აგროსიახლეებიდარგებიმებაღეობამედია

10 ყველაზე ძვირადღირებული ხილი მსოფლიოში

სამყაროში ბევრი უცნაურობა ხდება, მათ შორის ისეთიც, რაც ერთი შეხედვით უწყინარ პროდუქტს, ხილს უკავშირდება.

ზოგიერთი ხილი თურმე ისეთი ძვირფასია, მისი ჩუქება ძალზე პატივსაცემი პერსონებისთვისაც კი პატივად და დიდ დაფასებად ითვლება.

მაშ ასე, ახლა მოგითხრობთ 10 ყველაზე ძვირადღირებულ ხილზე, რომელიც ჩვეულებრივ მოკვდავთა ალალ გაოცებას გამოიწვევს. მაშ ასე:

№10 _ ბუდას ფორმის მსხალი, ერთი ცალი 8,5 ევროდ

მსხალი დააპატენტა ჩინელმა ფერმერმა ხებეის პროვინციიდან. ლეგენდის წყალობით, რომელიც მსხლის ნაყოფს უკვდავების ძლევამოსილებას ანიჭებს, მსხლის გაყიდვის მოცულობა საკმაო ტემპით გაზარდა და და მსხალი დღეს შემქმნელს კარგი შემოსავლით უზრუნველყოფს.

№9 _ ვაშლი Sekai Ichi, ერთი ცალი 20 ევროდ

ვაშლი, დაახლოებით, 900 გრამს იწონის და ცალი 20 ევრო ღირს. იაპონიაში უკვე 40 წელიწადია ეს ვაშლი მოჰყავთ. მას Sekai Ichi _ საუკეთესო მსოფლიოში შეარქვეს და იმისთვის, რომ ეს მართლაც ასე ყოფილიყო, იაპონელმა აგრონომებმა ყველაფერი გააკეთეს. ვაშლის დიამეტრი საშუალოდ დიამეტრი 38 სანტიმეტრზე ნაკლები არ უნდა იყოს.

№8 _ ფორთოხალი Dekopon 6 ცალი _ 75 ევრო

ფორთოხალი ყველაზე გავრცელებული ხილია მსოფლიოში. ტოპ ათეულის მერვე ადგილის მფლობელი,  Dekopon -ი თავისი „თამანოძმეებისგან“ ყუნწთან მსხლისებრი წანაზარდით გამოირჩევა, თუმცა ფორთოხლის მთავარი დამსახურება ეს კი არა, მისი განუმეორებელი გემოა. ის მსოფლიოში ყველაზე გემრიელ და ტკბილ ციტრუსად ითვლება.

№7 _ მარწყვ Senbikiya Queen-ის სულ რაღაც 12 ცალში მხოლოდ 80 ევროს გადაიხდით

ერთი დუჟინი შესანიშნავი მარწყვის ლამაზი ნაყოფი 80 ევრო იმიტომ ღირს, რომ მას საგანგებო სტანდარტით და თარგით არჩევენ, რაშიც შედის იდეალური ფორმა და განუმეორებელი გემო.

№6 _ საზამთრო კვადრატებად, ერთი ცალი 750 ევროდ

იაპონიას შეუძლია მარტო ძვირადღირებული ვაშლით კი არა, კვადრატული საზამთროთიც იამაყოს. ასეთი ფორმა საზამთროს განსაკუთრებულ ფორმაში მოთავსებით მიიღება. ამ საოცრებას იაპონიაში შეიძლება ყველგან შეხვდეთ. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ყველა საზამთრო დაახლოებით 6 კილოგრამს უნდა იწონიდეს.

№5 _ ანანასი დაკარგულ ბაღიდან, ერთი ცალი 1500 ევროდ

ამ სახეობის ანანასი ბრიტანეთის ერთ-ერთ ყველზე ცნობილი ბოტანიკურ ბაღში მოჰყავთ. მისი მოყვანა ძალზე შრომატევად პროცესს უკავშირდება. ანანასი დიდხანს იზრდება და მისი ხშირად გადარგვაა საჭირო. ბოლოს ეს ყველაზე ძვირი ხილი 15 000 დოლარად გაიყიდა.

№4 _ მანგო Taiyo no Tamago, წყვილი 2 800 ევროდ

ამ იაპონური ჯიშის მანგოს ოვალური ფორმის გამო „მზის კვერცხი“ შეარქვეს . ნამდვილი ხილი უნდა იწონიდეს არანაკლებ 350 გრამს და შეიცავდეს საკმარისი რაოდენობის შაქარს. „მზის კვერცხს“ შეიძლება შეხვდეთ აუქციონებზე.
წყვილ მანგოში, ჯერჯერობით, ყველაზე ძვირი 2800 ევრო გადაიხადეს.

№3 _ ყრძენი Ruby Roman, მტევანი 3 700 ევროდ

ამ ყურძნის მარცვლები ზოგჯერ პინგ-პონგის ბურთის ზომას აღწევს. ის მხოლოდ იაპონიის ერთ რეგიონში იზრდება. მისი გაყიდვა დიდ ბაზრებზე 2008 წლის შემდეგ დაიწყეს. ასე რომ მსოფლიოსთვის ჯერ მაინც ახალი ხილია მსოფლიოსთვის.  

№2 _ ერთი ცალი Densuke-ს საზამთროს შეძენა 5700 ევრო დაგიჯდებათ

კვლავ იაპონიაში ვართ. ამ ჯიშის საზამთროს ერთი ნაყოფი 11 კილოგრამს იწონის. საზამთრო Densuke დედამიწაზე მხოლოდ ერთ ადგილზე იზრდება _ კუნძულ ჰოკაიდოზე და წელიწადში მხოლოდ 11 000 ცალი მოჰყავთ.  

№1 _ ნესვი Yubari წყვილი 21 500 ევრო ღირს

ეს ნესვიც იაპონიაში, კუნძულ ჰოკაიდოზე მოჰყავთ. Yubari ორი ძალზე ტკბილი ნესვების შეჯვარების ნაყოფია და მხოლოდ ამ კუნძულზე იზრდება. იაპონიაში ამ საზამთროს ჩუქება ძალზე დიდ დაფასება, პატივისცემა და აღიარების ნიშანია. ამ ძვირფას და ღირსეულ საჩუქარზე ხელი მხოლოდ მოსახლეობის მცირე, ყველაზე შეძლებულ ფენას მიუწვდება, რაც გასაკვირი სულაც არ არის.

წყარო: interesnoznat.com