აგროსიახლეები

იტალიური მინი კიტრი _ Minuto ბაზრის ახალი ტენდენცია

  კიტრი ბოსტნეულში გაყიდვების თვალსაზრისით ერთ-ერთი პირველი პროდუქტია. სამხრეთ იტალიაში დიდი რაოდენობით კიტრი იწარმოება. ბევრ ფერმრს  კიტრი სპეციალიზირებულ კიტრის სათბურებში მოჰყავს.

კიტრი ძირითადად მოჰყავთ ჰიდროპონიკულ სათბურებში, სადაც მავნებლების მიმართ ინტეგრირებული მართვის სისტემები გამოიყენება, ასეთი ფერმები ძირითადად ნულოვანი ნარჩენების ტექნოლოგიებით მუშაობენ.

კომპანია Giovinnazo- ასევე მოჰყავს სხვადასხვა სახის პომიდორს ბაზრისთვის, მაგალითად, როგორიც არის წითელი, ყვითელი, ნარინჯისფერი და სხვდასხვა ფერის ზოლიანი პომიდორი.

იტალიური კიტრი

„Minuto ერთ ჰექტარ მიწაზე მოგვყავს. ეს არის თხელკანიანი, შიგნიდან ხრაშუნა და ტკბილი კიტრი, არასდროს მწარდება.  ბაზარზე განსაკუთრებით მოთხოვნით სარგებლობს მინი კიტრის 750 გრამიანი შეფუთვები, _  ამბობს პიეტრო ფაჩინიანი, ფერმის აგრონომი.

კომპანიამ მაისიდან სექტემბრის ბოლომდე 200 ტონა Minuto კიტრი გაყიდა.

კიტრის მოყვანა შესაძლებელია როგროს სათბურის ისე გვირაბის ტიპის კულტივირების პირობებში.

ნაყოფი არის ცილინდრისებრი, 10-14 სმ სიგრძის. კიტრი ყოველთვის გლუვი და კაშკაშა შეფერილობისაა, იდელური მწვანე ფერით. ასევე გამოირჩევა მოსავლის აღების შემდგომი შენახვის პერიოდის ხანგრძლივობით. მცენარე არის  ძალიან კომპაქტური, პატარა კვანძებითა და შესანიშნავი გამრავლების შესაძლებლობით, გვიხნის გამოცდილი აგრონომი ფაჩინიანი.

GlobalGAP-ის სერტიფიცირებულ ფერმას 15 ჰექტარი მიწის ნაკვეთი უკავია, მათ შორის 10 ჰექტარი არის ტუნელის ტიპის.  როგორც აგრონომი და ფერმის ერთ-ერთი მეპატრონე, პიეტრო ფაჩინიანი ამბობს, წარმატებული ბიზნესისთვის ფერმის ტექნოლოგიურ მართვასთან ერთად სწავლობენ ბაზრის მოთხოვნებს, მომხმარებლების ქცევის ცვლილებებს და ცდილობენ ტენდენციური პროდუქტები მაქსიმალურად მოთხოვნადი გახადონ.

წყარო: FreshPlaza