საწარმოებმა არასტანდარტული ვაშლის მიღება დაიწყეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილე, გიორგი ხანიშვილი, შიდა ქართლის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულ ვალერიან მჭედლიძესთან ერთად ქ. გორში, არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის საკოორდინაციო შტაბში იმყოფებოდა, სადაც ვაშლის მოსავლის მიღება-დაბინავების შესახებ ინფორმაციას გაეცნო.
შიდა ქართლის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულის, ვალერიან მჭედლიძის გაცხადებით, ვაშლის წარმოებით ლიდერი რეგიონისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოსავლის დროული დაბინავება.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე და შიდა ქართლის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებული კომპანიაშიც „გსქ კულა“ იმყოფებოდნენ, სადაც არასტანდარტული ვაშლის ჩაბარების პროცესს გაეცნენ.
არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის მხარდაჭერით, ფერმერები, პროგრამაში ჩართულ ხილის გადამმუშავებელ საწარმოებში, არასტანდარტული ვაშლის ჩაბარებას, არანაკლებ 22 თეთრად, 10 სექტემბრიდან 15 დეკემბრამდე შეძლებენ. სახელმწიფო პროგრამაში 10-მდე ხილის გადამმუშავებელი საწარმოა ჩართული.
სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, არასტანდარტული ვაშლის შესყიდვისას, სახელმწიფო სუბსიდიას – 1 კგ. არასტანდარტულ ვაშლზე 10 თეთრის ოდენობით, მიიღებენ 2021 წლის ვაშლის მოსავლის რეალიზაციის საკოორდინაციო შტაბში რეგისტრირებული ხილის გადამმუშავებელი კომპანიები, რომლებიც მეხილეობის სფეროში დასაქმებული ფიზიკური პირებისგან 1 კგ. არასტანდარტულ ვაშლს, არანაკლებ 22 თეთრად შეისყიდიან.