2021 წლის 10 თვეში, საქართველოდან მსოფლიოს 60 ქვეყანაში 83,8 მლნ ბოთლი ღვინოა ექსპორტირებული
წლეულს, იანვარ-ოქტომბერში საქართველოდან ექსპორტირებული ღვინით მიღებული შემოსავალი 194 მლნ აშშ დოლარს აღწევს, რაც გასული წლის ანალოგიურ მონაცემზე 9%-ით მეტია, 11%-ით არის გაზრდილი ექსპორტირებული ღვინის რაოდენობაც.
ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე ექსპორტის ზრდის დინამიკა შენარჩუნებულია: პოლონეთი – 20% (4984017), ჩინეთი – 13% (4553919), აშშ – 10% (881470), გერმანია – 6% (654608), ლატვია – 4% (1440567), ლიეტუვა – 45% (837096), იაპონია – 18% (159262) და დიდი ბრიტანეთი – 72% (631504).
ქართული ღვინის საექსპორტო ქვეყნების პირველი ხუთეულია: რუსეთი, უკრაინა, პოლონეთი, ჩინეთი და ბელარუსი.
ზრდა აღსანიშნავია შემდეგ ქვეყნებში: კანადა – 84% (296992), შვედეთი – 65% (99832), ჩეხეთი – 275% (139560), ყაზახეთი – 30% (3264706), ისრაელი – 41% (368899), აზერბაიჯანი – 8% (181727), თურქეთი – 209% (93330), უკრაინა – 21% (10558377), რუსეთი – 5% (49064224), მონღოლეთი – 174% (402810), ბელარუსი – 17% (3348501) და ა.შ.
საქართველოდან სხვადასხვა მოცულობის ღვინის ექსპორტი 400-მა კომპანიამ განახორციელა.
ამასთან, საანგარიშო პერიოდში, ექსპორტირებულია 30,4 მლნ ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 15%-ით აღემატება 2020 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. ბრენდის ექსპორტით მიღებულმა შემოსავალმა 57,7 მლნ აშშ დოლარს მიაღწია (ზრდა 8%).
ექსპორტირებულია 731 ათასი ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა, ექსპორტის ზრდამ 90% შეადგინა. ჭაჭის ექსპორტით მიღებული შემოსავალი 1,8 მლნ აშშ დოლარს აღწევს; ზრდამ, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 77% შეადგინა.
ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, საბრენდე სპირტისა და ჩამოსასხმელი ბრენდის ექსპორტის შედეგად მიღებულია 310 მლნ აშშ დოლარი შემოსავალი, რაც 13%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.