დარგებიმებაღეობასტატიებიფერმერი ფერმერს

ჟოლოს წარმოება და ვაჭრობა მსოფლიოში

ჟოლო არის მსოფლიოში ერთ-ერთ მნიშვნელოვანი და ფინანსურად მომგებიანი კენკროვანი კულტურა( N. Kljajić1, 2013).  კარგად ცნობილია ჟოლოს გემოვნური და სამკურნალო თვისებები და საგულისხმოა, რომ ეს თვისებები სრულად ნარჩუნდება მისი გაყინვისას და ნაწილობრივ – თერმული დამუშავების შემთხვევაში.

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (Food and Agriculture Organization (FAO)) მიხედვით, მსოფლიოში ჟოლოს მწარმოებელი 45 ქვეყანაა. სულ მსოფლიოში 2016 წელს წარმოებულ იქნა 795.249 ტონა ჟოლო. კონტინენტების მიხედვით ჟოლოს ყველაზე დიდი მწარმოებელი ევროპის რეგიონია. ევროპაში იწარმოება 498 353 ტონა რომელის არის მთლიანი წარმოების  62,7%.  შემდეგ მოდის ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკა 280 415 ტონა ჟოლოს წარმოებით, რაც მთლიანი წარმოების 35,2%-ია.

ჟოლოს წარმოება მსოფლიოში 
რეგიონი ტონა
მსოფლიო 795 249
აზია 15 372
აფრიკა 404
ევროპა 498 353
ოკეანეთი 705
ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკა 280 415

წყარო : FAOSTAT 2016

მსოფლიოში ჟოლოს წარმოების მხრივ წამყვანი ქვეყანაა რუსეთი, რომლის წარმოება 2016 წელს იყო 164.602 ტონა, მას მოყვება ამერიკის შეერთებული შტატები – 137.829 ტონით, პოლონეთი –  129.063 ტონით, მექსიაკა – 112.661 ტონით და მეხუთე ადგილზეა სერბეთი  61.875 ტონით. ამ ქვეყნებზე მოდის მსოფლიოში ჟოლოს წარმოების თითქმის 76%. ჟოლოს მწარმოებელი ქვეყნების ათეულში შედიან უკრაინა(31.920 ტონა), ჩილე(19.132 ტონა), ესპანეთი(17.808 ტონა) პორტუგალია(16.972 ტონა).

ჟოლოს საჰექტარო მოსავლიანობა მსოფლიოს ქვეყნების მიხედვით

ჟოლოს მოყანის კუთხით ერთ ჰექტარზე ყველაზე დიდი მოსავალი მოდის მექსიკაში, ხოლო ჟოლოს წარმოების კუთხით პროდუქტიული ხუთეულის ბოლო ადგილს იკავებს დიდი ბრიტანეთი(9,6ტონა/ჰა). საშუალო მოსავალი მსოფლიოში ერთ ჰექტარზე არის 5.9 ტონა ჟოლო.

მექსიკა 18.14
აშშ 15,72
შვეიცარია 15,85
ესპანეთი 9,88
დიდი ბრიტანეთი 9,60
ჟოლოთი ვაჭრობა მსოფლიოში

2017 წელის Comtrade-ის მონაცემებით მსოფლიოში ყველაზე დიდი რაოდენობით ნედლი ჟოლოს ექსპორტს ანხორციელებს მექსიკა. მას მოყვება ესპანეთი და აშშ

ნედლი ჟოლოს ყველაზე მსხვილი ექსპორტიორი ქვეყნები მსოფლიოში

იმპორტიორი ქვეყნები ათასი ტონა
მექსიკა 75.596
ესპანეთი 41.105
აშშ 27.990
პოლონეთი 14.860
პორტუგალია 14.420

აშშ შედის როგოც იმპორტიორი ასევე ექსორტიორი ქვეყნების ტოპ ხუთეულში. პირველ ხუთეულში იმპორტის მიმართულებით ასევე შედის სამი ევროპული ქვეყანა.

ნედლი ჟოლოს ყველაზე მსხვილი ექსპორტიორი ქვეყნები მსოფლიოში
იმპორტიორი ქვეყნები ათასი ტონა
აშშ 92.424
კანადა 34.669
გერმანია 31.554
დიდი ბრიტანეთი 20.877
საფრანგეთი 20.428

 

თუმცა განსხვავებული სიტუაციია თუ შევხედავთ გაყინული ჟოლოს ექსპორტს მსოფლიოს მასშტაბით.

გაყინული ჟოლოს ყველაზე დიდი იმპორტიორი ქვეყანაა გერმანია. მსოფლიოში გაყინული ჟოლოს იმპორტის მოცულობის 22%(99 950 ტონა) მოდის გერმანიაზე. მას მოჰყვება  საფრანგეთი, რომლის წილი შეადგენს 9%-ს.(ცხრილი 9)

გერმანიაში გაიყინული ჟოლოს იმპორტის 43%-ს ანხორციელებს სერბეთი და 30%-ს პოლონეთი. იგივე სიტუაციია საფრანგეშიც; გაყინული ჟოლოს იმპორტის 46% მოდის სერბეთზე ხოლო 11% პოლონეთზე.

გაყინული ჟოლოს ყველაზე მსხვილი იმპორტიორები ქვეყნები მსოფლიოში

წყარო : trademap, 2016

მპორტიორი ქვეყნები ტონა
გერმანია 99.950
საფრანგეთი 43.937
აშშ 42.938
ბელგია 30.894
ჰოლანდია 26.752
ავსტრია 22.191
დიდი ბრიტანეთი 19.926
კანადა 16.986
რუსეთი 14.978
ბელარუსი 14.569

ევროკავშირი არის გაყინული ჟოლოს ყველაზე დიდი ბაზარი. გაყინული ჟოლოს როგორც იმპორტი ასევე მოხმარება  სტაბილურად იზრდება ევროპაში, რაც განპირობებულია ჟოლოს მზარდი პოპულარობით.

2016 წელს განხორციელდა 452 736 ტონა გაყინული ჟოლოს იმპორტირება მსოფლიოს მაშტაბით. აქედან დაახლოებით 69%-ის იმპორტირებას ახდენს ევროკავშირის ქვეყნები. გაზრდილია როგორც გაყინული ასევე ნედლი ჟოლოს იმპორტიც. 2013 წელთან შედარებით ევროპაში იმპორტირებული ნედლი ჟოლოს რაოდენობა 2017 წელს გაიზარდა 82%-ით, ხოლო 2016 წელთან შედარებით 13%-ით. რაც შეეხება გაყინულ ჟოლოს მისი იმპორტი გაიზარდა 2017 წელს გაიზარდა 20%-ით 2013 წელთან შედარებით და 2016 წელთან შედარებით 10%-ით. გაყინული ჟოლოს იმპორტის საშუალო ფასი ევროკავშრის ქვეყნებში არის 2. 46 დოლარი.¹¹ ხოლო ნედლი ჟოლოს იმპორტის ღირებულება არის 7.59 დოლარი.

ევროკავშირში ჟოლოს მწარმოებლის საშუალო ფასი არის 5.28 დოლარი. რა თქმა უნდა ეს ფასი განხსვავდება ქვეყნების მიხედვით. ყველაზე დაბალი მწარმოებლი ფასი ევროკავშირის მასშტაბით არის პოლონეთში – 1.4 დოლარი, ხოლო ყველაზე მაღალი კი შვეიცარიაში 11.96 დოლარი.

ჟოლოს მწარმოებლის ფასი (აშშ დოლარი/კგ, 2012-2016 წლებში. წყარო: Faostat)

ქვეყანა    2013 2014 2015 2016
დანია 11.72 12.03 9.76 10.05
შვეიცარია 12.53 12.85 12.24 11.96
ბელგია 16.57 13.53 13.68 8.24
საფრანგეთი 3.92 3.65 3.28
გერმანია 7.41 7.36 6.81 6.98
ესპანეთი 5.04 5.59 5.14
პოლონეთი 1.61 1.51 2.10 1.35

¹¹ევროკავშირში იმპორტირებული ჟოლოს ღირებულება გაყოფილი იმპორტის რაოდენობაზე.

„ჟოლოს ღირებულებათა ჯაჭვის ანალიზი“

წინამდებარე პუბლიკაცია გამოცემულია ევროკავშირის დახმარებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელია მხოლოდ “ფიფლ ინ ნიდ” და პი ემ სი კვლევითი ცენტრი და პუბლიკაციის შინაარსის ევროკავშირის პოზიციად აღქმა დაუშვებელია.