აგროსიახლეები

პური არ უნდა გაძვირდეს

იმის მიუხედავად, რომ შავი ზღვის აუზის ქვეყნებში ხორბლის ფასის მცირე ზრდა დაფიქსირდა, ეს როებითი მოვლენაა. ეს დროებითი მოვლენა სახელმწიფოს თავისი საკომპენსაციო პროგრამით, რომელიც ჩვენ რამდენიმე მნიშვნელოვან სასურსათო პროდუქტზე განვახორციელეთ, აქვს დაზღვეული. ჩვენ რეალურად იმპორტიორებს და ფქვილის მწარმოებლებს ვთავაზობთ რეჟიმს, რომლის მიხედვითაც, მათ შეუძლიათ მიიღონ კომპენსაცია იმისათვის, რომ ფქვილის ფასი შეინარჩუნონ 10 მარტის მდგომარეობით, ვიდრე ფასების გაძვირების წინაპირობები შეიქმნებოდა.

პურის ინდუსტრიის წარმომადგენლებთან გვქონდა შეხვედრა. შევხვდით ასოციაციას, ასოციაციის წევრ კომპანიებს იმისათვის, რომ თუ არ იქნება წინაპირობა ძირითადი ნედლეულის პურის ფქვილის გაძვირების, პური არ უნდა გაძვირდეს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საგანგებო მდგომარეობის პირობებში, რომ მოსახლეობას დამატებითი პრობლემა არ შეექმნას სასურსათო უსაფრთხოების კუთხით ყველაზე მნიშვნელოვან პროდუქტთან დაკავშირებით.

აქვე მინდა აღვნიშნო ბიზნესის მხრიდან სოლიდარობის შესახებ, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში ჩვენთან მჭიდრო კავშირშია და გვეხმარება სხვადასხვა რესურსით. ეს იქნება პირდაპირი ფულადი დახმარება თუ სხვადახვა მნიშვნელოვანი საჭირო საქონლის და მომსახურების შეძენა, რომელიც აუცილებელია პროცესის სწორად წარმართვისთვის, მათ შორისაა პირველადი, ძალიან საჭირო სამედიცინო ინვენტარი, რომლის შეძენაშიც ბიზნესია ჩართული და ამისათვის მადლობას ვუხდი მათ. მაგრამ, ამავე დროს, ძალიან პრინციპულები და მკაცრი ვიქნებით იმ გადაწყვეტილებების მიმართ, რომლიც შეიძლება მტკივნეულად აისახოს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის მდგომარეობაზე.

კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ჩვენ პროცესს ვადევნებთ თვალ-ყურს. გვაქვს სრული მონიტორინგი და კატეგორიულად გამოვრიცხავთ პურის გაძვირებას საგანგებო მდგომარეობის მთელი პერიოდის განმავლობაში“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.