დარგებიმეფუტკრეობა

მეფუტკრეობაში შეზღუდულად გამოსაყენებელი ნივთიერებები

მეფუტკრეობაში განსაკუთრებული კონტროლი არის დაწესებული თაფლში გარკვეული ჯგუფის ანტიბიოტიკების შემცველობაზე, ესენია:

ტეტრაციკლინები – (ოქსიბაქტოციდი, ოქსივიტი, ვესტა, ბიოვიტი) დასაშვები ნორმა _  0.1 მგ/კგ;

სტრეპტომიცინი; დასაშვები ნორმა _  0.1 მგ/კგ;

თილოზინი;

სულფანილამიდები.

ვეტერინარულ აფთიაქებში აღნიშნული ნივთიერებების შემცველი პრეპარატები დიდი რაოდენობით იყიდება, ამიტომ სამკურნალო საშუალების არჩევის დროს უმჯობესია მიმართოთ გამოცდილ სპეციალისტს (ვეტერინარ-ფარმაცევტს).

თაფლში მათი დასაშვები ნორმა საკმაოდ მცირეა, გამოყენების შემთხევავში კი დასაშვები ზღვრული დონის გადაჭარბების ალბათობა დიდია!

წყარო: რეგულაციები თაფლის შესახებ