რეგიონებირუბრიკები

 სალერსების ფერმა სოფელ ყარაბულახში

დმანისის მუნიციპალიტეტი სოფელ ზემო ყარაბულახში, ქართულ-ფრანგული ინვესტიციით ახალი, თანამედროვე სტანდარტის მესაქონლეობის ფერმა „სომე დე ლ’ელევაჟ“ გაიხსნა.

ფერმაში, ფრანგული, სალერსის ჯიშის 300 სული ძროხაა, რომელიც გამორჩეულად პროდუქტიული მეხორცული ჯიშია და, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, კარგად შეეგუა საქართველოს ბუნებრივ პირობებს.

„ქართულ-ფრანგული ინვესტიციით შექმნილი კომპანია ქართულ ფერმერულ მეურნეობაში ახალი სიტყვაა. ინვესტიცია 6 მილიონს შეადგენს. პროექტის კონცეფცია აგებულია ისე, რომ თვითონ ფერმა და მისი საკვები ბაზა  დაბალანსებული იყოს.

ფერმა სალერსი ფერმა ლკჯალდჯფ

საკმაოდ დიდი ფული დაიხარჯა სათიბ-საძოვრების მოწესრიგებაში, მინდვრების ქვისგან გაწმენდაში, რათა ეს მიწები უფრო ეფექტიანად იყოს გამოყენებული.  

მნიშვნელოვანია იმის გააზრებაც, რომ ადგილობრივ  საძოვრებს, მისი მოწესრიგების და სწორი ექსპლოატაციის შედეგად 3-4 -ჯერ მეტი სულადობის გამოკვება შეუძლია, ვიდრე დღეს კვებავს. ამიტომ არის საჭირო საძოვრების მოვლის თანამდროვე ტექნოლოგიების დანერგავა და  ეფექტიანად გამოყენება.

რაც შეეხება სალერსის ჯიშის ძროხებს.

სალერსის ჯიშის ძროხები მეხორცულ მიმართულებას მიეკუთვნება. ადრე მას მერძეულ-მეხორცული დანიშნულებაც ჰქონდათ, ხარები კი გამწევი, სამუშაო ძალით გამოირჩევიან და სოფლის მეურნეობაში მიწის დასამუშვებლად და სხვა სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებისთვის გამოიყენებოდა.

სალერსის ჯიშის ძროხა

დღეს სალერსის ჯიშს ძირითადად ხორცის საწარმოებლად იყენებენ. ჯიშის სარძეო პროდუქტიულობა წელიწადში 1800-2000 კილოგრამია, მაგრამ სწორედ სალერსების რძისგან მზადდება ცნობილი ფრანგული  ყველი „კანტალი“ (ლუი XIV-ის საყვარელი ყველი), „სალერსი“ (სამეფო ყველი), „სენ ეკტერი“.

ზრდასრული ძროხის სიმაღლე მინდაოდან 1.40 მეტრია, ტანის აგებულება კომპაქტური აქვს მართი კუთხის, საშუალო ზომის თავითა და გრძელი ზეაღმართული რქებით, ღრმა გულმკერდით, სხეულის წინა და უკანა ნაწილი კარგად განვითარებული, ძლიერ ძვლოვანი სისტემით, სწორი კიდურებით; ტანი დაფარული აქვს ხშირი სქელი, ყავისფერ-წითელი მუქი ბალნით.

სალერსის ჯიში ძლიერი შინაგანი აგებულებისაა, იოლად იტანს და ეგუება მკაცრ კლიმატურ პირობებს. ძროხები ძალზე თვინიერები არიან, არც საკვების მიმართ იჩენენ ჰრეტენზიულობას, ამიტომ მათი შენახვა საკმაოდ იოლია.

ცხოველები ხასიათდებიან ხანგრძლივი სიცოცხლისუნარიანობით, კარგი ნაყოფიერებით (მოგების საშუალო ინტერვალი 377 დღე), ადვილად მშობიარობენ, მაშინაც კი, თუ უფრო დიდ ჯიშებთან არიან შეჯვარებულნი.

ახალდაბადებული ხბოები იწონიან: დეკეულები _ 34-36 კგ, მოზვრები _ 36-40 კგ. 4 თვის ასაკის მოზარდი დეკეულების წონა 120-130 კგ-ია, ხოლო მოზვრების _ 150-160 კგ.

8 თვის ასაკში დეკეულების წონა _ 230-240 კგ. აღწევს, ხოლო მოზვრების _260-280 კგ. ზრდასრული ძროხების წონა 650-900 კგ-ია, ხარების _1000-1300 კგ.

ახალგაზრდა ცხოველებს ახასიათებთ ადრეული სიმწიფე, ცოცხალი წონის საშუალო დღიური ნამატი  900-1100 გრამია.

12 თვის ხარის ცოცხალი წონა 400-420 კილოგრამს აღეწევს. ხარის სახორცე პროდუქტიულობა 60%-ს შეადგენს. ხორცი მარმარილოსებრი აქვს, მარცვლოვანი ცხიმის თხელი ფენით.

ძროხა, ფერმა, ჯიში, სალერსი

მესაქონლეობის ფერმის „სომე დე ლ’ელევაჟ“-ს დამფუძნებლის, ჟაკ ფლოღის განცხადებით, სახელმწიფოს მხარდაჭერის გარეშე, გაუჭირდებოდა და ამ პროექტის ინვესტირებისგან თავს შეიკავებდა, რადგან პროცესი ხანგრძლივი და ძალიან რთულია. დიდი დროს სჭირდება მოგების და სასურველი შედეგის მიღწევას.

„საქმე ძალიან ბევრია, ჩვენ დავიწყეთ და პროექტი ღიაა ყველასთვის, ვისაც მისი ნახვა სურს“, _ აცხადებს ჟაკ ფლოღი.

თანამედროვე სტანდარტის ფერმის მუშაობაში ჩართული არიან როგორც ქართველი, ასევე ფრანგი სპეციალისტები _ ვეტერინარები, ნუტრიციონისტები და ზოოტექნიკოსები.

სალერსების ფერმის შესახებ, ინფორმაციას ჩვენ პერიოდულად მოგაწვდით.

ნესტან გუგუშვილი, დმანისი, სექტემბერი 2021წ.