კალმახის გამოზრდის ევროპული ტექნოლოგიები
უკანასკნელ ხანს, ევროპული ქვეყნების კალმახის მწარმოებლებს მოუხდათ ახალი ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების შემუშავება, რათა გაეზარდათ წარმოების მოცულობები. ამ მხრივ ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა თევზის საკვებმა (ექსტრუდირება, საკვების ენერგეტიკული დონის ზრდა, ფოსფატების რაოდენობის შემცირება და ა.შ.). პარალელურად ხდებოდა ახალი საწარმოო ეკოლოგიური მეთოდების შემუშავება.
ეკონომიკის ამ სექტორის სხვადასხვა მონაწილე რამდენიმე წლის მანძილზე ერთობლივად მუშაობდა პროექტის – „ექსპერომენტალური ფერმის“ შესამუშავებლად.
თევზსაშენ მეურნეობებს აქვთ წყლის გაწმენდის საკუთარი ცირკულიაციის სისტემა, რაც მაქსიმალურად, 5%-მდე ამცირებს წყლის მოხმარებას.
წამში 130 ლიტრი ახალი წყლის მოცულობის მიწოდების პირობებში შესაძლებელია 1000 ტონა კალმახის გამოზრდა.
თევზის კვება ხდება ავტოსაკვებურების მეშვეობით, რომლებიც დღეში ერთხელ ივსება.
აერაციის თანამედროვე სისტემამ წყლის ჟანგბადით 70-90%-მდე გაჯერებას შეუწყო ხელი.
აერაციასთან ერთად, საჰაერო დიფუზორები სისტემაში წყლის მუდმივ დინებას უზრუნველყოფს.
აერაციისთვის გამოიყენება კომპრესორები 0,3 ბარის წნევით. ელექტროენერგიის შეფერხების დროს გათვალისწინებულია ჰაერის მიწოდებისა და ენერგომომარაგების ავარიული სისტემები.
წყლი მექანიკურად ორი ხერხით იწმინდება:
- 100მკმ-ზე მეტი მსხვილი ნაწილაკების შეკრება – დასალექი კონუსებით;
- 100მკმ-დან 75მკმ-მდე – დოლური მიკროფილტრებით.
შეგროვებული ნალექი გააქვთ სარწყავ მინდვრებზე ნიადაგის გასანოყიერებლად.
სისტემაში გათვალისწინებულია ცირკულირებდი წყლის ბიოლოგიური ფილტრაცია. წარმატებითაა გადაწყვეტილი გადაღვრილი წყლის გაწმენდის პრობლემა ნიტრეტებისა და ფოსფორისაგან.
სისტემის უპირატესობად შეიძლება ჩაითვალოს ნაგებობის მთელი კომპლექსის სწრაფი მონტაჟი. ფერმის აშენებასა და მის ექსპლოატაციაში გაშვება სჭირდება დაახლოებით 5 თვე.
ძირითადი უპირატესობები:
- წყლის ნაკლების მოხმარება;
- გარემოზე მცირე ზემოქმედება;
- სტაბილურობა და სისტემის პარამეტრების კონტროლი;
- შრომის ნაყოფიერების ზრდა მაღალი დონე მექანიზებული წარმოების ხარჯზე;
- წელიწადში 300 ტონა კალმახის მწარმოებელ ფერმას მომსახურეობა შეიძლება ერთმა ადამიანმა გაუწიოს.
წყარო: kalmaxi.ge