2020 წლის აპრილის განმავლობაში 10 ყველაზე გაძვირებული ან გაიაფებული პროდუქტი
2020 წლის აპრილში წლიური ინფლაციის დონემ 6.9 % შეადგინა, ხოლო ყველაზე მაღალი ინფლაცია სურსათი და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში დაფიქსირდა (16.1%).
გთავაზობთ TOP-10 პროდუქტს, რომლებზეც ყველაზე მეტად გაიზარდა ფასები 2020 წლის აპრილში (წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით, საქსტატის მონაცემებით).
#პროდუქტი ინფლაციის მაჩვენებელი და ამ პროდუქტის საშუალო ფასი:
1. ნივრის ფასი გაიზარდა 318,4 %-ით, კგ. ღირდა 24,98 ლარი;
2. ლიმნის _ 151,3%-ით ,1 კგ. _ 8,21 ლარი;
3 ვაშლის _ 77,2%-ით, 1 კგ. _ 3,92 ლარი;
4 წიწიბურას _ 74,2%-ით, 1 კგ. _ 4,42 ლარი;
5 საქალაქთაშორისო სატელეფონო საუბრის _ 68,3%-ით, 1 წთ. _ 0,40 ლარი;
6 საზამთროს _ 60,2%-ით;
7 კივის _ 57,6%-ით , 1 კგ. _ 6,73 ლარი;
8 ყურძნის _ 56,1%-ით;
9 ჭარხლის _ 54,1%-ით, 1 კგ. _ 1,81 ლარი;
10 ატმის _ 48,0%-ით.
ასევე გთავაზობთ 10 პროდუქტს, რომლებზეც ყველაზე მეტად შემცირდა ფასები 2020 წლის აპრილში (წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით, საქსტატის მონაცემებით).
# პროდუქტი ინფლაციის მაჩვენებელი პროდუქტის საშუალო ფასი:
1 კომბოსტოს ფასი შემცირდა _69,8%-ით, 1კგ ღირდა 0,68 ლარი;
2 თვითმფრინავით მგზავრობის ღირებულება _ (-49,2%-ით), 1 ბილეთი _ 143,28 ლარი;
3 მწვანე ლობიოს _ (-25,2%-ით);
4 წიწაკის _ (-23,5%-ით), 1 კგ. _ 8,17 ლარი;
5 ტურისტული მოგზაურობა ქვეყნის გარეთ _ (-19,2%-ით);
6 ქალის დემისეზონური ფეხსაცმელის _ (-14,0%-ით), 1 წყვილი _ 104,89 ლარი;
7 ქალის საზაფხულო კაბის _ (-13,4%-ით);
8 ქალის ზამთრის პალტოს _ (-12,3%-ით);
9 პომიდვრის _ (-11,8%-ით), 1 კგ. _ 3,81 ლარი;
10 ქალის დემისეზონური ქურთუკის _ (-11,3%-ით).
აღნიშნული ფასები არის ზოგადი ხასიათის და არ ასახავს რომელიმე კონკრეტული ხარისხის პროდუქტის ფასს.
ავტორი: ირაკლი მაკალათია