ბლოგიდარგებიმედია

გლინტვეინი – შეკაზმული არომატული ღვინო

გლინტვეინი ევროპის ბევრ ქვეყანაშია პოპულარული. თბილი და არომატული ღვინო პირველად რომში მოუმზადებიათ მეორე საუკუნეში. წლების განმავლობაში მისი მომზადების ტექნიკა  იხვეწებოდა, თუმცა დღესაც გლინტვეინის მხოლოდ ერთი კონკრეტული რეცეპტი კი არა, უამრავი ვარიაცია გვაქვს.

ამ საოცარ სასმელს დღესასწაულებზე ტრადიციულად დიდ ბრიტანეში, გერმანულენოვან ქვეყნებსა და საფრანგეთის ზოგიერთ რეგიონში ამზადებენ, თუმცა ის უკვე აღარც ქართველებისთვის არის უცხო ხილი.

რაც შეეხება გლინტვეინის მომზადების ტექნიკას, არსებობს ორი ვარიანტი:

1) ღვინოს პირდაპირ ემატება სანელებლები, ციტრუსის ცედრა და წვენი.

2) ჯერ მზადდება ერთგვარი ვაჟინი („სეროფი”) და შემდეგ ემატება ღვინო. დღეს სწორედ მეორე ვარიანტით მომზადებულ ვიდეო რეცეპტს შემოგთავაზებთ.

მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

  • 750 მლ. წითელი ღვინო;
  • 200 მლ. ფორთოხლის წვენი;
  • 150 გ. (ანუ 6 ს.კ.) შაქარი;
  • 1 ლიმონის ცედრა;
  • 1 ფორთოხლის კანი;
  • 1 ანისის ვარსკვლავი;
  • 1 დარიჩინის ჩხირი;
  • 5 მიხაკის მარცვალი.

მომზადება:

  • ყველა ინგრედიენტი ღვინის გარდა მოვათავსოთ ქვაბში, დავუმატოთ სულ ცოტა ღვინო, დაახლოებით 50 მლ.  შემდეგ, ქვაბი დავდგათ საშუალო ზომის ცეცხლზე და ვურიოთ, რომ შაქარი გაიხსნას.
  • როცა სქელ, წებოვან, მოყავისფრო მასას მივიღებთ, დავუმატოთ ღვინო. ქვაბი ცეცხლზე კიდევ რამდენიმე წუთი გავაჩეროთ. ღვინო არ უნდა ადუღდეს, თორემ ალკოჰოლი აორთქლდება.

მედეა ჩუბინიძე

წყარო: letscook.ge