აგროსიახლეები

კახეთში „რთველი 2020“ დაიწყო

რთვლის საკოორდინაციო შტაბში უკვე დარეგისტრირდა ღვინის მწარმოებელი 50-მდე კომპანია, რომლებიც მოსავლის დაბინავების პროცესში ეტაპობრივად ჩაერთვებიან.

დღეის მონაცემებით გადამუშავებულია 200 ტონაზე მეტი, ძირითადად, საადრეო ჯიშის ყურძენი, საერთოდ კი წლეულს კახეთში 300 ათას ტონა ყურძნის მოსავლის მიღებას ელოდებიან.

პანდემიით შექმნილ ვითარებაში, მევენახეობა-მეღვინეობის დარგის მხარდასაჭერად, საქართველოს მთავრობა „რთველი 2020“ -სუბსიდირებას განახორციელებს.

სუბსიდიას მიიღებს ღვინის კომპანია, რომელიც შეისყიდის და გადაამუშავებს კახეთის რეგიონში მოწეულ, არანაკლებ 1000 ტონა რქაწითელის ან კახური მწვანის ჯიშის ყურძენს. ამასთან, შესყიდულ 1 კგ ყურძენში ყურძნის ჩამბარებელს გადაუხდის, არანაკლებ 0,80 ლარს. 1 კგ ყურძნის შესყიდვისას, ღვინის კომპანიებზე გაიცემა სუბსიდია: 1 კგ რქაწითელზე და 1 კგ კახურ მწვანეზე – 0,30 ლარი.

რთველის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: http://www.wine.gov.ge/Ge/Statistic?harvestYearId=1007