დარგებიმემცენარეობა

ზამ­ბა­ხი (Iris)

 ზამ­ბა­ხის ეთ­ერ­ოვ­ა­ნი ზე­თის მი­ღე­ბის წყა­როს ფე­სუ­რე­ბი წარ­მო­ად­გენს. ზამ­ბა­ხის არ­სე­ბუ­ლი სა­ხე­ობ­ებ­იდ­ან ეთ­ერ­ზე­თის მი­ღე­ბის მიზ­ნით, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია 3 სა­ხე­ო­ბა: 1) ფლო­­რენ­ცი­ის ზამ­ბა­ხი, რო­მე­ლიც თეთრ­ყვა­ვი­ლებს და ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი ღირ­სე­ბის ეთ­ერ­ოვ­ან ზეთს იძ­ლე­ვა, 2) გერ­მა­ნუ­ლი ზამ­ბა­ხი, რომ­ლის ყვა­ვი­ლე­ბი მკვეთ­რი ლურ­ჯი შე­ფე­რი­ლო­ბი­საა, 3) ფერ­მკრთა­ლი ზამ­ბა­ხი, რომ­ლის ყვა­ვი­ლე­ბი ღია ცის­ფე­რი ან იშ­ვი­ათ­ად, მო­თეთ­რო ფე­რი­საა.

ზამ­ბა­ხის სა­სი­ამ­ოვ­ნო არ­ომ­ატ­ის ფე­სუ­რებს იყ­ენ­ებ­ენ მე­დი­ცი­ნა­ში, სა­პარ­ფი­უმ­ერ­იო მრეწ­ვე­ლო­ბა­ში და ძვირ­ფა­სი ქსო­­­ვი­ლე­ბი­სათ­ვის სა­სი­ამ­ოვ­ნო სურ­ნე­ლე­ბის მი­სა­ცე­მად. მი­სი ეთ­ერ­ზე­თის ძი­რი­თა­დი კომ­პო­ნენ­ტია ირ­ო­ნი, მას იი­ს­ებრ ნა­ზი არ­ომ­ა­ტი აქვს და დი­დად გა­მო­ყე­ნე­ბა სა­პარ­ფი­უმ­ერ­იო-კოს­მე­ტი­კურ მრეწ­ვე­ლო­ბა­ში.

მცე­ნა­რე ლა­მა­ზი ყვა­ვი­ლე­ბით ად­რე ყვა­ვი­ლობს და ფარ­­თოდ გა­მო­იყ­ენ­ე­ბა დე­კო­რა­ცი­ულ მე­ბა­ღე­ობ­აშ­იც. ეთ­ერ­ზე­თო­ვა­ნი ზამ­ბა­ხის მსოფ­ლიო პრო­დუქ­ცი­ის ძი­რი­თა­დი მწარ­­მო­ებ­ელ­ია იტ­ალ­ია და საფ­რან­გე­თი.

სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ვე­ლუ­რად გავრ­ცე­ლე­ბუ­ლია ზამ­ბა­ხის რამ­­დე­ნი­მე სა­ხე­ო­ბა, მათ შო­რის დე­კო­რა­ტი­ულ­ობ­ით აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ქარ­თუ­ლი ზამ­ბა­ხი, რო­მე­ლიც შე­და­რე­ბით კარ­გად იზრ­დე­ბა და მა­ღალ­ხა­რის­ხო­ვან ფე­სუ­რებს იძ­ლე­ვა მწირ, ორ­გა­ნუ­ლი ნივ­თი­ერ­ებ­ებ­ით ღა­რიბ ნი­ად­აგ­ებ­ზე.

ზამ­ბა­ხის გამ­რავ­ლე­ბა შე­იძ­ლე­ბა თეს­ლით და ვე­გე­ტა­ტი­ურ­ად. გე­ნე­რა­ცი­ულ გამ­რავ­ლე­ბას უმ­თავ­რე­სად იყ­ენ­ებ­ენ სე­ლექ­ცი­ა­ში, ახ­ა­ლი ფორ­მე­ბი­სა და ჯი­შე­ბის მი­სა­ღე­ბად. სამ­რეწ­ვე­ლო პლან­ტა­ცი­ებს ვე­გე­ტა­ცი­ურ­ად ამ­რავ­ლე­ბენ. იგი ინ­ვი­თა­რებს დი­დი რა­ოდ­ენ­ობ­ის ფოთ­ლე­ბის კო­ნით და­ბო­ლა­ვე­ბულ ფე­სუ­რებს. ე.ი. სარ­გავ მა­სა­ლად იყ­ენ­ებ­ენ ფე­სუ­რის გა­მო­ნა­ზარ­დებს (ე.წ. ფეს­ვა­კებს). ნი­ად­აგს ხნა­ვენ შე­მოდ­გო­მა­ზე. რგა­ვენ 50X50 სმ კვე­ბის არ­ით, შე­მოდ­გო­მით ან ად­რე გა­ზაფ­ხულ­ზე.

ზამ­ბა­ხის ფე­სუ­რე­ბის მო­სა­ვალს იღ­ებ­ენ გა­შე­ნე­ბი­დან 2-3 წლის შემ­დეგ, აგ­ვის­ტო-სექ­ტემ­ბერ­ში, ამ­ო­იღ­ებ­ენ მხო­ლოდ ძველ ფე­სუ­რებს, ახ­ალს კი მცე­ნა­რის სი­ცოც­ხლის გა­საგრ­ძე­ლებ­ლად ტო­ვე­ბენ. ფე­სუ­რებს იღ­ებ­ენ ხე­ლით ან მან­ქა­ნით, ას­უფ­თა­ვე­ბენ, რეც­ხა­ვენ და ყრი­ან ჭი­ლო­ფებ­ში, მზე­ზე გა­საშ­რო­ბად. გამ­შრა­ლი ზამ­ბა­ხის ფე­სუ­რებს, რო­მელ­შიც ტე­ნი 9-11%-ს არ უნ­და აღ­ემ­ატ­ებ­ოდ­ეს, ყრი­ან ტომ­რებ­ში და ფერ­მენ­ტა­ცი­ის მიზ­ნით ათ­ავ­სე­ბენ სპე­ცი­ალ­ურ შე­ნო­ბა­ში. შე­ნახ­ვის პრო­ცეს­ში ზამ­ბა­ხის მო­სა­ვა­ლი 1 ჰა-ზე 5-9 ტ-ს შე­ად­გენს. გამ­შრა­ლის კი 1-3 ტო­ნას.

რეზო ჯაბნიძე, სსმმა აკადემიკოსი