აგროსიახლეები

მინისტრის საათი პარლამენტში

მინისტრის საათის ფარგლებში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ საქართველოს პარლამენტში ანგარიში წარდგინა და აგრარულ სფეროში მიმდინარე პროცესები დედატალურად მოიმოიხილა.
მინისტრმა დასაწყისშივე აღნიშნა რიმ _  „ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობა სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებისათვის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია.

სხვა პროგრამებთან ერთად, ჩვენ გვაქვს ერთ-ერთი  ყველაზე მასშტაბური პროგრამა „შეღავათიანი აგროკრედიტი“, რომელიც ფარავს ღირებულებათა ჯაჭვის თითქმის ყველა რგოლს და ამ პროგრამის ფარგლებში  46 000-ზე მეტ ბენეფიციარზე გაცემულია  6 მლრდ ლარის ღირებულების შეღავათიანი აგროკრედიტი, სახელმწიფოს მიერ განხორციელებულმა სესხის პროცენტის თანადაფინანსებამ  თითქმის 1 მლრდ  ლარი შეადგინა. შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამის დაწყებამდე, ეროვნული ბანკის მონაცემებით, აგროსესხების პორტფელი 56 მლნ ლარს შეადგენდა, დღეს კი, შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის აქტიური პორტფელი ოცჯერ მეტს – 1.2 მლრდ ლარს შეადგენს“, _ განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ პარლამენტში  სიტყვით გამოსვლის დროს. 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ საქართველოს პარლამენტში ანგარიშის წარდგენის დროს აგროწარმოების განვითარებისთვის თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე წვდომის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„წლების წინ ქვეყანა განიცდიდა ტექნიკის მნიშვნელოვან დეფიციტს და ფერმერები ვერ ახერხებდნენ აგროვადებში სამუშაოების ჩატარებას. 120 მლნ ლარზე მეტი მივმართეთ  ტექნიკის შესყიდვის მხარდასაჭერად  და ფერმერებმა ამ თანადაფინანსების საშუალებით შეიძინეს 7500 ერთეული, 440 მლნ ლარზე მეტი ღირებულების, სხვადასხვა სიმძლავრის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა და იმპლემენტები.  რა თქმა უნდა, ჩვენ წელსაც ვაგრძელებთ ამ მიმართულებით მხარდაჭერას და 20 მლნ ლარია გამოყოფილი მიმდინარე წლის ბიუჯეტით ამ მიზნობრიობით. ვაფინანსებთ მოსავლის ამღები ტექნიკის შესყიდვას, სპეციალურად კოოპერატივებისათვის დავიწყეთ ახალი პროგრამა, რომლის ფარგლებშიც მცირე ფერმერებს ვაძლევთ საშუალებას, გაერთიანდნენ და საკმაოდ მაღალი, 50 პროცენტიანი საგრანტო თანადაფინანსებით შეიძინონ სასურველი ტექნიკა. უკვე დაფინანსებულია 62 ასეთი კოოპერატივი და პროგრამა გრძელდება“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.

მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრები მოსახლეობის მხარდაჭერის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ საქართველოს პარლამენტში ანგარიშის წარდგენის დროს და აღნიშნა, რომ სამინისტროს ამ კუთხით ორი ახალი ინიციატივა აქვს.

„შარშან დაიწყო მაღალმთიან დასახლებებში სამეწარმეო საქმიანობის განვითარების პროგრამა და უკვე დაფინანსებულია 60  ბიზნესიდეა,  რომელთა ინვესტიციის ოდენობა 9 მლნ ლარზე მეტია, ხოლო სახელმწიფო თანადაფინანსების ოდენობა 4.6 მლ ლარზე მეტს შეადგენს. რაც შეეხება მეორე ინიციატივას, ფიზიკურ პირებს, ვისაც გააჩნია სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი,  მიმდინარე წელს 70 პროცენტიანი საგრანტო დაფინანსებით დაეხმარება სახელმწიფო მიწის დამუშავებისთვის და სხვა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის საჭირო ხელის ტრაქტორების (მოტობლოკების) შესყიდვაში. განაცხადების მიღება   21 მაისს დაიწყო; შემოსულია 4000-ზე მეტი განაცხადი, რაც იმას ნიშნავს, რომ, მიმდინარე წელს, მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრებ 4000-ზე მეტ პირს, ოჯახს დაუფინანსდება სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესყიდვა“, _ აღნიშნა ოთარ შამუგიამ.

პარლამენტში 2023 წელს განხორციელებული საქმიანობის ანგარიშის წარდგენის დროს, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ ქართული თხილის წარმოების ხელშეწყობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„თხილი გახლავთ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საექსპორტო პროდუქტი. ქართული თხილის ექსპორტის 70% ევროკავშირში ხორციელდება. თხილი ათიათასობით ოჯახის მნიშვნელოვანი შემოსავლის წყაროა. სწორედ ამიტომ, ჩვენ აქტიურად ვეხმარებით თხილის სექტორს. ყველა ფიზიკური პირი, რომელსაც 0,2-3 ჰექტრამდე ფართობი აქვს საკუთრებაში ან სარგებლობაში, იღებს, 1 ჰექტარზე დაანგარიშებით, 500 ლარის ოდენობით დახმარებას, რომელიც განკუთვნილია აგროტექნიკური ღონისძიებების დროულად და სათანადოდ ჩასატარებლად. ეს პროგრამა   გასულ წელს დავიწყეთ. პროგრამის ფარგლებში, 90 ათასამდე მოსარგებლის 44,000 ჰექტარზე მეტი თხილის ბაღი დარეგისტრირდა თხილის კადასტრში. ფერმერებმა მიიღეს დაახლოებით 21 მლნ ლარის მიზნობრივი დახმარება. საქართველოში თხილის სექტორს აქვს დიდი პოტენციალი და ჩვენი მიზანია ეს პოტენციალი მაქსიმალურად გამოვიყენოთ, რაც პირდაპირპროპორციულად აისახება დარგში ჩართული მოსახლეობის შემოსავლის ზრდაზე“, _  განაცხადა მინისტრმა.

ოთარ შამუგიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ 2023 წლის შემოდგომაზე, ევროკომისიამ  ქართულ თხილში აფლატოქსინების კონტროლის სახელმწიფო სისტემა დადებითად შეაფასა, რაც ხელს შეუწყობს  ევროპის ბაზარზე დამატებითი პროცედურებისა და შეფერხების გარეშე ექსპორტს.

„ჩვენ გვაქვს პოტენციალი, რომ ვიყოთ თხილის ექსპორტიორი ქვეყნების სამეულში და ამ მიმართულებით აუცილებლად უნდა გავაგრძელოთ აქტიური მუშაობა“, _ თქვა ოთარ შამუგიამ.

პარლამენტში 2023 წლის ანგარიშის წარდგენის დროს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა აგრარულ სექტორში დაზღვევის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ კლიმატური რისკების დასაზღვევად აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამა უკვე წლებია ხორციელდება. პროგრამით 67 000  მდე ბენეფიციარმა ისარგებლა. ანაზღაურებული ზიანი 83  მლნ ლარს აღემატება. პროგრამაში ყოველწლიურად შედის ცვლილებები, რათა ის კიდევ უფრო მეტად მორგებული გახდეს ფერმერების ინტერესებზე და გაიზარდოს მოსარგებლეთა რაოდენობა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ბოლო წლებში შეტანილი ცვლილებების შედეგად, გაზრდილია სადაზღვევო პოლისის პრემიის სახელმწიფოს თანამონაწილეობის წილი – მევენახე ფერმერებს 50%-ის ნაცვლად, საშუალება აქვთ, 70%-იანი თანადაფინანსებით შეიძინონ სადაზღვევო პოლისები; 5 ჰა-დან 20 ჰა-მდე, მარცვლეული კულტურების შემთხვევაში 30-დან 100 ჰა-მდე  გაიზარდა  ფართობები, რომლის დაზღვევა შესაძლებელია ერთი პირის მიერ. შემცირდა სადაზღვევო კომპანიების მხრიდან ზარალზე რეაგირების/შეფასების ვადები და ნაცვლად 21 დღისა, განისაზღვრა 15 დღით; შეიცვალა სადაზღვევო ტარიფები.

მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას ფერმერებს მოუწოდა ისარგებლონ აგროდაზღვევით და დააზღვიონ მოსავალი კლიმატური რისკებისგან.