აგრარული განათლებადარგებიმებაღეობა

მაყვალი – ჯიშის შერჩევა

ღეროს ზრდის მახასიათებლების მიხედვით მაყვლის სამ ფორმას განასხვავებენ . ეს ფორმებია: სწორმდგომი, ნახევრად გამართულღეროიანი და ხვიარა.

სწორმდგომ მაყვალს სწორი და მყარი ღერო წარმოექმნება. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ტიპის მაყვალს არ სჭირდება საყრდენი სისტემა ვერტიკალური ზრდის შესანარჩუნებლად, მისი წარმოებისას, როგორც წესი, მას შპალერებიანი საყრდენებით ამაგრებენ.

მაყვალს ბევრი კვირტი აქვს ფესვებზე და ადვილად ივითარებს პირველი წლის ყლორტებს ფესვებიდან, ასევე, ვარჯზე არსებული კვირტებიდან.

მაყვლის დარგვა 22

ნახევრად სწორმდგომი მაყვალი ივითარებს სწორ ღეროებს, რომლებიც თითქოს ამართულია, მაგრამ იმავდროულად ჰორიზონტალური მდგომარეობისკენ იხრება. ღეროებისთვის აუცილებელია საყრდენი შპალერის მოწყობა. ხვიარა მაყვალი ივითარებს ტოტებს, რომლებიც ჰორიზონტალურად იზრდება და მათთვისაც, ასევე, საჭიროა საყრდენი შპალერი.

ნახევრად სწორმდგომ და მცოცავი ტიპის მაყვალს აქვს ფესვზე წამოზრდილი კვირტები და, როგორც წესი, წარმოქმნიან „პირველი წლის ყლორტებს“ ვარჯის კვირტებიდან.

სწორმდგომი ჯიშები: არაპაჰო, ნავაჰო, აპაჩი, კაიოვა (ეკლიანი);

ნახევრად სწორმდგომი ჯიშები: ჩესტერი, ბლეკ სატინი, ლოხ ნესი, ტორნ ფრი, ტრიპლ ქრაუნი;

მხვიარა: მარიონი, ბლეკ დაიმონდი.

ორი ტიპის მაყვალი მსხმოიარობის მახასიათებლების მიხედვით

მსხმოიარობის მახასიათებლების საფუძველზე განასხვავებენ ორი ტიპის მაყვალს: მეორე წლის ტოტებზე მსხმოიარე (floricane) და პირველი წლის ტოტებზე მსხმოიარე (Primocane).

  • მეორე წლის ტოტებზე მსხმოიარე ტიპის მაყვლი

მეორე წლის ტოტებზე მსხმოიარე ტიპის მაყვლის ტოტები იზრდება პირველი წლის განმავლობაში, გვიან შემოდგომაზე ფოთლები სცვივა და ზამთარში გადადის მოსვენების მდგომარეობაში.

ახალი ვეგატატიური ზრდა ეწყება მეორე წლის გაზაფხულზე, ყვავილობს მაისსა და ივნისის დასაწყისში, მოსავლის აღება კი, რომელიც განსხვავებულია ჯიშების მიხედვით, ხორციელდება ივლისის შუა რიცხვებიდან სექტემბრის შუა რიცხვების ჩათვლით.

ამ ტიპის მაყვალი მოსავალს არ იძლევა დარგვის პირველ წელს. მოსავლიანობის პერიოდი, დაახლოებით, 4 კვირაა.

  • პირველი წლის ტოტებზე მსხმოიარე მაყვალი

პირველი წლის ტოტებზე მსხმოიარე Primocane ტიპის მაყვალი ნაყოფს ისხამს მიმდინარე წლის ტოტების ზედა ნაწილში აგვისტოდან ოქტომბრის ჩათვლით რამდენიმე თვის განმავლობაში.

მაყვლის დარგვა 3333

მათ, ასევე, შეუძლიათ ნაყოფის მოცემა მეორე წლის ყლორტების ქვედა ნაწილში ივნისსა და ივლისში ოთხკვირიანი მოსავლის სეზონის განმავლობაში, იმ შემთხვევაში, თუ არ გაისხლა და გადაურჩა ზამთარში მოყინვას.

უმეტეს შემთხვევაში, მიზანშეწონილია Primocane ტიპის მაყვლის ძირში გასხვლა გვიან ზამთარში, მოსვენების პერიოდში. ამ შემთხვევაში ხილის მოსავლიანობა კონცენტრირებულია გვიან ზაფხულსა და ადრე შემოდგომაზე.

საქართველოში შეიძლება, გაშენდეს მსოფლიოს იმ ადგილებში კომერციულად წარმოებული მაყვლის ჯიშები, სადაც საქართველოს მსგავსი აგროკლიმატური პირობებია.

მაყვლის რამდენიმე ჯიშის მოკლე დახასიათება

  • ნავაჰო (Navaho) – საშუალო საადრეო პერიოდის სიმწიფის უეკლო ჯიშია, რომელიც იძლევა მსხვილ, მკვრივ კენკრას შესანიშნავი არომატით.
  • აპაჩი (Apache) – საშუალო საადრეო პერიოდის სიმწიფის უეკლო ჯიშია, რომელიც იძლევა მაღალი ხარისხის, მსხვილ, ტკბილ კენკრას.
  • ბლეკ სატინი (Black Satin) – ამერიკული ჯიშია, გამოყვანილია 1974 წელს. საქართველოში შემოტანილია 2005 წელს. მცენარე ძლიერი ზრდისაა, საშუალო-საგვიანო სიმწიფის, საშუალო ან მსხვილი, მკვრივი ნაყოფებით, ოდნავ მომჟავო გემოთი. გამძლეა ანთრაქნოზის მიმართ.
  • ჩესტერი (Chester) – ამერიკული ჯიშია, გამოყვანილია 1985 წელს. საქართველოში შემოტანილია 2005 წელს. მცენარე საშუალო ან ძლიერი ზრდისაა, საშუალო-საგვიანო სიმწიფის ჯიშია, (გურჯაანის პირობებში მწიფდება ივნისის დასასრულისთვის), მსხვილი ნაყოფებით, სრულ სიმწიფემდე ცუდად იკრიფება, მაღალი საგემოვნო თვისებების, გამძლეა ზაფხულის სიცხეების მიმართ. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მაყვლის ჯიშია ჩრდილო ამერიკაში.
  • ტრიპლ ქრაუნი (Triple Crown; სამმაგი გვირგვინი) ამერიკული ჯიშია. საქართველოში შემოტანილია 2005 წელს. მცენარე ძლიერი ზრდისაა, საშუალო-საგვიანო სიმწიფის, ხასიათდება მსხვილი ტკბილი ნაყოფებით, ადვილად იკრიფება, გამძლეა ზაფხულის სიცხეების მიმართ.

ავტორი: დევიდ პიჩა