ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე სადრენაჟე სისტმა იწმინდება
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში „საქართველოს მელიორაცია“ საუკუნის წინათ მოწყობილ ხობი-ენგურის დამშრობ სისტემას აწესრიგებს.
სოფელ დიდ ნეძში ხე-ბუჩქნარისა და ნატანი მასისგან 2.5 კილომეტრი სიგრძის კოლექტორები და შემკრები არხები იწმინდება.
ჩატარებული სამუშაოების შედეგად, არხის გამტარუნარიანობა გაიზრდება და მუნიციპალიტეტში 35 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობზე სადრენაჟე მომსახურება აღდგება, რაც სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების გაზრდას შეუწყობს ხელს.