მევენახეობა-მეღვინეობა გურიაში
გურიის სოფლის მეურნეობისთვის ტრადიციულად დამახასიათებელი იყო მევენახეობა და მეღვინეობა. გურიაში დაფიქსირებულია ველური ვაზის საქართველოში ცნობილი შვიდი სახელწოდებიდან ერთი – მორცხულა. მევენახეობა მეაბრეშუმეობასთან და მეფუტკრეობასთან ერთად შედიოდა გურიაში ყველაზე მეტად გავრცელებულ სამ სასოფლო-სამეურნეო დარგს შორის.
გურიაში ვაზის კულტურა რომ უძველესი დროიდან იყო გავრცელებული, ამის დამადასტურებელია სოფელ გონების კართან, „მესხისეულ მამულში“ შემორჩენილი ქვაში ნაკვეთი, ექვსმეტრიანი საწნახელი. ადგილის სახელწოდებიდან სავარაუდოა, რომ ის იმ დროს უნდა მიეკუთვნებოდეს, როცა გურიის ტერიტორიაზე მესხები სახლობდნენ.
ამ სამუშაოს შესასრულებლად ხეზე ცილინდრის ფორმის კალათა ააქვთ და ტოტზე ხის დიდი კაუჭით კიდებენ.რაც უფრო მეტი მტევანია ზემოთ, მით უფრო სქელია ვაზის ძირი. არაფერია იმაზე თვალწარმტაცი სანახაობა, ვიდრე ვაზის გიგანტური ხვეულები საუკუნოვანი ხეების გარშემო, მათი გადასვლა ერთი ხიდან მეორეზე და ჩამოკიდებული მტევნების უთვალავი და მოხდენილი გირლანდა.აქ ვაზი მცენარეთა დედოფალია; ღვინისგან კი აქაურები ნამდვილ კულტს ქმნიან.ღვინოს სახლის წინ უზარმაზარი მწვანე ხეების ძირში ჩაფლულ თიხის ჭურჭელში ინახავენ. აქ ყოველთვის სასიამოვნო ჩრდილია და ოჯახი სადილისათვის აქ იკრიბება. თავმოხდილი ამფორიდან ყველა თავისი სურვილისამებრ იღებს ღვინოს, ისე, რომ ადგილიდანაც არ იძვრის.კავკასია, როგორც ამბობენ, ვაზისა და ღვინის სამშობლოა.“
„ოზურგეთში, ალ. შევარდნაძის სახლის ქვეშ აღმოუჩენიათ გურიის მთავართა ნამარნევში ნამყოფი ერთი უშველებელი ქვევრი, რომელიც საგანგებოდ გაუკეთებიათ საღმრთო საწირავის საჭურჭლედ. ეს ქვევრი ყოფილა, როგორც ზეპირი გადმოცემა ამბობს, წლის სათვალავი, ესე იგი სამას სამოცდახუთი საწყავი ღვინო ისხმოდა შიგ. ეს ქვევრი ხელოვნურად შემოკირულია და გაკეთებულია. არავის არ ახსოვს, როდის გაკეთებულა და ჩადგმულა. თავადმა გრიგოლ გურიელმა მოინდომა ამ ქვევრის გატანა და სამი ოთხი დღე ათხრევინა მიწა ორმოცამდე მუშას. ამოსაღებად მოიწვია ადგილობრივი კამანდის 200 კაცი სალდათები და ძლივძლივობით ამოიღეს. თავად გრიგოლს ამ ქვევრის გადმოტანა ორ ქცევაზედ დაუჯდა 200 მანეთი ფული. ამბობენ, როდესაც მამია გურიელი საღმრთოს იქმდა აქ ერთ ორ ვერსტზე სუფრა იყო გამართული და უკანასკნელი 10 000 სულამდის ამ ჭურიდამ სვამდა ღვინოსო. ასე, რომ ერთი მეღვინე მეორეს მიაწოდებდა ამ ქვევრიდან ამოღებულს ღვინოს და ისე ხელის ხელ აძლევდნენო, მაგრამ ქვევრს მაინც ბევრი არ აკლდებოდაო“
ადგილობრივ ვაზს მე-19 საუკუნის შუა წლებში ჭრაქმა და 1870-80-იან წლებში ნაცარმა დიდი დარტყმა მიაყენა. გურულებმა მასობრივად დაიწყეს ადესას („იზაბელა“) გაშენება. ამ ვაზის ნერგები 1840-იან წლებში მთავარმმართებელ ვორონცოვის ინიციატივით ქალაქ ოდესიდან ჩამოიტანეს და ოზურგეთის ბაღში საცდელად დარგეს. 1890-იანი წლებისთვის ადესას თითქმის განდევნილი ჰქონდა ძველი გურული ჯიშები.
გურული ვაზის ჯიშების მოძიებით და გადარჩენით იყო დაინტერესებული გიგო შარაშიძე. მან სოფელ ბახვის სკოლის ეზოში საცდელი ნაკვეთი მოაწყო და დაწერა „ექვსი საუკეთესო გურული ყურძნის ჯიშის ამპეოლოგია“.
მეღვინე იყო წინამძღვრიანკარის სკოლის დირექტორი ერმილე ნაკაშიძე. ის ავტორია წიგნისა „მევენახეობა-მეღვინეობა გურია-სამეგრელოში, აჭარაში და აფხაზეთში“. ნაკაშიძემ წინამძღვრიანთკარში აღზარდა მრავალი მეღვინე. მათ შორის იყო თადეოზ გაბრიელის ძე მეგრელიშვილი, სოფელ ფარცხმიდან. მან განათლება ჯერ არსენ წითლიძესთან მიიღო, შემდეგ წითლიძემ წაიყვანა წინამძღვრიანთკარის სკოლაში. მეგრელიშვილი შემდეგ სწავლობდა იალტაში, ნიკიტინის საიმპერიო საბაღოსნო სკოლაში მიიღო. შემდეგ თავად ასწავლიდა წინამძღვრიანთკარის სკოლაში. მას ქუთაისის მაზრაში საუფლისწულო ვენახები ებარა. მეგრელიშვილის თაოსნობით 1900 წელს ჩოხატაურში გაიხსნა მეღვინეობის შემსწავლელი სამეურნეო სკოლა. სკოლას ჰქონდა საკუთარი ნაკვეთი, ვენახი, ბოსტანი, სანერგე მეურნეობა.
ეს ტექსტი 1962 წელს ჩაიწერა გრიგოლ იმნაიშვილმა
ძველათ იყო ამ ადგილეფში ჩხავერი, ტევანდიდი, ჭუმუტაჲ, ტრედისფეხა. მერმეთ იყო ადესაჲ. მაგინი ხეებზე ადიოდენ. ყველას ჯობდა ჩხავერი. თოლჩი, ქრიშობისთვეში, ჩხავერი მოვკრიფეთ ოზდაათ ფუთზე მეტი. მახსოვს მე, თოლზე ვიდექი და მამაჩემს გიდელს უცლიდი. ჩხავერი ხეზე დიდხანს ძლებდა, ერი კაკალი არ ჩამუარდებოდა. ჩხავერს დავრგავდით თხმელაჲს ძირში. მერე გეიზდებოდა და მიედობოდა ზეთ. ჩხავერი წიფდებოდა წიფობისთვეში. მოკრეფა შეიძლებოდა წიფობისთვის დამლევს. რომ მოვკრეფდით, ჩავყრიდით საწნახელჩი, შეიკაზმებოდა. მერე დავჭნეხდით ფეხითაც და გობულითაც. მერე გარეცხდენ ჭურს და ჩუუშობდენ შით თეთრათ. ჩხავერს სულ თეთრათ იღებდენ. წვენი ბეური ქონდა და ჩუუშობდენ ჭურში. ჭურს დააკლებდენ ვერშოკნახევარს, რომ ღვინო გადაბრუნდეს. მერე ჭურს თავზე დაახურავდენ წაბლის როგოს და დაგოზვიდენ წითელი მიწით. ჭურს მისემდენ პატარა სასულეს. როგოს კიდეში ჯოხს დუუსობდენ და რომ დაგოზვიდენ, ჯოხს ამეიღებდენ. იქიდან მოდიოდა ღვინის ხაერი. თუ არ დავატანდით, მაშვინ ღვინო ამოდუღდებოდა მიწაში. დასალევათ ვარგოდა ათ დღეში. მერე მარტში გადიღებდენ ღვინოს ისთევლე ჭურეფში. ერი ჭურიდან მოორე ჭურში ჩუუშობდენ და დაგოზდენ. სუფთა ღვინო რაც იყო, ჩუუშობდენ. თხლე დარჩებოდა. ჩხავერს არ ქონდა ბევრი თხლეი. ჩხავერს ერთის მეტი გადაღება არ უნდოდა, სუფთა იყო.
ახალი ლერწი ჩამეიღეს ძველი ჩხავრიდან, დამყნეს და დარგეს. ხეზე არ გუუშვეს, დაბალ ფორჩხებზე გააშენეს. ხეზე ვერ შეწამლავდენ და იმიზა გააშენეს დაბალზე. წამალი რომ არ უქნა, მონაცრავს და გაფუჭდება.
წყარო: aboutguria.blogspot.com