მედიამემარცვლეობარუბრიკებიფერმერი ფერმერს

როგორ შევინახოთ ბურღულეული

ბრინჯის წელიწადნახევარზე მეტხანს შენახვა არ ღირს. იმის გათვალისწინებით, რომ პროდუქტი საწყობებსა და მაღაზიებში ინახება ეს ვადაც ბევრია. ბრინჯი შეიძლება შევინახოთ სპეციალურ ქაღალდის ტომარაში ან ქილაში. სასურველია შესანახი მოწყობილობა გამოტენილი იყოს პროდუქტით. პროდუქტი შეინახეთ მშრალ ადგილას.

ბრინჯს ჭია რომ არ გაუჩნდეს, მასთან ერთად ქილაში ან ტომსიკაში მოათავსეთ რამდენიმე კბილი ნიორი.

რაც შეეხება ფეტვს მისი შენახვა მხოლოდ 4 თვის მანძილზეა რეკომენდებული. გემრიელი ფაფის მოსამზადებლად კი ახალი მარცვლეულია საჭირო, რადგან 4 თვის შემდეგ მარცვლეული სასურველ გემოს კარგავს. თუ პროდუქტი უფრო დიდი ხნისაა დაასხით მას სოდიანი მდუღარე წყალი (1 ლიტრ წყალზე, 1 ჩაის კოვზი სოდა) გარეცხეთ და გააშრეთ.

წიწიბურა არ უნდა შევინახოთ 20 თვეზე მეტხანს. თუ პროდუქტი უფრო მეტი ხნისაა, მაშინ ის ცხელ ტაფაზე დაყარეთ, ოდნავ მოხალეთ და შემდეგ მოხარშეთ.

მანის მარცვლები ინახება 14 თვის მანძილზე. თუ მისი გემოს გაუმჯობესება გსურთ წიწიბურის მსგავსად ისიც მოხალეთ.

შვრიის ფანტელები (იგივე “გერკულესი“) ძალიან პოპულარული ბურღულეულია და მაღაზიის თაროებიდანაც სწრაფად ქრება. მისი მოხმარების ვადა 4-5 თვეა.

ყველა ეს მარცვლეული შესაძლოა შევინახოთ აივანზეც და სამზარეულოში, გრილ ადგილას, თაროზეც და კარადაშიც, გამჭვირვალე თუ დაბურულ ჭურჭელში. აუცილებელია მარცვლეული იყოს თავდახურულ ჭურჭელში, წინააღმდეგ შემთხვევაში მარცვლეულს ჭიები და ხოჭოები გაუჩნდება.

გახსნის შემდეგ, დარჩენილი მარცვლეული ან ბურღულეული მინის ან მეტალის კონტეინერში უნდა გადაიტანოთ. მნიშვნელოვანია, რომ ჭურჭელი კარგად იხურებოდეს, ხოლო შესანახი კარადა იყოს მშრალი და კარგად ნიავდებოდეს.

ნუ შეიძენთ ამ ტიპის პროდუქტების დიდ მარაგს, რადგან დროთა განმავლობაში შესაძლოა საგემოვნო თვისებები დაკარგოს, სხვადასხვა პროდუქტის არომატი შეიწოვოს.

მარცვლეულის, ბურღულის, მაკარონის, ბრინჯის და სხვა მსგავსი პროდუქტების ჭურჭელი თუნდაც კვირაში ერთხელ უნდა გაანიავოთ.ამისთვის უბრალოდ თავახდილი დატოვეთ 10-15 წუთი მაინც. თუ პროდუქტს ჭია გაუჩნდა, საკვებად ნუღარ გამოიყენებთ თუნდაც გადარჩევის შემდეგ, რადგან დიდი შანსია, რომ პროდუქტზე ჩრჩილის ან ჭიის კვერცხები იყოს დატოვებული. ამასთანავე, ხარისხთან ერთად ფუჭდება მისი გემოც.

სპეციალისტების რჩევით, თუ გსურთ, რომ მარცვლეულმა დიდხანს გაძლოს და მწერები არ გაუჩნდეს, შეძენისთანავე მსუბუქად მოხალეთ ღუმელში ან 24 საათი საყინულეში გააჩერეთ გაუხსნელად.

კიდევ ერთი ეფექტური საშუალებაა ნიორი. მარცვლეულის ჭურჭელში ჩადეთ გაუფცქვნელი, კანიანი ნივრის კბილი ან მარლაში გამოკრული მარილი. მწერების უმრავლესობა ასევე ვერ იტანს ლიმონის კანს (გამხმარს), დაფნის ფოთოლს, , მწარე წიწაკას.

ბევრი დიასახლისი ბურღულეულს, ბრინჯს, წიწიბურას, ოსპს, ლობიოს და ა.შ. პოლიეთილენის პარკით ინახავს. ეს არასწორია, რადგან პროდუქტს მალევე უჩნდება ჩრჩილი ან სხვა მწერი და გადასაყრელი ხდება.

geomill-ჯეომილი