აგროსიახლეები

კოლხური ზუთხის გადასარჩენად

მდინარე რიონის მეთევზეები უდიდეს როლს ასრულებენ ზუთხის გადარჩენის ეროვნული მიზნის მისაღწევად.

2020 წელს, მეთევზეებმა ზუთხის დაჭერის და გაშვების 50-მდე შემთხვევა შეგვატყობინეს.

ისინი შემთხვევით დაჭერილ ზუთხს ფოტოს და ვიდეოს უღებენ, იღებენ გენეტიკურ სინჯს, რომელსაც შემდგომში ჩვენ გვაწვდიან და თევზს ცოცხლად აბრუნებენ მდინარეში.

მეთევზეების ასეთი ჩართულობა FFI-ს ზუთხის კონსერვაციის პროექტის წარმატების საწინდარია, რადგან მათ მიერ მოწოდებული ინფორმაცია გვეხმარება დავადგინოთ თუ რომელი სახეობები ბინადრობენ და კვლავ ქვირითობენ მდინარე რიონში, ასევე როგორ მდომარეობაშია მათი პოპულაციები.

მეთევზეებთან თანამშრომლობა იმედს გვაძლევს, რომ ერთად მოვახერხებთ თევზის ამ უნიკალური სახეობის შენარჩუნებას.