აგროსიახლეებიმედიაფერმერი ფერმერს

რაც-იოლი _ ფერმერს მერძეული ფურის საკვები რაციონის შედგენას უმარტივებს

ჟურნალი „ახალი აგრარული საქართველო“ გთავაზოთ სპეციალური ჩანართს, მეორე გამოშვებას.

ჩანართის წინამდებარე გამოშვებაში მკითხველი წაიკითხავს საინტერესო ინფორმაციას „რაც-იოლის“ შესახებ, რა არის მერძეული ფურის კვების ნორმა? 

ფერმერებს რომ   საკვები რაციონის შედგენა გაუმარტივდეთ, SQIL პროექტის ფარგლებში შეიქმნა ქართულ ენაზე შედგენილი პროგრამა, რომელიც მომხმარებელს საშუალებას  აძლევს, მერძეული ფურისთვის განკუთვნილი საკვები ულუფა, ერთდროულად 20-მდე დასახელების საკვები ინგრედიენტით დააბალანსოს.

აქვე გაეცნობით მეცხოველეობის ინდუსტრიაში საბაზრო ფასების დინამიკას საქარველოს 10 რეგიონის მიხედვით მიმდინარე წლის ოქტომბრის თვის მდგომარეობით. საინტერესო მასალას ვეტერინარული პრეპარატების, შრატის, ვაქცინის შესახებ.

ჩანართი მომზადებულია პროექტის „ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში“ SQIL  ფარგლებში, რომელსაც ამერიკული ორგანიზაცია  Land O’Lakes Venture37 ახორციელებს საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან (GFA) პარტნიორობით, ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) დაფინანსებით.

ჩანართის სანახავად გადადით ბმულზე, ან გახსენით თანდართული სურათი:

https://drive.google.com/drive/u/2/folders/19Njz9JDIY5NELrsMBns568XYHDCviW9e

agraruli saq-yda-(7)110.indd