რუბრიკებისტატიები

მთის საერთაშორისო დღე

    მთის საერთაშორისო დღე სათავეს  1992 წლიდან იღებს , როდესაც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (გაერო) გარემოსა და განვითარების კონფერენციაზე  21-ე საუკუნის დღის წესრიგის მე-13 თავის მიღებამ „მყიფე ეკოსისტემების მართვა, მთის მდგრადი განვითარება“ მთის განვითარების ისტორიაში საეტაპო მნიშვნელოვნელობა შეიძინა.

მსოფლიოში მთის მიმართ გაზრდილი ყურადღება გახდა მიზეზი, იმისა რომ  გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2002 წელი მსოფლიოს მთების საერთაშორისო წლად აღიარა, ხოლო ამასთან  დაკავშირებით, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2003 წლიდან 11 დეკემბერი „მთის საერთაშორისო დღედ“ გამოაცხადა. ამ დღიდან გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) არის ამ დღესასწაულის მომზადებისა და ანიმაციის კოორდინატორი სააგენტო და აქვს მანდატი, უხელმძღვანელოს მის დაცვას გლობალურ დონეზე. FAO-ს სატყეო დეპარტამენტის წყლისა და მთების გუნდი პასუხისმგებელია ამ საერთაშორისო პროცესის კოორდინაციაზე.

2003 წლის 11 დეკემბერიდან   ცხოვრებაში მთების მნიშვნელობის შესახებ ყოველწლიური ცნობიერების ამაღლება, მთის განვითარების შესაძლებლობებისა და შეზღუდვების ხაზგასმა და ალიანსების დამყარება შეინიშნება, რომლიც სამომავლოდ პოზიტიურ ცვლილებებს მოუტანს მთის ხალხებსა და მის გარემოს მთელს მსოფლიოში.

2021 წელის მთის საერთაშორისო დღის 11 დეკემბერის თანამშრომლობის დიალოგის თემა „მთის მდგრადი ტურიზმია“.

   მთებში მდგრად ტურიზმს შეუძლია მთიელთათვის საარსებო წყაროს დამატებითი და ალტერნატიული შესაძლებლობების შექმნის და სიღარიბის დაძლევის, სოციალური ინკლუზიის, ასევე ბუნებრივი ლანდშაფტისა და ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის ხელშეწყობა. ეს არის გზა მთიან ქვეყანაში ბუნებრივი, კულტურული და სულიერი მემკვიდრეობის შესანარჩუნებლად, ადგილობრივი ხელოვნების ნიმუშების და მაღალი ღირებულების პროდუქტების პოპულარიზაციისა და მრავალი ტრადიციული პრაქტიკის აღნიშვნის საშუალება, როგორიცაა ისტორიული, ადგილობრივი, ტრადიციული, ეთნოკულტურული მრავალფეროვნებები.

სამთო ტურიზმი იზიდავს გლობალური ტურიზმის დაახლოებით 15-25 პროცენტს. თუმცა, ტურიზმი არის ერთ-ერთი სექტორი, რომელიც Covid-19-ის პანდემიის პირობებშიც  კი გავლენას ახდენს ეკონომიკაზე, საარსებო წყაროებზე, საჯარო სერვისებს და შესაძლებლობებზე ყველა კონტინენტზე. მთებში, პანდემიის შეზღუდვებმა კიდევ უფრო გაართულა მთის თემების დაუცველობა.

ეს კრიზისი შეიძლება ჩაითვალოს შესაძლებლობად გადაიხედოს მთის ტურიზმი და მისი გავლენა ბუნებრივ რესურსებსა და საარსებო წყაროებზე, უკეთესად იმართოს იგი და უფრო გამძლე, მწვანე და ინკლუზიური მომავლისთვის იქნას გამოყენებული.

  გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის მთის პარტნიორობის სამდივნოს მიერ ორგანიზებული, 2021 წლის მთის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, ვირტუალური ღონისძიება “მდგრადი სამთო ტურიზმი” ხელს შეუწყობს დიალოგს და თანამშრომლობას მთის ტურიზმის სრული პოტენციალის გამოსაყენებლად მდგრადი განვითარებისთვის. ის ასევე მიზნად ისახავს ხაზი გაუსვას იმ სამუშაოს, რომელსაც მთის პარტნიორობის მრავალი წევრი ქვეყანა აკეთებს მთელ მსოფლიოში, რათა უზრუნველყონ, რომ მთის თემები არ დარჩეს გაეროს 2030 წლის დღის წესრიგის სულისკვეთების გარეთ.

ქვემოთ წარმოდგენილია გაეროს ეგიდით მთის მდგრადი განვითარების თემატური პრიორიტეტები დღემდე წლების მიხედვით;

2007– ცვლილებების წინაშე: კლიმატის ცვლილება მთიან რაიონებში;

2008 – მთებში სასურსათო უსაფრთხოება;

2009 –  მთებში კატასტროფების რისკის მართვა;

2010 – მთის უმცირესობები და მკვიდრი მოსახლეობა;

2011 – მთის ტყეები: ფესვები ჩვენი მომავლისკენ;

2013 – მთები: გასაღები მდგრადი მომავლისთვის;

2014 – მთის საოჯახო ფერმერები: ხალხის კვება, პლანეტის აღზრდა;

2015 – მთის პროდუქტების პოპულარიზაცია უკეთესი საარსებო წყაროსთვის;

2016 – მთის ეთნოკულტურები, მრავალფეროვნება და იდენტობის განმტკიცება;

2017 – მთები ზეწოლის ქვეშ: კლიმატი, შიმშილი და მიგრაცია;

2018 – მთების მნიშვნელობა;

2019 – მთები მნიშვნელოვანია ახალგაზრდებისთვის;

2020 – მთის ბიომრავალფეროვნება;

2021 – მთის მდგრადი ტურიზმი.

ნოე ხოზრევანიძე, პროფესორი,

კობა კობალაძე, პროფესორი

2