წიწიბურას, ბრინჯის, ხახვის, ნივრის და სხვა პროდუქტების ექსპორტი ევრაზიული კავშირის ქვეყნებიდან, მათ შორის რუსეთიდანაც, აიკრძალა
12 აპრილიდან კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით, რუსეთის ფედერაციიდან და მთლიანად ევრაზიული ეკონომიკური კავშირიდან (რუსეთი, ყაზახეთი, ბელარუსი, სომხეთი, ყირგიზეთი) გარკვეული სასურსათო პროდუქტის ექსპორტი აიკრძალა.
პროდუქტი, რომლის ექსპორტირებაც იკრძალვება შედის: წიწიბურა, ბრინჯი, ხახვი და ნიორი. შესაბამისი გადაწყვეტილება ევრაზიის ეკონომიკურმა კომისიამ მიიღო და ის ძალაში გუშინ შევიდა.
ექსპორტის აკრძალვა 30 ივნისამდე იმოქმედებს.
სრული სია აკრძალული საქონლის ასე გამოიყურება:
- ხახვი;
- ნიორი;
- ჭვავი;
- ბურღული, ფქვილი, ღერღილი და მარცვლეულის გრანულები;
- წიწიბურა;
- ბრინჯი;
- მზა საკვები პროდუქტები წიწიბურისგან;
- სოიო;
-
მზესუმზირის მარცვლები.
BMG-იმ საქსტატის საგარეო ვაჭრობის ანალიტიკური პორტალის მეშვეობით დათვალა თუ რა წილი ეჭირა 2019 წლის განმავლობაში ევრაზიულ კავშირსა და რუსეთის ფედერაციას ამ დასახელებების საქონლის მთლიან იმპორტში. საქსტატის მიხედვით, კონკრეტულად წიწიბურის იმპორტის 68% სწორედ ევრაზიულ კავშირზე მოდის.
2019 წლის მთლიანი იმპორტის მონაცემებით, აკრძალული დასახელების საქონლის იმპორტში რუსეთის ფედერაციისა და ევრაზიული კავშირის წილი ასეთია:
1) წიწიბურა, ფეტვი და სხვა მარცვლეული – რუსეთის და ევრაზიული კავშირის წილი 68% , მთლიანი იმპორტის მოცულობა – $186,719 ;
2) ბრინჯი – რუსეთის და ევრაზიული კავშირის წილი 11% , მთლიანი იმპორტის მოცულობა – $6,741,064;
4) მზესუმზირის თესლი, დამსხვრეული ან დაუმსხვრეველი – რუსეთის და ევრაზიული კავშირის წილი 83% , მთლიანი იმპორტის მოცულობა – $7,417,795;
5) ბურღული, ფქვილი უხეშად დაფქული და მარცვლეულის გრანულები – რუსეთის და ევრაზიული კავშირის წილი 81% , მთლიანი იმპორტის მოცულობა – $1,370,323.
ამ პროდუქტებს საქართველო აღნიშნულ პროდუქციას სხვა ქვეყნებიდან შეიძენს.