აგროსიახლეები

„სწრაფმზარდი მერქნიანი მცენარეების შესწავლა და გამოყენების პერსპექტივები საქართველოში“

საქართველოს ნიადაგურ-კლიმატურ პირობებში ადაპტირებული, სწრაფმზარდი მერქნიანი მცენარეების გამოვლენის მიზნით, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა 3 წლიანი პროექტი „სწრაფმზარდი მერქნიანი მცენარეების შესწავლა და გამოყენების პერსპექტივები საქართველოში“ განახორციელა.

პროექტის ფარგლებში მოხდა ვერხვის პერსპექტიული ფორმების შესარჩევი ძირითადი მახასიათებლების იდენტიფიცირება, ვეგეტაციის პერიოდში ზრდა-განვითარების დედრომეტრული, მორფომეტრული მაჩვენებლების აღრიცხვა და გახარების პროცენტის დადგენა, საველე მასალების ანალიზი და პერსპექტიული ფორმების იდენტიფიცირება, შერჩეული პერსპექტიული კლონების ბიომასის, ენერგეტიკული და ნახშირბადის პოტენციალის განსაზღვრა.

ალვის ხეები ალვის ხეები ავის ხეები ლკადლფჯასკლდჯფ

კვლევები მცხეთაში, გორსა და ხაშურში საცდელ ფართობებზე, ინტროდუცირებულ, ახალ ჰიბრიდული ვერხვების სწრაფმზარდ 21 კლონზე მიმდინარეობდა. პერსპექტიული კლონები შემდეგი კრიტერიუმებით შეირჩა – ზრდის ტემპი, გახარების უნარი, ყინვაგამძრლეობა, გვალვაგამძლეობა და მავნებელ-დაავადებებისადმი შედარებითი მდგრადობა.

პროექტის ფარგლებში სპეციალისტები იტალიის „ბიოპოპლარის“ სწრაფმზარდი ხეების კერძო კვლევით კომპანიას ესტუმრნენ, სადაც ბიომასის პროდუქტიულობის მეთოდებს გაეცნენ და ადგილობრივი კონსულტანტის დახმარებით, ექსპერიმენტული პლანტაციის გაშენების სქემა შეიმუშავეს.

ვერხვის სწრაფმზარდი ფორმებით გაშენებული პლანტაციების უპირატესობა დროის მოკლე პერიოდში სათბობ-ენერგეტიკული ნედლეულის მიღების შესაძლებლობა, დაბალპროდუქტიული მიწების ეფექტური ჩართვა სამეურნეო წარმოებაში, ტრადიციული მერქნული სათბობ-ენერგეტიკული ნედლეულის გამოთავისუფლება და მისი შეცვლა შედარებით იაფი თვითაღდგენითი ბიოსაწვავის რესურსით და ადგილობრივი სანედლეულო ბაზის შქმნის შესაძლებლობაა.

პროექტი „სწრაფმზარდი მერქნიანი მცენარეების შესწავლა და გამოყენების პერსპექტივები საქართველოში“ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის აგროსატყეო კულტურების კვლევის სამსახურმა, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით განახორციელა.

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი