აგროსიახლეებიდარგებიმებაღეობაფერმერი ფერმერს

„გალას“ ეპოქა სრულდება, მოთხოვნა ვაშლის ახალ ჯიშებზე იზრდება

ვაშლის კლასიკური ჯიშების „დიდ ხუთეულს“: „გალას“, „ბრებერნს“, „გოლდენს“, „ჯონაგოლდს“ და „ელსტარს“, რომელთაც სამხრეთ ევროპის ვაშლის ბაღების ფართობის 85% უჭირავს, თანდათან ანაცვლებს ვაშლის ახალი, უფრო თანამდეროვე ჯიშები: „კოსმიკ კრიპსი“, „მეჯიკ სტარი“/„ნატირა“, „ვალანტი“ და სხვა, იტყობინება  Agrotimes.

ბელგიელი ფერმერის ფლორენტ გერდერსის დაკვირვებით, რომელსაც საკუთარი სანერგე აქვს, ამბობს რომ მოთხონა „გოლდენზე“ მხოლოდ მაროკო-ტუნისით შემოიფარგლება, „ბრებერნზე“ მოთხოვნა საერთოდ აღარ არის, ხოლო „ჯონაგოლდს“ ცოტა ვინმე თუ კითხულობს. მას მცირე ფართობებზე ჯერ კიდევ აშენებენ ბელგიაში პოლონეთსა და გერმანიაში.

„ელსტარი“ _ ეს ჯიში ბელგიისთვისაა, მაგრამ ის ასევე პოპულარულია გემანიაში და ნიდერლანებში. „გალა“ მართალია, დღეს ყველაზე პოპულარული ჯიშია მსოფლიოში, მაგრამ ჩემი პროგნოზით, სამი-ოთხი წლის განმავლობაში „გალას“ ეპოქა დასრულდება“ _  ამბობს სანერგეს წარმომადგენელი. 

ამასთან ერთად მოთხოვნილება იზრდება ვაშლის ახალ ჯიშებზე. ბელგიაში მნიშვნელოვან პოპულარობას იძენს ახალი ჯიშები: „კოსმიკ კრიპსი“, „მეჯიკ სტარი“ და „ვალანტი“. მას მოჰყვება ნაკლებად გავრცელებული: „რიკიტი“, „ჩერიში“ და  GS-66. მათ შემდეგ ჰორიზონტზე ჩანს „დაზზლი“, „სნეპდრეგონი“ და „რუბი ფროსტი“.

ფლორენტ გერდერსი აზრით, ასეთი ცვლილება ხდება გასული წლების ჭარბწარმოების გამო,  რამაც ფასების დაცემა გამოიწვია. დაბალმა ფასებმა გამოიწვია მწვავე კონკურენცია. ჩრდილო-დასავლეთ ევროპაში ვაშლის სასაქნლო ჯიშების წარმოება, მსოფლის სხვა ქვეყნებთან შედარებით ძვირი ჯდება, ამიტომ ფერმერები უფრო რენტაბელურ ჯიშებს ეძებენ, რომლებიც  მომხმარებლის  მოთხოვნილებას დააკმაყოფილებს და წარმოებას  მომგებიანს გახდის.