კარტოფილი და ფიტოფტოროზი
კარტოფილი ერთ-ერთი ძირითადი საკვები პროდუქტია საქართველოში, რომელიც ავადდება სოკოებით, ბაქტერიებით, ვირუსებით და ნემატოდებით. ამჟამად კარტოფილის მოსავლის ყველაზე დიდი დანაკარგს იწვევს ფიტოფტოროზი.
150-ზე მეტი წლის განმავლობაში ინტენსიურად მიმდინარეობდა ფიტოფტორას პოპულაციის ბიოლოგიური შესწავლა. ამ დაავადების მცენარეში კულტივირება ბევრ გაურკვევლობას აჩენს. ჯერ კიდევ არ არის დადგენილი თუ როგორ მოქმედებს პოპულაციურ სტრუქტურაზე, მისი სიცოცხლის უნარიანობა ცალკეულ ეტაპზე, როგორია გენეტიკური მექანიზმი აგრესიის ცვალებადობის მხრივ, როგორია მისი კლონური სისტემის გადამრავლება ბუნებრივ პოპულაციაში, როგორ ყალიბდება ვეგეტაციური შეუთანხმებლობა, როგორია მისი როლი კარტოფილის და პომიდორის პირველადი დაავადებისას და რაში მდგომარეობს მათი დამოკიდებულება პარაზიტის პოპულაციის სტრუქტურაზე. (Популясионная генетика PHITOPHORA INFENTANS Ю. Т. ДЬЯКОВ, С. Н. ЕЛАНСКИЙ )
ფიტოფტოროზი გამოირჩევა მაღალი მავნებლობით და ვლინდება ყვავილობის ფაზაში. ის მიცელიუმის მეშვეობით თავს ინახავს კარტოფილის ტუბერში, ხოლო სპორების საშუალებით – ნიადაგში (მეორადი ინფექცია). თუ ადრე ფიტოფტორას გავრცელებისათვის ჰაერის ოპტიმალური ტემპერატურა იყო 30-25°C, ამჟამად ის იმდენად აგრესიული გახდა, რომ თითქმის ამინდს არ ემორჩილება და შეუძლია გავრცელდეს ჰაერის ტემპერატურის ფართო დიპაზონში 1,5°-დან 30°C-მდე, ასევე მოსული ნალექების მიხედვით სოკოს გავრცელების არეალი საგრძნობლად იცვლება და მოსავლის დანაკარგი 70%-მდე აღწევს. დაკვირვებებმა აჩვენა, რომ ფიტოფტორას ეპიფიტოტია 4-5 წლის განმავლობაში გვახსენებს თავს.
ჩვენს მიერ შერჩეული იყო კარტოფილის ინტროდუცირებული და დარაიონებული ჯიშები. ბოლო სამი წლის განმავლობაში შევისწავლეთ ამ ჯიშების ფიტოფტორას მიმართ გამძლეობა ორ განსხვავებულ აგროეკოლოგიურ ზონაში (ქობულეთი – წაღვერი). აღმოჩნდა, რომ ორივე ზონაში სავეგეტაციო პერიოდში საადრეო ჯიშებზე ინფექციური ლაქა გავრცელებას ვერ ასწრებს მოსავლის აღების გამო, რადგან ბოლო წლებში კალენდარული ვადებიც მერყეობს 1-1,5 თვით. რაც შეეხება საშუალო და საგვიანო ჯიშებს ფიტოფტორას გავრცელების ინტენსივობა მერყეობდა 10-60%-ის ფარგლებში, მიუხედავად განსხვავებული კლიმატური პირობებისა ( ჰაერის ტემპერატურა, ტენიანობა და მოსული ნალექების რაოდენობა). წლების მიხედვით, ორივე ზონაში კარტოფილის ჯიშების უმრავლესობა ფიტოფტორას მიმართ იყო საშუალოდ მიმღებიანი, თუ არ ჩავთვლით 2016 წლის სავეგეტაციო პერიოდს, როცა ფიტოფტორას გავრცელებამ 80%-ს მიღწია. ერთ-ერთი მიზეზი იყო ივლისის მე-3 დეკადაში დაავადებისთვის შექმნილი ოპტიმალური გარემო პირობები კერძოდ: ჰაერის ტემპერატურა მერყეობდა 150-250 -მდე, ტენიანობა-80% და მოსული ნალექების რაოდენობა 29 მმ. შესაბამისად მოსავლის დანაკარგმაც პიკს მიაღწია.
იმის გამო, რომ თავიდან ავიცილოთ ფიტოფტორას გადაზამთრება ნიადაგში, პირველი და აუცილებელია შემოდგომის ბოლოს დაიფაცხოს ნაკვეთი, რითაც უმჯობესდება ნიადაგის აერაცია და მცირდება ფიტოფტორას ნიადაგში სიცოცხლის უნარიანობა. რაც შეეხება ბრძოლის ღონისძიებებს, მნიშვნელოვანია ფიტოფტორას ნიშნების გამოვლენისთანავე კერძო და ფერმერულ ნაკვეთებშიც ერთდროულად მოხდეს შეწამვლითი ღონისძიებების ჩატარება, რადგან დაავადებისათვის შექმნილ ხელსაყრელ პირობებში ის მაინც იჩენს თავს.
ამრიგად, კარტოფილის ფიტოფტოროზი იყო და რჩება ყველაზე მნიშვნელოვან დაავადებად, რომელიც სერიოზულ ზიანს აყენებს მოსავალს.
დღემდე არ არის პასუხგაცემული ისეთი მნიშვნელოვანი პრაქტიკული შემოქმედებითი კითხვები, როგორიცაა პარაზიტის აგრესიულობის გენეტიკური მექანიზმი ან ეროზია თუ არასპეციფიკური გამძლეობის კარტოფილი. სიღრმისეული კვლევები კარტოფილის ფიტოფტორაზე როგორც პარაზიტზე, მეცნიერებს ახალი ამოცანების წინაშე აყენებს.
საერთაშორისო სურსათის ორგანიზაციების ექსპერტები ვარაუდობენ რომ 20-30 წლის შემდეგ პლანეტის უმრავლეს რეგიონში სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსავლიანობა საგრძნობლად შემცირდება კლიმატის ცვლილების გამო, ამიტომ მთელ მსოფლიოს ამ მიმართულებით მოუწევს ახალ კლიმატურ პირობებთან ადაპტირება.
ნანი აფციაური – ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო
უნივერსიტეტის ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების
ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი