დარგებიმემცენარეობა

არღავანი (იუდას ხე) _ Cercis siliquastrum

ტანდაბალი ხე ან ბუჩქია. იგი ყვავილობს ადრე გაზაფხულზე, ყვავილები ვითარდება როგრც წვრილ, ისე მსხვილ ტოტებზე, ფოთლის გამოტანამდე. ამ დროს იგი ძალზე ლამაზია.

აგრეთვე განსაკუთრებულად ლამაზია არღვანის მწვანე-მოვარდისფრო პრიალა ფოთლები. მოვარდისფროა ყვავილი, ნაყოფი, ნაყოფგარემო პარკი და ხის კანიც. არსებობს გადმოცემა, თითქოს იუდამ ამ ხეზე ჩამოიღრჩო თავი და ამიტომ ხე დაბრეცილია, ხოლო მისი ფერი მოვარდისფრო-სისხლისფერია.

თავისი ყვავილებით და ფერით შესანიშნავი დეკორატიული მცენარეა. იგი სითბოს  მოყვარული  მცენარეა, კარგად იტანს გვალვას, კარგად მრავლდება თესლით და ამონაყრით.

 

მის სამშობლოდ ხმელთაშუა ზღვის აუზის ქვეყნებია მიჩნეული. საქართველოში მას იყენებენ დეკორატიულ მებაღეობაში და დასახლებული ადგილების შემოგარენის მშრალი ფერდობების გამწვანება-გატყევებისთვის.

ტრისტან ჩერქეზიშვილი, 

„ტყე და ადამიანი“