ეგზოტიკური ხილი „ლიჩი“ _ ჩინური ქლიავი
რა ხილია, სად იზრდება და როდის კრეფენ, როგორ იჭმება, როგორი გემო და სასარგებლო თვისებები აქვს, კალორიულობა, ქიმიური შემადგენლობა
ხილი „ლიჩი“ (ჩინური ქლიავი) მარადმწვანე ხეა, იზრდება ტროპიკებში: ტაილანდში, კამბოჯაში, ჩინეთში, ვიეტნამში, აფრიკაში, ამერიკაში. მას აქვს ფართო გაშლილი ვარჯი, ხოლო სიმაღლეში იზრდება 15-30 მეტრი. ბოტანიკური დასახელება Litchi chinensis.
„ლიჩის“ გარდა ასევე ეძახიან: „ჩინურ ქლიავს“, „ლიჟს“, „ლიჩჯს“, „ლისს“, „ლაისს“ და სხვა.
ჩინური ქლიავის ხეს აქვს ლამაზი მბრწყინავი მუქი მწვანე ლანცეტის ფორმის წვეტიანი ფოთლები.
საინტერესოა, რომ ლიჩის ყვავილებს არ აქვთ ფურცლები, ისინი ქოლგისმაგვარი 70 სმ სიგრძის ყვავილედებია.
ნაყოფი მწიფდება მაის-ივნისში.
ჩინური ქლიავის ნაყოფი წითელია,ოვალური ფორმის, 2,5-4 სმ. სიგრძის, გარედან აკრავს წვეტიანი ხორკლებით დაფარული მაგარი ქერქი. ქერქის შიგნით არის ყურძნის სასიამოვნო ტკბილი გემოს მქონე ღია ფერის ჟელესმაგვარი ნაყოფი. ნაყოფს გულში აქვს ყავისფერი ოვალური კურკა.
ჩინური ქლიავის ახალ ნაყოფს ღია წითელი ფერი ქერქი აქვს, რაც უფრო მუქია გარსი, ე.ი. ეს ტროპიკული ხილიც უფრო მეტი ხანის მოკრეფილია და ცუდი გემო აქვს. საკვებად იყენებენ იმ ნაყოფს, რომელიც თითებით არ იჭყლიტება, მკვრივია და დაუზიანებელია.
ამ გემრიელი ხილის ხის რამდენიმე სახეობა არსებობს, მაგრამ ყველა სახეობის ნაყოფი კანიანად არ იჭმება, ამიტომ ხორკლიანი გარსი უნდა მოცილდეს. ის თითების ზეწოლით იოლად სძვრება.
ამბობენ, ვისაც ერთხელ მაინც გაუსინჯავს ეს ტროპიკული ხილი, მისი დავიწყება უკვე შეუძლებელია. ამიტომაც ჩინური ქლიავი სამხრეთ აღმოსავლეთ აზიაში პოპულარობით ყველა ხილს უსწრებს.
ახალდაკრეფილი ჩინური ქლიავი გემრიელი და სასარგებლოა. მას აშრობენ და ინახავენ კიდეც (თხისლ ემსგავსება), კან და კურკაგაცლილ ნაყოფს შაქრის ვაჟინშიც აკონსევებენ, ამზადებენ ჟელეს, ნაყინს და სხვა დესერტებს.
ჩინელები ამ ხილს თავიანთ ტრადიციულ „ჩინურ ღვინოში“ ურევენ.
ერთი კილოგრამი იაპონური ქლიავი 1,5-2,5$-მდე ღირს. იგი ყველგან ყუნწებეიანად, ხშირად ტოტებითაც იყიდება, განსაკუთრებით, რადგან მოკრეფის შემდეგ ხილი სწრაფად ფუჭდება.
ქიმიურ შემადგენლობა და კალორიულობა
ჩინური ქლიავი არ არის კალორიული ხილი და გარდა იმის, რომ ძალიან გემრიელია, იგი უფრო სასარგებლოა დიეტური კვების დროს. სილამაზის გამო ნაყოფი მეტა ფასეულ პროდუქტია. სხვადასხვა ჯგუფის ვიტამინების სიუხვის გამო იგი ძალიან სასარგებლოა თმების და ფრჩხილებისათვის.
ჩინური ქლიავის კალორიულობა 100 გრ. 66 კალ.
შეიცავს:
ნახშირწყლებს- 16,53 გრ.
ცილა – 0,83 გრ.
ცხიმი – 0,44 გრ.
წყალი – 81,76 გრ.
საკვები ბოჭკო – 1,5 გრ.
სახაროზა- 15,23 გრ.
ვიტამინები:
В1 – 0,011 მლ.გრ.
В3 – 0,6 მლ.გრ.
В6 – 0,1 მლ.გრ.
Е – 0,07 მლ.გრ.
С – 71,5 მლ.გრ.
К – 0,4 მკ.გრ.
მიკრო და მაკროელემენტები:
კალიუმი – 171 მლ.გრ
მაგნიუმი – 10 მლ.გრ
ფოსფორი – 31 მლ.გრ
კალციუმი – 5 მლ.გრ
რკინა – 0,31 მლ.გრ
ნატრიუმი – 1 მლ.გრ
ცინკი – 0,07 მლ.გრ
სელენი – 0,6 მკ.გრ
მანგანუმი – 0,055 მლ.გრ
როგორც ვთქვით, ვიტამინების სხვადასხვა ჯგუფის შემცველობის გამო, ჩინური ქლიავი ძალიან სასარგებლო ხილია.