კომპანია ბარაქამ კაჭრეთის ამბასადორში მევენახეებს უმასპინძლა
კომპანია ბარაქა უკვე ოთხი წელია აგრობიზნესში მოღვაწეობს და ფერმერებს სასოფლო-სამეურნეო სერვისების სრულ სპექტრს სთავაზობს, კერძოდ კი: უმაღლესი ხარისხის აგროპროდუქციას, საცდელ-სადემონსტრაციო მეურნეობებს, გრძელვადიან კონსულტაციას და აგრონომების მომსახურებას, მუდმივ ზრუნვასა და უკუკავშირს მათი ბარაქიანი მოსავლის უზრუნველყოფისათვის. კომპანიამ 12 ნოემბერს კაჭრეთის ამბასადორში მევენახეებს უმასპინძლა და ბრენდის შესახებ სიახლეები გააცნო.
პრეზენტაციაზე ბარაქამ მარნეულში, ზუგდიდში, ყვარელსა და გორში ახალი მაღაზიების გახსნა დააანონსა. კაჭრეთში ჩატარებულ ღონისძიებას ესწრებოდნენ სფეროს წარმომადგენლები, მათ შორის მევენახეები და ისეთი დიდი კომპანიის წევრები, როგორიცაა: ბადაგონი, მეღვინეობა ხარება, თელიანი ველი, ოროველა, ქართული ღვინისა და ალკოჰოკური სასმელების კომპანია და სხვა.
პრეზენტაციაზე ბარაქამ მიმოიხილა როგორც განვლილი წლები, ისე არსებულ მიღწევები და სამომავლო მიზნები. ღონისძიებაზე სიტყვით წარდგნენ ევროპელი პარტნიორები. საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლებმა იმ ინოვაციურ აგროპროდუქტებზე ისაუბრეს, რომლის შეძენის შესაძლებლობა ბარაქას მომხმარებელს ახალ მაღაზიათა ქსელში ექნება. ინფორმაციული ნაწილის დასასრულს სტუმრებს მიეცათ შესაძლებლობა დაესვათ კითხვები და მთელ რიგ საკითხებზე რჩევები სფეროს პროფესიონალებისგან მიეღოთ.