აგროსიახლეებიდარგებიმეფუტკრეობა

თებერვალში რა სამუშაო ტარდება საფუტკრეში?

თებერვალში ჩვენთან ბუნებაში  ცვლილებები იწყება, გაზაფხული ახლოვდება და ეს თვე ხასიათდება გარემოს ხშირი ტემპერატურული მერყეობით, ფუტკრები თებერვალში ძალიან მგრძნობიარენი ხდებიან გარემოს ტემპერატურული რყევების მიმართ, ოჯახი თანდათან იღვიძებს, გრძნობს გაზაფხულის მოახლოებას,  დედა იწყებს კვერცხდებას (თუ დაწყებული არ აქვს უკვე…), ფუტკარი ზრდის საკვების მოხმარებას, სჭირდება მეტი ჟანგბადი და საკვები ოჯახს.

ყოველი მეფუტკრე ვალდებულია წლიდან წლამდე იზრუნოს თაფლოვნების ბაზის გაუმჯოებესებაზე, ყოველწლიურად საფუტკრის ირგვლივ გააშენოს სხვადასხვა თაფლოვანი მცენარეები.

მეფუტკრეს მიერ  თებერვალში ჩასატარებელი ძირითადი სამუშაოები:

  1. საფუტკრეს ათვალიერებს ყოველ კვირაში ერთხელ ამინდის შესაბამისად;
  2. საჭიროებისას აწვდის ფუტკარს დამატებით საკვებს კანდის სახით ან ვაჟინით/„სიროფი“;
  3. ამოწმებს სკის ვენტილაციას, ასუფთავებს საფრენებს;
  4. სასურველია ოჯახებს მივაწოდოთ ზღვის მარილი, ან კობალტი ვაჟინში გარეული;
  5. აკვირდება ოჯახებს ხომ არაა ნოზემატოზის შემთხვევები, გამოვლენის შემთხვევაში მკურნალობს და ახდენს ჩარჩოების შეცვლა-დეზინფექციას;
  6. აგრძელებს ბრძოლას მღრნელების წინააღმდეგ.