დარგებიმემცენარეობა

სუბ­ტრო­პი­კუ­ლი ზო­ნის სამ­კურ­ნა­ლო მცე­ნა­რე­ე­ბი 

ნედ­ლე­ულ­ის გა­მო­ყე­ნე­ბის მი­ხედ­ვით და კულ­ტუ­რის წარ­მო­ებ­ის ხა­სი­ათ­ით, სამ­კურ­ნა­ლო მცე­ნა­რე­ე­ბი შე­ად­გე­ნენ ტექ­ნი­კურ მცე­ნა­რე­თა გან­სა­კუთ­რე­ბულ ჯგუფს, რო­მელ­თა მოვ­ლა-მო­შე­ნე­ბის მი­ზა­ნია, ად­ამ­ი­ან­თა და ცხო­ველ­თა სამ­კურ­ნა­ლოდ და პრო­ფი­ლაქ­ტი­კი­სათ­ვის სა­ჭი­რო სამ­კურ­ნალ­­წამ­ლო ნედ­ლე­ულ­ი­სა და სა­მე­დი­ცი­ნო პრე­პა­რა­ტე­ბის მი­ღე­ბა.

მსოფ­ლი­ოს ხალ­ხურ მე­დი­ცი­ნა­ში ფარ­თოდ არ­ის წარ­მოდ­გე­ნი­ლი სამ­კურ­ნა­ლო მცე­ნა­რე­ე­ბი. ამ მხრივ გან­სა­კუთ­რე­ბით ყუ­რად­ღე­ბის ღირ­სია ჩი­ნე­თის, ინ­დო­ეთ­ის, ძვე­ლი ეგ­ვიპ­ტის და მთე­ლი რი­გი სხვა ქვეყ­ნე­ბის ხალ­ხურ მე­დი­ცი­ნა­ში სამ­კურ­ნა­ლო მიზ­ნით გამოყენებუ­ლი მცე­ნა­რე­ე­ბი.

სა­უკ­უნ­ე­ებ­ის მან­ძილ­ზე, ინ­დო­ეთ­ში ფარ­თოდ იყ­ენ­ებ­ენ მცე­ნა­რე­ულ სამ­კურ­ნა­ლო სა­შუ­ალ­ებ­ებს. იქ ძლი­ერ აფ­ას­ებ­ენ მცე­ნა­რე ლო­ტოსს, მას ღვთა­ებ­რივს უწ­ოდ­ებ­ენ. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბა ექ­ცე­ო­და გვე­ლის ნაკ­ბე­ნის მკურ­ნა­ლო­ბი­სას, ე.ი. რო­გორც შხა­მის სა­წი­ნა­აღმ­დე­გო სა­შუ­ა­ლ­ებ­ას. ამ მიზ­ნით იყ­ენ­ებ­ენ ის­ეთ მცე­ნა­რე­ებს, რო­გო­რი­ცაა საქ­პი­ნა­ქი, სხვა­დას­ხვა ციტ­რუ­სი, წი­წა­კა და სხვა.

ქარ­თველ ხალხს სამ­კურ­ნა­ლო მცე­ნა­რე­ებ­ის გა­მო­ყე­ნე­ბის საქ­მე­ში დი­დი გა­მოც­დი­ლე­ბა გა­აჩ­ნია. ძველ კოლ­ხეთ­ში, მცე­­ნა­რე­ებ­ის სამ­კურ­ნა­ლოდ გა­მო­ყე­ნე­ბა იმ­დე­ნად ფარ­თოდ იყო მი­ღე­ბუ­ლი, რომ სამ­კურ­ნა­ლო მცე­ნა­რე­ებ­ის პლან­ტა­ცი­ებ­იც კი ჰქონ­დათ გა­შე­ნე­ბუ­ლი.

სა­ქარ­თვე­ლო­ში სამ­კურ­ნა­ლოდ გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლ მცე­ნა­რე­თა უმ­რავ­ლე­სო­ბა ვე­ლუ­რად იზრ­დე­ბა. ზო­გი­ერ­თი მათ­გა­ნი დი­დი ხნის წი­ნათ შე­მო­უტ­ან­ი­ათ, რო­მელ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბა კარ­გად შე­ეთ­ვი­სა სა­ქარ­თვე­ლოს ბუ­ნებ­რივ პი­რო­ბებს და ფარ­თო გავრ­ცე­ლე­ბაც ჰპო­ვა, ზო­გი­ერ­თი მათ­გა­ნი ვე­ლუ­რად მო­ზარ­დიც გვხვდე­ბა.

იმ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ქი­მი­უ­რი ნივ­თი­ერ­ებ­ებ­იდ­ან, რომ­ლებ­საც მცე­ნა­რე­ე­ბი შე­იც­ავ­ენ და სამ­კურ­ნა­ლო ღი­რე­ბუ­ლე­ბა აქვთ, აღ­სა­ნიშ­ნა­ვია: აკ­ოლ­ო­იდ­ე­ბი, გლუ­კო­ზი­დე­ბი, სა­პო­ნი­ნე­ბი, ეთ­ერ­ზე­თე­ბი და სხვა.

XVI სა­უკ­უნ­ე­ში, მე­დი­ცი­ნა­ში წარ­მო­იშ­ვა ახ­ა­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბა-იატ­რო­ქი­მია, რომ­ლის ფუ­ძემ­დებ­ლად ით­ვლე­ბიან პა­რა­ცე­ლე­სი, თე­ოფ­რას­ტე და სხვა. ის­ი­ნი და­ავ­ად­ებ­ის მი­ზე­ზად ას­ახ­ელ­ებდნ­ენ ორ­გა­ნიზმ­ში ქი­მი­უ­რი წო­ნას­წო­რო­ბის დარ­ღვე­ვას და მის აღ­სად­გე­ნად სა­ჭი­როდ თვლიდ­ნენ ქი­მი­უ­რი ნივ­თი­ერ­ებ­ებ­ის შეყ­ვა­ნას, ამ­იტ­ომ სწავ­ლობ­დნენ რა მცე­ნა­რე­თა ქი­მი­უ­რი ნივ­თი­ერ­ებ­ებ­ის შემ­ცვე­ლო­ბას, მი­უთ­ით­ებ­დნენ, რომ თი­თო­ე­უ­ლი სამ­კურ­ნა­ლო მცე­ნა­რი­დან მოქ­მე­დებს მხო­ლოდ გარ­კვე­უ­ლი ნივ­თი­ერ­ე­ბა, რის­თვი­საც მცე­ნა­რი­დან მთა­ვარ მოქ­მედ ნივ­თი­ერ­ებ­ას სუფ­თა სა­ხით გა­მოჰ­ყოფ­დნენ.

წამ­ლე­ბი და ზო­გი­ერ­თი სა­წამ­ლა­ვი შხა­მე­ბი, რომ­ლებ­საც ძველ კოლ­ხეთ­ში ამ­ზა­დებ­დნენ, მიგ­ვი­თი­თებს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში წა­მალ­თმცოდ­ნე­ო­ბა უძ­ვე­ლე­სი დრო­იდ­ან იყო გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი.

ბუ­ნე­ბა­ში უს­არ­გებ­ლო მცე­ნა­რე არ არ­სე­ბობს, ყვე­ლა მცე­ნა­რე მეტ­ნაკ­ლე­ბად სა­სარ­გებ­ლოა, მაგ­რამ აუც­ილ­ებ­ელ­ია მა­თი ცნობა და შესაბამისი ცოდნა.

ზო­გი­ერ­თი მცე­ნა­რე შხა­მი­ან­ია (მომ­წამ­ვლე­ლია), მაგ­რამ მა­თი სწო­რი გა­მო­ყე­ნე­ბა, დო­ზე­ბის დაც­ვა, უმ­ძი­მე­სი და­ავ­ად­ებ­ებ­ის გან­კურ­ნე­ბას იწ­ვევს.

რო­დე­საც ორ­გა­ნიზ­მი გა­ნიც­დის ვი­ტა­მი­ნე­ბის დე­ფი­ციტს (არ­ას­რულ­ყო­ფი­ლი კვე­ბით), მი­ნე­რა­ლუ­რი ნივ­თი­ერ­ებ­ებ­ის, მიკ­რო და მაკ­რო ელ­ემ­ენ­ტე­ბის, ბი­ოლ­ოგ­ი­ურ­ად აქ­ტი­უ­რი ნივ­თი­ერ­ებ­ებ­ის ნაკ­ლე­ბო­ბას, რაც იწ­ვევს სხვა­დას­ხვა და­ავ­ად­ებ­ებს, ამ დროს რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია გა­მო­ყე­ნე­ბულ იქ­ნას სა­ჭი­რო მცე­ნა­რე­ე­ბი. სამ­კურ­ნა­ლო მცე­ნა­რე­ებ­ის სწო­რად გა­მო­ყე­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ად­ამ­ი­ა­ნი ინ­არ­ჩუ­ნებს ჯან­მრთე­ლო­ბას, სი­ცოც­ხლის აქ­ტი­ურ­ობ­ას და შრო­მი­სუ­ნა­რი­ან­ობ­ას.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ წარ­მო­ებ­უ­ლი სამ­კურ­ნა­ლო მე­დი­კა­მენ­ტე­ბის 40% მცე­ნა­რე­უ­ლი წარ­მო­შო­ბი­საა, მა­თი რა­ოდ­ენ­ო­ბა თან­და­თა­ნო­ბით იზრ­დე­ბა, რად­გა­ნაც მცე­ნა­რე­უ­ლი წარ­მო­შო­ბის მე­დი­კა­მენ­ტე­ბი ნაკ­ლე­ბად ხა­სი­ათ­დე­ბა უარ­ყო­ფი­თი უკ­უმ­ოვ­ლე­ნე­ბით. კერ­ძოდ, გულ­სისხლ­ძარ­ღვთა და­ავ­ად­ებ­ის სამ­კურ­ნა­ლოდ და პრო­ფი­ლაქ­ტი­კი­სათ­ვის გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო პრე­პა­რა­ტე­ბის 77% მცე­ნა­რე­უ­ლი წარ­მო­შო­ბი­საა.

ქო­ბუ­ლე­თის სამ­კურ­ნა­ლო მცე­ნა­რე­თა ზო­ნა­ლუ­რი საც­დე­ლი სად­გუ­რში, რო­მე­ლიც 1937 წლი­დან აქ­ტი­ურ მუ­შა­ობ­ას ეწ­ე­ო­და, სუბ­ტრო­პი­კუ­ლი და ტრო­პი­კუ­ლი წარ­მო­შო­ბის მცე­ნა­რე­თა მოვ­ლა-მოყ­ვა­ნა­ზე დი­დი მუ­შა­ობ­აა ჩა­ტა­რე­ბუ­ლი, მაგრამ მე-XX საუკუნის ბოლოს საბჭოთა კავშირის დაშლის შედგეგ აღნიშნული კვლევითი ინტიტუტი დაი­ხურა.

სამ­კურ­ნა­ლო მცე­ნა­რე­ებ­იდ­ან სა­წარ­მოო მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს: ალ­ო­ეს, თირ­კმლის ჩა­ის, გვე­ლის სუ­როს, ოლ­ე­ან­დრას, პა­სიფ­ლო­რას, კა­ლან­ხო­ეს და სხვა.

რეზო ჯაბნიძე, სსმმ აკადემიის აკადემიკოსი