ამბავია და ერთგვარად რეგიონებიდან ახალგაზრდობის მიგრაციასაც უწყობს ხელს.

როგორც არ უნდა იყოს, ჩვენ კვლავ აქტიურად ვაგრძელებთ მუშაობას და ვცდილობთ ხელი შევუწყოთ ფერმერებს, მცირე თუ საშუალო მეწარმეებს განავითარონ თავიანთი მეურნეობა, დანერგონ სიახლეები და გაიუმჯობესონ ცხოვრება.

ჟურნალი 2023 წელსაც აგრძელებს სპეციალური ჩანართის „ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში“ (SQIL), შეთავაზებას მკითხველისათვის, სადაც წარმოდგენილია ინფორმაცია რეგიონებში დღეს არსებულ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ფასების და სხვა საინტერესო თემების შესახებ.

ჟურნალში ასევე გაეცნობით ინფორმაციას კოოპერაციის შესახებ, მიმოხილვას, როგორი იყო გასული წელი მევენახეობა-მეღვინეობის სფეროში, თანამედროვე მიდგომებს ცხოველთა კვების ფიზიოლოგიაში, კლიმატის გავლენას ფუტკარზე და მის პროდუქტიულობაზე, სუბტროპიკული ხურმის ძირითად სამრეწველო ჯიშებს, ვეტერინარულ პრეპარატებს, სპეციალისტის მოსაზრებას _ რა უნდა შეიცვალოს ჩურჩხელის წარმოებაში და სხვა საინტერესო მასალებს.

ჟურნალის ელექტრონული ვერსიის სანახავად გადადით ბმულზე:  ჟურნალი „ახალი აგრარული საქართველო“ №01 (124), 2023 წ.: https://drive.google.com/drive/u/3/folders/1MDS4pQer6zcKoLROgFAMzBfQ5E_UDaeQ

გამოიწერეთ, იკითხეთ ჟურნალი „ახალი აგრარული საქართველო“!

ჟურნალის ერთი წლით გამოწერა ღირს 36 ლარი, ნახევარი წლით _ 18 ლარი.

ჟურნალის გამოწერა შესაძლებელია პრესის გავრცელების სააგენტოს elva.ge-ს (ტელ: 577 30 88 47; 032 238 26 73; 032 2 38 26 74) მეშვეობით, ან ჟურნალ „ახალი აგრარული საქართველოს“ რედაქციაში.

ელ-ფოსტ: agroasca@gmail.com.

www. agronews.ge.

ტელ: +995 599 16 18 31.

2023 წლის მეორე ნომერი (125-ე) ნომერი გამოვა 2023 წლის თებერვლის ბოლოს!