წიწაკის ბუჩქის ფორმირება _ სამი მარტივი ნაბიჯი უხვი მოსავლისკენ
დამწყები ფერმერები ხშირად ფიქრობენ, რომ ზედმეტი ყლორტების გაცლა-ფორმირება მხოლოდ პამიდორს სჭირდება, ხოლო წიწაკა თავისით გაიზრდება და მას ხელის შევლება არ უნდა. ასეთი დამოკიდებულების გამო მცირე მოსავალს იღებენ, მცენარეს 4-5 ნაყოფი თუ შერჩა, იმითაც კმაყოფილდებიან. ამიტომ საჭიროა ხელში ავიღოთ მაკრატელი და დავიწყოთ წიწაკის ბუჩქის ფორმირება.
- ვაჭრით საძირე ყვავილს და ნაყოფს
პირველი ყვავილი _ ყვავილი რომელიც პირველი გამოინასკვება, ფაქიზად უნდა შეეჭრას. თუ ამას არ გააკეთებთ პირველი ნაყოფი ყველა საკვებ ნივთიერებას თვითონ მოიხმარს და სხვა სანაყოფე კვირტის განვითარებას შეაფეხებს.
თუ მომენტი გამოგეპარათ და ყვავილიდან ნაყოფი გამოინასკვა, არ დაგენანოთ, შეაჭერით ნაყოფი, ისე, რომ ძირითად ტოტი რომ არ დაზიანდეს, ნაცვლად უფრო კარგ და უხვ მოსავალს მიიღებთ.
2. ვაცლით ზედმეტ ნამხარს
წიწაკის ბუჩქს ვაძლევთ ლათინური ასო V -ს ფორმას
ტრადიციულად წიწაკის ბუჩქს V ფორმა უნდა მიეცეს, უნდა დავუტოვოთ ორი ძირითადი ტოტი, ხოლო დანარჩენი ნამხარი მოცილდეს, ისე როგორც პამიდორს. ანალოგიურად კეთდება სათბურშიც.
ღია გრუნტში წიწაკის ბუჩქს შეიძლება 3-4 ნამხარიც დავუტოვოთ, ხშირი ბუჩქი კარგად შემოსილი ფოთლებით ნიადაგს დაიცავს გადახურებისგან.
3. ვაცლით ქვედა ფოთლებს
ყველფერი აქ ისე კეთდება, როგორც პამიდორზე, ძირს ტოტების განშტოებამდე ყველა ფოთოლი უნდა მოცილდეს.
ამ დროს ძირითადი ბუჩქი კარგად ნიავდება, არ დაიგროვებს ტენს ფოთლებზე, რაც სოკოვანი დაავადებების განვითარების რისკს შეამცირებს.
შედეგად უნდა მიიღოთ ასეთი ფორმის წიწაკის ბუჩქი.