აგროსიახლეები

საქართველოს სატრანზიტო გზებზე მალფუჭებადი ტვირთები პრიორიტეტული გახდა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა 23 ივლისს გამოაცხადა საპატრულო პოლიციასთან მალფუჭებადი ტვირთების შესახებ ინფორმაციის ელექტრონული მიმოცვლის დანერგვასთან დაკავშირებით. როგორ დაეხმარება ეს ხილ–ბოსტნეულის ექსპორტიორებს?

ინფორმაციის თანახმად, ინფორმაციის გაცვლის ახალი ელექტრონული სისტემა საშუალებას იძლევა, საპატრულო პოლიციამ შეამოწმოს ინფორმაცია მალფუჭებადი/პრიორიტეტული ტვირთის შესახებ კონკრეტულ სატრანსპორტო საშუალებაზე და გზებზე მათი გადაადგილების პრიორიტეტულლობა განსაზღვრონ.

გარდა ამისა, ექსპორტიორებს გაუმარტივდათ პროდუქტის წარმოშობის სერტიფიკატის მიღება, რაც უკვე ელექტრონულადაც შესაძლებელია. თუ ექსპორტიორი მიუთითებს, რომ პროდუქტი მალფუჭებადია, განაცხადი პრიორიტეტულ რიგში ჩადგება და საბაჟოს თანამშრომელი უმოკლეს დროში გასცემს სერტიფიკატს.

ამ ცვლილებებს წინ უძღოდა კენკრის მწარმოებელი და ექსპორტიორი კომპანიის „აგროსტორი“ განცხადება სოციალურ ქსელებში, რომელიც კენკრის ექსპორტის პროცესში არსებულ სირთულეებს შეეხებოდა. პრობლემის წამოჭრამ ფართო დისკუსია გამოიწვია.

ინფორმაციის გაცვლის ახალი სისტემა მნიშვნელოვანია ექსპორტიორებისთვის, რადგან საპატრულო პოლიცია, რომელიც საგზაო მოძრაობას არეგულირებს, შეძლებს პრიორიტეტული ტვირთების განსაზღვრას და მათი დროული გადაადგილების უზრუნველყოფას. დღეისათვის საექსპორტო პროდუქტების პრიორიტეტულობა მხოლოდ ქვეყნის შიდა საბაჟო ტერიტორიაზე მოქმედებს.

„აგროსტორის“ წარმომადგენლის ხურა ალავიძის თქმით, საექსპორტო მარშრუტებზე დღეს შეფერხებები არ ხდება და რუსეთში ექსპორტირებულმა ხილმა ლარსის საბაჟოზე შემოძმება 1 დღე-ღამის განმავლობაში გაიარა. შესაბამისად, მას ჯერ არ შეუძლია იმის თქმა, თუ როგორ მუშაობს ეხელი სისტემა.

 

წყარო: EastFruit

commersant.ge