ტრაქტორების კონსტრუქცია
თანამედროვე სოფლის მეურნეობაში ტრაქტორი ერთ-ერთი მთავარი მანქანაა, რომელთა ნაირსახეობა, დიზაინი და ტექნიკური მახასიათებელი სწრაფად იცვლება და იხვეწება. მუდმივად ინერგება ახალი ტექნიკური გადაწყვეტილებები, რომლებიც ახლო მომავალში კიდევ უფრო ეფექტიანი და პროდუქტიული გახდება.
საქართველოში სატრაქტორო პარკი ყოველწლიურად იზრდება, და ვითარდება. ძველი საბჭოური დროის ტრაქტორების ადგილს თანდათანობით იკავებს ახალი, მსოფლიოს მოწინავე ტრაქტორების მწარმოებელი კომპანიების პროდუქცია.
ტრაქტორი – რთული მანქანაა, ამიტომ მისი ყოველი ახალი თაობა საჭიროებს უფრო მაღალ კვალიფიციურ მომსახურეობას და მაღალი კლასის ტექნიკოს-მექანიზატორების მომზადებას.
ტრაქტორები იყოფა:
1. სავალი ნაწილის;
2. წონისა და სიმძლავრის;
3. ჩარჩოს აგებულების;
4. დანიშნულების მიხედვით.
სავალი ნაწილების მიხედვით ტრაქტორები იყოფა თვლიან, მუხლუხა და კომბინირებულ ტრაქტორებად.
თვლიანს განეკუთვნება ტრაქტორები, რომელთაც მიმმართველი (წინა) და ამძრავი (უკანა) მექანიზმი წარმოადგენს თვლებს რეზინის საბურავებით. მიუხედავად, მათი შედარებით კონსტრუქციული სიმარტივისა, ისინი ხასიათდებიან ნიადაგის ზედაპირზე დიდი კუთრი ზემოქმედებით და ზოგიერთ შემთხვევაში მაღალი ბუქსაობის კოეფიციენტით.
ზაურ ფუტკარაძე,
ტექნიკის მეცნიერების დოქტორი,
საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი,
რომან მარგალიტაძე,
ტექნიკის მეცნიერების აკადემიური დოქტორი, პროფესორი
უფრო ვრცლად ინფორმაცია იხილეთ თანდართულ pdf ბმულზე: http://agrosc.ge/storage/pdf/media62.pdf