აგროტექნოლოგიებიდარგებიმემარცვლეობაფერმერი ფერმერს

„ალზურინი“ _ ორგანულ-მინერალური სასუქი ხორბლისა და სიმინდის უხვი მოსავლის გარანტი

გლობალური დათბობის პირობებში სულ უფრო რთული ხდება მაღალი ხარისხის და სასურველი რაოდენობის ხორბლის მიღება. ამის გამო, მეტად მნიშვნელოვანია სწორი აგრო-ტექნიკური ღონისძიებების ჩატარება და ეფექტიანი ბიოსტიმულატორების გამოყენება.

შპს „სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანება ევრიკამ“ შექმნა მაღალეფექტიანი ორგანულ-მინერალური სასუქი „ალზურინი“, რომელიც ხორბლის და სიმინდის კულტურებში 5 წლის განმავლობაში წარმატებით იცდებოდა, რა დროსაც დადგინდა, რომ  „ალზურინის“ მოქმედებით  ხორბლის და სიმინდის მოსავლიანობა 30-60%-მდე იზრდება, უმჯობესდება მარცვლის ხარისხი, მიიღება ეკოლოგიურად სუფთა პროდუქცია.

2019-2020 წლებში, პრეპარატ ,,ალზურინის“ გავლენა შეისწავლებოდა ფირმა ,,ლომთაგორაში“ ქართული ხორბლის ჯი­შებ­ზე: ,,თეთრი დიკა“, ,,ახალციხის წითელი დოლი“,  ,,შავფხა“ და „ლომთაგორა-126“.

2019 წელს ხორბლის  ნათესი პრეპარატ ალზურინით ჯეჯილის განვითარების ორ სტადიაში, პირველად – აღე­რე­ბის დასასრულსა და მეორედ ყვავილობის წინ დამუშავდა. სასუქი ორივე შემთხვევაში დამო­უკიდებლად _ „ალზურინი“ _ წყალი (1:100), სხვა პრეპარატებთან შერევის გარეშე, მარტივი წყალხსნარების სახით შესხურდა. აგრო­ფონი ამ შემთხვევაშიც ყველა ჯიშისათვის იყო საერთო და ფირმა ,,ლომთაგორაში“ მიღე­ბულ ტექნოლოგიურ სქემას შეესაბამებოდა, კერძოდ, გამოყენებული იყო მინერალური სასუქი, ფუნგიციდი, პესტიციდი და ჰერბიციდი, ასევე, ნათესის გარკვეულ ფართობში არ იქნა მინერალური სასუქი შეტანილი. პრეპარატის გავლენა შესწავლილ იქნა ისეთ მაჩვენებლებზე, როგორიცაა: მოსავლიანობა, მცენარეთა სიმაღლე და მარცვლის ნატურა.

მიღებული მონაცემები მოყვანილია N 1 და N 2 ცხრილებში.

N 1 და  N 2 ცხრილების მონაცემები მიუთითებენ პრეპარატის პოზიტიურობაზე, როგორც მოსავლია­ნო­ბის, ისე ზოგიერთი ბიომეტრიული მაჩვენებლის ცვლილების მიმართ.

2019 წლის შემოდგომაზე, მცენარეთა ფესვთა სისტემისა და საასიმილაციო აპარატის განვითარებაზე პრეპარატ ,,ალზურინის“ გავლენის შესწავლის მიზნით, წინასწარ, ხორბლის ჯიშის ,,ლომთაგორა-126“-ს 1 ტ თესლი დამუშავდა პრეპარატის პროპორციით „ალზურინი“-წყალი  (2:8). ხორბალი დაითესა 3.5 მლნ/ჰა რაოდენობით. ასეთივე რაოდენობით დაითესა საკონტროლო ნაკვეთიც, რომელიც დამუშავებული იყო იმპორტული მაღალმოსავლიანი მცენარეთა ზრდის სტიმულატორით. 3-4 ფოთლის განვითარების შემდეგ, 14 ნოემბერს, საცდელ ნათესს მიესხურა „ალზურინის“ 0.5 % წყალხსნარი.

დაკვირვების მონაცემები, რომლებიც მცენარის თესვიდან 2 თვის თავზე, საშემოდგომო ბარტყობის ფაზის დასრულების შემდეგ და 2020 წლის 4 თებერვალს და 20 მარტს კიდევ ორჯერ ჩავატარეთ, მოტანილია სურათებზე 1, 2, 3 და N 3  ცხრილში:

ცხრილი 3.

N ვარიაციის დასახელება ერთი თესლიდან განვითარებულ ფოთოლთა და ღეროთა რაოდენობა (საშუალო) ფესვთა სისტემის განვითარების

ხარისხი

1 ალზურინი 8.72 ფოთოლი

(14.11.2019)

9.1 ღერო (04.02.2020) 7.7 ღორო (20.03.2020) ძლიერად განვითარებული
2 საკონტროლო

(იმპორტული სტიმულატორი)

4.43 ფოთოლი (14.11.2019) 4.5 ღერო (04.02.2020) 3.5 ღერო (20.03.2020) საშუალოდ  განვითარებული

სურათი 1. მარცხნივ – საკონტროლო (იმპორტული სტიმულატორი), მარჯვნივ – ალზურინი (27.11.2019)

 

სურათი 2. მარცხნივ – საკონტროლო (იმპორტული სტიმულატორი), მარჯვნივ – ალზურინი (04.02.2020)

  

სურათი 3. მარცხნივ – საკონტროლო (იმპორტული სტიმულატორი), მარჯვნივ – ალზურინი (20.03.2020)

სურათები 1, 2, 3 და N 3 ცხრილის მონაცემები მიუთითებს „ალზურინის“ აშკარა  დადებით გავლენაზე, როგორც საასიმილაციო, ასევე, ფესვთა სისტემის განვითარების მიმართ.

2020 წლის 29 მაისს გავაანალიზეთ საცდელი და საკონტროლო ნათესების საშუალო სიმაღლე, ბიომასა, თავთავების რაოდენობა და წონა აღებული 1მ2-ზე (ცხრილი 4, სურათი 4 და 5).

ცხრილი 4.

N ვარიაციის დასახელება მცენარის ბიომასა 1მ2-ზე მცენარის სიმაღლე თავთავების რაოდენობა თავთავების მასა
1 ალზურინი 6.4 კგ 98 სმ 872 მათ შორის 66 პატარა 2.3 კგ
2 საკონტროლო (იმპორტული სტიმულატორი) 4.2 კგ 81 სმ 720 მათ შორის 140 პატარა 1.6 კგ

შედეგების მიხედვით შეიძლება დავასკვნათ, რომ „ალზურინის“ გამოყენებით შესაძლებელია 1 ჰექტარზე მივიღოთ 64 ტ. სილოსი.

2020 წლის 16 ივნისს მოხდა „ალზურინით“ დამუშავებული მოსავლის აღება, ხოლო 12 დღის შემდეგ – საკონტროლო. შედეგები მოყვანილია ცხრილში 5.

ცხრილი 5

N ხორბლის ჯიშის დასახელება ფართ.ჰა პრეპარატის გამოყენება მოსავალი, ტ მოსავლის მატება, %
1 LG-126 1 საკონტროლო (იმპორტული სტიმულატორი) 4.8 ტ
2 LG-126 1 ალზურინი 7.9 ტ +64.5 %

როგორც ირკვევა, „ალზურინი“ არა მარტო, საშუალოდ, 64 %-მდე ზრდის მოსავლიანობას, არამედ 2 კვირით აჩქარებს მის მომწიფებას.

2019 წელს პრეპარატ ,,ალზურინი“ გავლენა შეისწავლებოდა სიმინდის ჰიბრიდ ,,ლომთაგორა-1“-ზე. დათესვამდე 1 ტ თესლი დამუშავდა პროპორციით ალზურინი-წყალი-ფუნგიციდი 2:8:0.5. იცდებოდა თესლის დამუშავების და ვეგეტაციის პერიოდში 2-ჯერადი შესხურების ეფექტიანობის თვალსაზრისით. აგროფონი იყო ერთნაირი და შეესაბამებოდა „ფირმა ლომთაგორაში“ მიღებულ აგროტექნოლოგიურ ფონს.

შესწავლილ იქნა პრეპარატის გავლენა მოსავლიანობაზე მხოლოდ „ალზურინით“ დამუშავებული თესლით ნათესი ფართობებისათვის „ალზურინის“ შესხურების გარეშე და ამგვარად დამუშავებული თესლით ნათეს ფართობებზე „ალზურინის“ ორჯერადი შესხურებით მიღებული ეფექ­ტიანობის დასადგენად.

დაკვირვების მასალები თავმოყრილია N 6 და N 7 ცხრილებში.

ცხრილი 6.*

N ვარიანტის დასახელება მოსავლიანობა, ტ/ჰა მხოლოდ თესლის დამუშავება მოსავლიანობა, ტ/ჰა თესლის დამუშავება + შესხურება მატება %-ში,  მხოლოდ თესლის დამუშავება მატება %-ში, თესლის დამუშავება + შესხურება
1 ალზურინი 1 7.8 7.9 +23.8 +25.4
2 საკონტროლო 6.3

*სასუქთან ერთად                

  ცხრილი 7.*

N ვარიანტის დასახელება მოსავლიანობა ტ/ჰა მხოლოდ თესლის დამუშავება მოსავლიანობა ტ/ჰა თესლის დამუშავება + შესხურება მატება %-ში, მხოლოდ თესლის დამუშავება მატება %-ში, თესლის დამუშავება + შესხურება
1 ალზურინი 1 7.0 7.2 +29.6 +33.3
2 საკონტროლო 5.4

*სასუქის გარეშე

როგორც ცხრილების მასალებიდან ირკვევა, „ალზურინის“ შემთხვევაში მოსავ­ლი­ა­ნო­ბის მატების მონაცემები 23.8-დან 33.3-მდე პროცენტის ფარგლებში მერყეობს.

ტაროს ანალიზისას გამოიკვეთა გარკვეული ცვლილებები, ტაროზე განვითარებული მარცვლის მწკრივების რაოდენობათა მიხედვით. კერძოდ, სიმინდის ჰიბრიდ ,,ლომთაგორა-1“-სათვის დამახასიათებელი 14-16 რიგის ნაცვლად, „ალზურინის“ შემთხვევაში 18 მწკრივიანმა ტაროების რაოდენობამ შეადგინა 14 პროცენტი, რაც ჩვენი აზრით, როგორც ფესვთა სისტემის, ასევე საასიმილაციო აპარატის მიმართ პრეპარატის აქტიური ზემოქმედების შედეგია.

2020 წლის გაზაფხულზე პრეპარატ ,,ალზურინით“  დამუშავდა 1 ტ. სიმინდის ჰიბრიდ ,,ლომთაგორა-1“-ის თესლი პროპორციით _ ალზურინი-წყალი-ფუნგიციდი 2:8:0.5. ვეგეტაციის პერიოდში 2-ჯერ შესხურდა. აგროფონი იყო ერთნაირი და შეესაბამებოდა ფირმა ,,ლომთაგორაში“ მიღებულ აგროტექნოლოგიურ ფონს. „ალზურინით“ დამუშავებულ თესლს გამოუვლინდა გაღივებისა და აღმოცენების სწრაფი უნარი და განვითარების მაღალი ტემპი, რითაც მნიშვნელოვნად გადააჭარბა საკონტროლო ნათესებს.

შედეგები მოყვანილია სურათზე 6.

სურათი 6. მარცხნივ – საკონტროლო (იმპორტული სტიმულატორი), მარჯვნივ – ალზურინი. (08.07.2020)

10 აგვისტოს შევამოწმეთ ტაროების განვითარების ხარისხი.

შედეგები მოყვანილია სურათზე 7 და ცხრილში 8.

ცხრილი 8*

ვარიანტის დასახელება მწკრივების რაოდენობა სიგრძე, სმ სიგანე, სმ მარცვლის რაოდენობა წონა, გ მატება
ალზურინი 16 21 4.5 684 309 49.27 %
საკონტროლო 16 17 4 544 207

*საშუალო მაჩვენებელი 1 ტაროზე გადაანგარიშებით

 

სურათი 7. მარცხნივ – საკონტროლო (იმპორტული სტიმულატორი), მარჯვნივ – ალზურინი. (10.08.2020)

აღსანიშნავია, რომ იმპორტული სტიმულატორით დამუშავებული 5 საუკეთესო ტარო შერჩეულ იქნა უახლოესი 25 მცენარიდან, ხოლო „ალზურინით“ დამუშავებული კი 7 მცენარიდან. ამასთან, საკონტროლო ტაროები ყველა დაზიანებული იყო მავნებლის მიერ, ხოლო „ალზურინით“ დამუშავებული კი ყველა ბოლომდე იყო განვითარებული. როგორც ჩანს, „ალზურინი“ არა მატრო ზრდის მოსავლიანობას, არამედ იცავს მცენარეს მავნებლებისაგან. ასეთი მაღალი შედეგი მიღწეულ იქნა მიუხედავად იმისა, რომ ივნისის თვეში ნათესები ძლიერად დაისეტყვა.

ლომთაგორას მეურნეობაში 2020 წლის 10 ივლისს, ხორბლის ნათესების აღების შემდეგ, იმავე ნაკვეთზე დაითესა სასილოსე სიმინდი, რომლის ნაწილი თესვის წინ დამუშავდა „ალზურინით“. აღმოცენდა 100 %-ით და 10 აგვისტოს შევადარეთ საკონტროლო ნათესებს.

შედეგები ნაჩვენებია სურათზე 8 და ცხრილში 9.

ცხრილი 9*.

ვარიანტის დასახელება

განვითარებული ფოთოლი სიმაღლე, სმ წონა, გ მატება
ალზურინი 10 110 853 139.6 %
საკონტროლო 10 80 356

       * გაანალიზებულია 5 მცენარე

 

სურათი 8. მარცხნივ – საკონტროლო, მარჯვნივ – ალზურინით დამუშავებული. (10.08.2020)

აღსანიშნავია, რომ საკონტროლოდ შერჩეული მცენარეების მსგავსი განვითარების მაჩვენებელი _ 0.5 %, ხოლო „ალზურინით“ დამუშავებულისა კი _ 45 %.

ამრიგად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანება „ევრიკას“ მიერ მოწოდებული პრეპარატი ,,ალზურინი“ უდაოდ ეფექტიანია როგორც სიმინდის, ასევე, ხორბლის მოვლა-მოყვანის საქმეში. პრეპარატი უკვე სერტიფიცირებულია, რაც ფერმერებს საშუალებას მისცემს,  „ალზურინი“ სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო  კულტურებში გამოიყენონ.

 

მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სტიპენდიანტი,

ალექსანდრე სხირტლაძე,

პრეპარატის გამოცდის დროს კონსულტაციას გვიწევდა, სმმ დოქტორი, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო                                                              კვლევითი ცენტრის მთავარი აგრონომი, ადოლ ტყეშელაშვილი 

დაგვიკავშირდით: 599 77 51 46