დარგებიმებაღეობა

ზოგიერთი ხილის კრეფის თავისებურებანი

ხილის ხარისხიანობაზე ბევრი ფაქტორი ახდენს გავლენას. ერთ-ერთი ფაქტორი სიმწიფის სწორად დადგენა და კრეფის პროცესია, რათა ნაყოფი დაუზიანებლად და სწორად მოიკრიფოს.
ზოგიერთი ხილი ძალზე სათუთია და მათი კრეფის დროს გარკვეული თავისებურებების დაცვაა საჭირო.

კრეფის დროს ყურადღება უნდა მიექცეს, რომ სანაყოფე ტოტები არ დაზიანდეს და არ დაიმტვრეს. მკრეფავებმა უნდა იმუშაონ თითებიანი, მოქნილი ხელთათმანებით. შიშველი ხელით კრეფისას ყურადღება უნდა მიექცეს, რომ ხელის თითებზე ფრჩხილები არ იყოს წამოზრდილი.

ვაშლი — ზაფხულის ზოგიერთი ჯიში მწიფდება სხვადასხვა დროს, ამიტომ მოითხოვს ორ-სამ ვადაში კრეფას.

მსხლის საზაფხულო ჯიშები სათუთია, ამიტომ მისი კრეფა მეტ ყურადღებას და სიფაქიზეს მოითხოვს, ვიდრე საშემოდგომო და საზამთრო ჯიშები.

ბალი, ალუბალი სრულ სიმწიფემდე 3 დღით ადრე უნდა დაიკრიფოს. ნაადრევად დაკრეფილ ბალს მდარე გემო აქვს. ბლის კრეფა უმჯობესია დღის საათებში, ნამის შეშრობის შემდეგ. შესაძლებელია ბლის კრეფა საკრეფი მაკრატლით. ამ დროს ყუნწის ერთი მესამედი შესაძლებელია ხეზე დარჩეს. სიცხეში მოკრეფილი ბალი სწრაფად უნდა გადაიტანონ გრილ საწყობში ან წინასწარი გაციების საკანში.

ქლიავი — ისევე როგორც ბალი, უმჯობესია დილის საათებში მოიკრიფოს. კრეფისას ნაყოფს ნაფიფქი უნდა შერჩეს. ფიფქგაცლილი ქლიავი მალე ფუჭდება.

ატმის კრეფის დროს ყურადღებას აქცევენ, რომ ბუსუსი ნაკლებად გაეცალოს.

თხილის მოსავლის აღების წინ ბუჩქის ირგვლივ მიწის ზედაპირი უნდა გასუფთავდეს სარეველებისგან და მოსწორდეს, რათა დანაკარგები თავიდან ავიცილოთ. თხილის ტექნიკური სიმწიფის ნიშანია საბურველის გამუქება და ნაჭუჭის შეფერვა. ამ დროს თხილი ოდნავი შერხევით ადვილად ცვივა და იკრიფება მიწიდან, ბუჩქზე დარჩენილი ნაყოფი კი ხელით იკრიფება.

კუკური ძერია,

სოფლის მეურნეობის მეცნიერების დოქტორი,