დარგებიმებაღეობა

2020 წლის აგვისტოს მთვარის კალენდარი მებაღეებისთვის

გაითვალისწინეთ რჩევები და იმოქმედეთ მთვარის კალენდრის მიხედვით.

სწორად შერჩეულ მთვარის ფაზას შეუძლია ხელი შეუწყოს მცენარის ზრდას, იმოქმედოს მის მომავალ ნაყოფზე, ყვავილზე; ხოლო ზოგიერთ დღეს, ჯობს, თავი შეიკავოთ მცენარის დათესვა-დარგვისგან, ფესვების გაფხვიერებისგან. ამან, შესაძლოა, გამოიწვიოს მცენარის დაზიანება, ზრდის შენელება, ლპობა, ენერგეტიკული ბალანსის დარღვევა. ეს ეხება არა მხოლოდ მიწასთან უშუალო მუშაობას, არამედ სხვა სამუშაოებსაც ბაღსა თუ ბოსტანში.

თუ რგავთ მცენარეს, ეს განსაკუთრებით ეხება მრავალწლიან მცენარეებს, ხეებს, ეს მხოლოდ მზარდი მთვარის დროს უნდა გააკეთოთ, სასურველია, სავსემთვარეობის წინ. ახალმთვარეობაზე ამის გაკეთება არ ღირს.

სავსემთვარეობის წინ დარგული მცენარე მაღალი გაიზრდება. ზოგადად, განვითარებისკენ მიმართულ ყველა საქმეს მზარდი მთვარის ენერგეტიკა უხდება. ასეა მცენარეების შემთხვევაშიც.

მებაღის მთვარის კალენდარი აგვისტოში

აგვისტოში უკვე მოსავლის აღება იწყება, თუმცა, ზოგიერთი ბოსტნეულის დათესვა ან ხის დარგვა ამ თვეშიც შეიძლება.

მთვარის ფაზები აგვისტოში: მზარდი მთვარე _ 1-2, 20-31 აგვისტო, კლებადი მთვარე _ 4-18 აგვისტო,  3 აგვისტო – სავსემთვარეობა, 19 აგვისტო – ახალმთვარეობა.

  • 1, 2 აგვისტო – მთვარე თხის რქის ნიშანშია. კარგი დღეებია ბაღში მუშაობისთვის. შეიძლება ხეებისა და ბუჩქების დარგვა–გადარგვა, განსაკუთრებით, მსხლისა და ქლიავის, ხურტკმელის, მოცხარის, სასუქის მიცემა, გაკრეჭა, შეწამვლა, ნიადაგის გაფხვიერება.
  • 3 აგვისტო – სავსემთვარეობაა მერწყულის ნიშანში. ბაღში მუშაობა არ შეიძლება.
  • 4 აგვისტო – მთვარე მერწყულის ნიშანშია. არახელსაყრელი დღეა მცენარეების დათესვისა და დარგვისთვის. შეიძლება მარცვლოვანი კულტურებისა და ბოლქვიანების მოსავლის აღება, გაკრეჭა, შეწამვლა.
  • 5, 6, 7 აგვისტო – მთვარე თევზების ნიშანში. 5 და 6 აგვისტო ხელსყრელი დღეებია ბაღში მუშაობისთვის, კერძოდ, შეიძლება ნიახურის, ბოლქვიანების დათესვა, ხეებისა და კენკროვანების შეწამვლა, მორწყვა, სასუქის მიცემა. 7 აგვისტოს კი დათესვა–დარგვისთვის არახელსაყრელი დღეა. რეკომენდებულია ნიადაგის მომზადება, მავნებლების განადგურება, მულჩირება (ნიადაგის მოშიშვლებული ნაწილის გადაფარვა სხვადასხვა საშუალებებით), ნაყოფის აღება, სამკურნალო მცენარეების მოგროვება, ბოსტნეულისა და ხილის გამოშრობა.
  • 8, 9 აგვისტო – მთვარე ვერძის ნიშანშია. ამ დღეს აჯობებს, თუ ნიადაგს მოამზადებთ დათესვისთვის,  შეიძლება მავნებლების განადგურება, მულჩირება, ნაყოფის აღება, სამკურნალო მცენარეების მოგროვება, ბოსტნეულისა და ხილის გამოშრობა. არასასურველია დათესვა და დარგვა.
  • 10, 11, 12 აგვისტო – მთვარე კუროს ნიშანშია. შეიძლება ბოლქვიანების დარგვა, ხეებისა და ბუჩქების გაკრეჭა. 12 აგვისტოს ასევე ზედმეტი ყლორტების მოშორება, გამარგვლა, კულტივაცია, მულჩირება, სამკურნალო მცენარეების მოგროვება, ხილისა და კენკროვანების დაკრეფა.
  • 13, 14 აგვისტო – მთვარე ტყუპის ნიშანშია. არახელსაყრელი დღეა ბალახეული კულტურების დარგვა–გადარგვისთვის. ეფექტური იქნება ზედმეტი ყლორტების მოშორება გაკრეჭა, გამარგვლა, კულტივირება, მულჩირება, სამკურნალო მცენარეების მოგროვება, ხილისა და კენკროვანების დაკრეფა.
  • 15, 16 აგვისტო – მთვარე კირჩხიბის ნიშანშია. ნაყოფიერი ნიშანია. რეკომენდებულია მწვანილეულისა და სამკურნალო მცენარეების გამოშრობა. შეიძლება ყველაფრის დაკრეფა, რაც დიდი ხნით არ უნდა შეინახოთ. კარგი დღეებია ზამთრის მარაგის გასაკეთებლად კომპოტებისა და კონსერვების სახით.
  • 17, 18 აგვისტო – მთვარე ლომის ნიშანშია. შეიძლება მწვანილეულისა და სამკურნალო მცენარეების გამოშრობა. კარგი დღეებია ზამთრის მარაგის გასაკეთებლად კომპოტებისა და კონსერვების სახით.
  • 19 აგვისტო – ახალმთვარეობა ქალწულის ნიშანში. მუშაობა ბაღში არ შეიძლება.
  • 20, 21 აგვისტო – მთვარე ქალწულის ნიშანშია. 20 აგვისტოს არარეკომენდებულია ბოსტნეულის, ხილის ხეების დარგვა–გადარგვა. კარგი დღეა დეკორატიულ მცენარეებთან მუშაობისთვის. 21 აგვისტოს შეიძლება დარგვა, ყვავილების მოჭრა, კურკიანი ხილის დარგვა, მორწყვა, ბალახის გათიბვა.
  • 22, 23 აგვისტო – მთვარე სასწორის ნიშანშია. შეიძლება იმავე სამუშაოების ჩატარება, რაც 21 აგვისტოს. 23 აგვისტოს შეიძლება კომბოსტოს, პომიდვრის,  კიტრის, წიწაკის, გოგრის დათესვა–დარგვა. არაა რეკომენდებული ფესვიანი მცენარეების გამრავლება, ბალახის შეგროვება და ხეების დარგვა. შეიძლება სასუქის მიცემა, მორწყვა, მავნებლების განადგურება, ნიადაგის გაფხვიერება.
  • 24, 25 აგვისტო – მთვარე მორიელის ნიშანშია. 24 აგვისტო კარგი დროა კომბოსტოს, პომიდვრის,  კიტრის, წიწაკის, გოგრის დათესვა–დარგვისთვის, მავნებლების განადგურების, ნიადაგის გაფხვიერებისთვის. 25 აგვისტოს შეიძლება მწვანილის დათესვა, ხახვის, ნივრის, წიწაკის, სამკურნალო მცენარეების დარგვა, ასევე მარწყვის, ისპანახის, ასკილის, ქლიავის. რეკომენდებულია ხილ–ბოსტნეულის, კენკროვანების მოსავლის აღება, ოთახის მცენარეების დარგვა.
  • 26, 27 აგვისტო – მთვარე სასწორის ნიშანშია. 25 აგვისტოს მსგავსად, შეიძლება მწვანილის დათესვა, ხახვის, ნივრის, წიწაკის, სამკურნალო მცენარეების დარგვა, ასევე მარწყვის, ისპანახის, ასკილის, ქლიავის. რეკომენდებულია ხილ–ბოსტნეულის, კენკროვანების მოსავლის აღება, ოთახის მცენარეების დარგვა.
  • 28, 29 აგვისტო – მთვარე თხის რქის ნიშანშია. კარგი დღეებია ხეებისა და ბუჩქების დარგვა–გადარგვისთვის, განსაკუთრებით მსხლისა და ქლიავის ჯიშების, ხურტკმელის, მოცხარის. რეკომენდებულია სასუქის მიცემა, გაფხვიერება, ხეების შეწამვლა, გათიბვა.
  • 30, 31 აგვისტო – მთვარე მერწყულის ნიშანშია. შეიძლება ხეებისა და ბუჩქების დარგვა–გადარგვა. განსაკუთრებით მსხლისა და ქლიავის ჯიშების, ხურტკმელის, მოცხარის. რეკომენდებულია სასუქის მიცემა, გაფხვიერება, ხეების შეწამვლა, გათიბვა.
ზოგადი ცნობები: მთვარის ფაზები მებაღის კალენდარში

ახალმთვარეობა: რეკომენდებულია მავნებლებთან და სარეველასთან ბრძოლა. სწორედ ამ დროს მოიტანს ეფექტს დაავადებული ტოტებისა და გამხმარი რტოების მოშორება ხეებისა და ბუჩქებისთვის, ასევე კარგი დროა ბალახოვანი მცენარეების შეგროვებისთვის. ასევე შეიძლება ბოსტნეულის წანაზარდების მოცილება მათი ზრდის შეჩერების მიზნით, მაგრამ ეს, ჯობს, არა თვითონ ახალმთვარეობის დღეს, არამედ ერთი დღით ადრე ან ერთი დღის შემდეგ გააკეთოთ.

მზარდი მთვარე: როდესაც მთვარე ზრდის ფაზაშია, რეკომენდებულია მუშაობა მცენარეებთან, რომლებიც მიწის ზევით ვითარდებიან, რადგან მათი ბიოველი ფესვებიდან ზევით არის მიმართული. ეს არის თესვის, დარგვის ან გადარგვის პერიოდი. სასარგებლოა ასევე მორწყვა, მინერალური ნივთიერებებით ფესვგარეშე დამუშავება, მიწის განოყიერება.

სავსემთვარეობა: მთვარის კალენდარში იგულისხმება დღე თვითონ სავსემთვარეობამდე, სავსე მთვარის დღე და შემდეგი ერთი დღე. ამ პერიოდში რეკომენდებულია მიწაზე მუშაობა: შეიძლება მცენარეების ფესვების მიწით შეფუთვა, ნიადაგის გაფხვიერება, სარეველისგან გათავისუფლება. ეფექტური იქნება ასევე მავნებლებთან – მწერებთან და მღრღნელებთან ბრძოლა. კარგი პერიოდია თესლისა და ფესვების შესაგროვებლად. არახელსაყრელია ამ დროს მცენარეების შეწამვლა, გასხვლა, ბოსტნეული კულტურებისთვის ნამხრევების მოცილება.

კლებადი მთვარე: კლებადი მთვარის დროს მცენარის მიწისზედა ნაწილი ნაკლებად მგრძნობიარეა მანიპულაციებისადმი, ამიტომ სასურველია ბოლქვიანი და პარკოსანი კულტურების დარგვა. ასევე კარგი დროა ბოლქვიანების ამოღებისა და მოსავლის აღებისთვის. კარგად მოქმედებს ფესვების კვება და გასხვლა ფორმის მისაცემად.

მთვარე ზოდიაქოს თანავარსკვლავედში

ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია მთვარის მდებარეობა ზოდიაქოს ნიშანში. ზოდიაქოს ყველაზე ნაყოფიერი წყლის ნიშნებია: კირჩხიბი, მორიელი და თევზები.

პირველი ორი ხელსაყრელია დათესვის, გრუნტში გადარგვისა და დამყნობისთვის, ხოლო თევზები – იმ მცენარეებისთვის, რომლებიც ფესვების სისტემის განვითარებას საჭიროებენ. საკმაოდ კარგია კურო და თხის რქის ნიშნები. ისინი კარგად ესადაგებიან ბოლქვიან და ფოთლოვან კულტურებს. სასწორი დადებითად მოქმედებს სიმინდის, კომბოსტოსა და ფესვიან კულტურებზე.

ნაკლებად ნაყოფიერი არიან ვერძისა და მშვილდოსნის ნიშნები. ისინი მხოლოდ მწარე ბოსტნეულს მიესადაგებიან – ხახვსა და ნიორს. ტყუპები და მერწყული კარგი ნიშნებია მცენარეების მოვლისთვის, ხოლო ქალწული და ლომი ყველაზე უნაყოფო ნიშნებად მიიჩნევა მთვარის კალენდარში. როდესაც მთვარე ამ ნიშნებში იმყოფება, ალბათობა მცენარეების ხელსაყრელი დარგვისთვის მაქსიმალურად დაბალია. მაგრამ ამ დროს შეიძლება მავნებლებთან და სარეველასთან ბრძოლა.

წყარო: sputnik-georgia.com